სატურაციის ნორმა ასაკის მიხედვით

0
2219

სატურაცია ორგანიზმის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. იგი გვიჩვენებს, თუ რამდენად საკმარისად მიეწოდება ორგანიზმს ჟანგბადი, შესაბამისად, ამ მაჩვენებელს ნორმაც აქვს, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად იცვლება. რა თქმა უნდა, ცვლილებები უმნიშვნელოა, თუმცა, თუ ეს არ გეცოდინებათ, შეიძლება შეშინდეთ და მოიგონოთ არარსებული პრობლემები, ამიტომ Girl.ge-ის რედაქციამ გადაწყვიტა, სატურაციის ასაკის შესაფერისი ნორმები გაეცნო თქვენთვის.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საბოლოო შედეგზე გავლენას არამხოლოდ ასაკი, არამედ ცხოვრების წესი, საცხოვრებელი გარემო, ჰაერის სისუფთავე და სხვა მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას, ორგანიზმი ეგუება ნებისმიერ პირობებს და ამიტომ თქვენთვის ნორმა შეიძლება განსხვავებული იყოს. სტატიის ბოლოს იხილავთ ცხრილსაც.

როგორია სატურაციის ნორმა?

  • 0-5 წლამდე 98-100;
  • 5-10 წლის ასაკში 97-98;
  • 10-18 წლამდე 96-97-ია ნორმა;
  • 18-30 წლის ასაკში სატურაციის ნორმა 95-96-ს უდრის;
  • 30-50 წლებს შორის 94-95-მდე აღწევს;
  • 50-70 წლისას კი ნორმა 93-94-მდე ეცემა;
  • 70-დან 80 წლამდე სატურაცია 92-93-ს უნდა აღწევდეს;
  • 80+ ასაკში და ზემოთ სატურაცია 90-მდე შეიძლება დაეცეს და სიცოცხლის ბოლომდე აღარ იცვლება.

მნიშვნელოვანია: ზემოთ უკვე დავწერე, რომ ნორმაზე გავლენას მრავალი ფაქტორი ახდენს, ამიტომ ციფრები მცოცავია და ნუ ენდობით მათ სრულად.