როგორ შევამოწმოთ ელექტრონული ტონომეტრის სიზუსტე

0
713

ახლა სახლში ბევრს აქვს ტონომეტრი, რამდენადაც ყველამ არ იცის მექანიკურის გამოყენება. თუმცა, არსებობს პრობლემა: დროთა განმავლობაში, ტონომეტრი იწყებს აცდენას, ამიტომ, Girl.ge-ის რედაქცია გეტყვით, როგორ უნდა შეამოწმოთ მისი სიზუსტე.

როგორ შევამოწმოთ ტონომეტრის სიზუსტე?

1. სახლის პირობებში

აიღეთ ტონომეტრი, გაიკეთეთ სამკლაური და ჩაიწერეთ მონაცემი და გაისინჯეთ წნევა მეორე ხელზეც, ისევ ჩაიწერეთ მაჩვენებელი, 3-5 წუთის ინტერვალით გაიმეორეთ პროცედურა კიდევ 1-2-ჯერ, მოკლედ, 4-6 მნიშვნელობა რომ მიიღოთ, და შეადარეთ შედეგები, 1-3 მმ.ვრცხ.წყ.სვტ. ცვლილებები ნორმალურია, თუმცა, თუ სხვაობა 5-10 ერთეულზე მეტია, ტონომეტრის სიზუსტეში ეჭვი უნდა შეგეპაროთ.

წნევა მშვიდად ყოფნის დროს უნდა გაიზომოთ. აგრეთვე, შეგიძლიათ ითხოვოთ მეგობრისგან სხვა ტონომეტრი და გამოსცადოთ ისინი სიზუსტეზე.

2. პოლიკლინიკაში

ჩაეწერეთ თერაპევტთან და თან წაიღეთ ტონომეტრი. როცა მიხვალთ, ჯერ თქვენი აპარატით გაისინჯეთ წნევა და ჩაიწერეთ შედეგი, შემდეგ კი სთხოვეთ თერაპევტს გასინჯვა. ამ მეთოდის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ პოლიკლინიკებში ტონომეტრები ყოველწლიურად გადის შემოწმებას, ამიტომ იქ ზუსტი მაჩვენებლის მიღების დიდი შანსია.

მნიშვნელოვანია: თუ ტონომეტრი ახლახან იყიდეთ, ძალიან დაბალია იმის შანსი, რომ იგი არასწორად გასზომავს წნევას, თუმცა, მისი გამოყენებიდან 12-18 თვის შემდეგ სიზუსტის შემოწმება აუცილებელია.