
როგორია ის – თანამედროვე ქალი 45+? ის ენერგიული, ლამაზი და ახალგაზრდაა. ის თავის სხეულს გრძნობს, ჯანმრთელობაზე ზრუნავს, მენოპაუზის შესახებ ინფორმაციას ფლობს და კლიმაქსის სიმპტომებს ადვილად უმკლავდება. ნახეთ, რატომ არ უნდა გეშინოდეთ კლიმაქსის და რა უნდა გააკეთოთ, რომ აქტიურად და ჰარმონიულად იცხოვროთ მენოპაუზის პერიოდში.
1. განწყობას ყურადღება მიაქციეთ
დიახ, ჩვენს სიაში პირველ ადგილს მარტივი და ნებისმიერ ასაკში აქტუალური წესი იკავებს, რადგან 45 წლის შემდეგ ერთი შეხედვით ჩვეული რამ, როგორიცაა განწყობის ცვლილება ან ძილის გაუარესება, ყოველთვის სამსახურის უსიამოვნებებს არ უკავშირდება და შეიძლება მენოპაუზის სიმპტომები იყოს.
საერთოდ რატომ ჩნდება? მენოპაუზის სიმპტომები ქალის ორგანიზმში ჰორმონალური ფონის სერიოზულ ცვლილებას უკავშირდება, რაც საკვერცხეების ფუნქციების შეფერხებით და ესტროგენის დონის შემცირებით არის გამოწვეული. ამან შეიძლება ხასიათის ცვლილებასა და მენსტრუაციული ციკლის სიხშირეზე გავლენა მოახდინოს, მაგრამ ამით არ შემოიფარგლება.
რომელ სიგნალებს უნდა მიაქციოთ ყურადღება, ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების და ყველასთვის ცნობილი „ცხელების“ გარდა?
- ოფლიანობა
- წნევის რყევები
- ზოგადი დაღლილობა
- კონცენტრაციის დაქვეითება
- ინტიმური ზონების სიმშრალე
- შარდის შეუკავებლობა
- ლიბიდოს შემცირება ან უსიამოვნო შეგრძნება სქესობრივი აქტის დროს
- კანის და თმის სიმშრალე
ხშირად ქალები ამ სიმპტომებს სოციალურ ცხოვრებას უკავშირებენ და თავისით გადასვლას ელოდებიან. აქ, ცოდნით უნდა შეიარაღდეთ, რადგან კლიმაქსის ასეთი სიმპტომები მხოლოდ უსიამოვნო შეგრძნება არ უკავშირდება და შეიძლება უფრო სერიოზული მიზეზი ჰქონდეს. მაგალითად, ასაკის მატებასთან ერთად გულ–სისხლძარღვთა სისტემის და სხვა დაავადებების სიხშირე იზრდება. სწორედ ამიტომ, შემდეგ პუნქტზე გადავდივართ.
2. ექიმთან წელიწადში მინიმუმ ერთხელ მიდით
მაშინაც კი, თუ სიმპტომები არ გაწუხებთ, გინეკოლოგთან პროფილაქტიკის მიზნით შემოწმება წელიწადში ერთხელ უნდა ჩაიტაროთ. თუ ექიმთან ჩივილით მიდიხართ, სირცხვილი და უხერხულობა დაივიწყეთ: დარწმუნებული იყავით, სპეციალისტი თავისი პრაქტიკის განმავლობაში იმდენ შემთხვევას გაუმკლავდა, რომ მზადაა ყველაზე ინტიმური (თქვენი აზრით) დეტალებს მოუსმინოს. ექიმის წყალობით თქვენი მდგომარეობის შესახებ სრულ სურათს დაინახავთ.
45 წლის შემდეგ ქალის გამოკვლევის სპეციალური გეგმა არსებობს, რომელიც გინეკოლოგიური დათვალიერების გარდა მოიცავს გამოკითხვას, პირადი და ოჯახური ანამნეზის შეგროვებას, არტერიული წნევის და სხეულის მასის ინდექსის შეფასებას, ზოგადი სისხლის კლინიკური და ბიოქიმიური გამოკვლევას, მამოგრაფიას, მენჯის ღრუს ორგანოების ულტრაბგერით გამოკვლევას და სხვა კვლევებს.
გამოკვლევების შედეგების საფუძველზე სპეციალისტი მკურნალობას დაგინიშნავთ – თითოეულ შემთხვევაში მკურნალობა ინდივიდუალურია. არსებობს სხვადასხვა პრეპარატები, რომლებიც მენოპაუზის სიმპტომების მართვაში დაგეხმარებათ, როგორც აბები, ასევე ადგილობრივი მოქმედების საშუალებები. მაგალითად, „ოვესტინი“ – ადგილობრივი მოქმედების სანთელი ან კრემი, რომელიც ესტროგენის დეფიციტს ანაზღაურებს. ის საშოს ph-ს და მიკროფლორას არეგულირებს, ლორწოვან გარს აღადგენს და შარდვას არეგულირებს.
3. აქტიურად იცხოვრეთ
მოძრაობა კარგი განწყობის გასაღებია. აქტიურად ცხოვრება სიამოვნებას მოგიტანთ: ცეკვა, ცურვა, სეირნობა – ყველაფერი, რაც გაგიხარდებათ. მთავარია, დღეში მინიმუმ 1 საათი იმოძრაოთ და საათში მინიმუმ ერთხელ გაწელვები გააკეთოთ, თუ მჯდომარე სამსახური გაქვთ. სხვათა შორის, ამ ასაკში სექსი არავის აუკრძალავს. ლუბრიკანტით შეიარაღდით, ჩვენი რჩევები გაითვალისწინეთ და აქტიური სექსუალური ცხოვრება გააგრძელეთ.
4. კვებას ყურადღება მიაქციეთ
მენოპაუზის დადგომის შემდეგ წონის დასაკლებად დიდი ძალისხმევის გაწევა გვიწევს. ეს ნორმალურია! ასეთია ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებების შედეგი. ამის გათვალისწინებით, თქვენი რაციონი დაგეგმეთ. აი, რამდენიმე წესი, რომელიც დაგეხმარებათ:
- პორციების მოცულობა აკონტროლეთ: იმდენი საჭმელი მიირთვით, რამდენიც 1 ჭიქაში (250 მლ) ეტევა.
- თეფშზე ბოსტნეულის და მწვანილის წილი გაზარდეთ: სხვადასხვა ფერის და კონსისტენციის (ახალი, ორთქლზე მომზადებული, დაქუცმაცებული) ბოსტნეული აირჩიეთ და ყოველი ჭამის დროს მიირთვით.
- მაღაზიაში ნაყიდი სოუსის ნაცვლად გამოიყენეთ ნატურალური ზეთი, ბალახი და თესლი: ისინი ვიტამინებით მდიდარია და კერძს უფრო გემრიელს და სასარგებლოს ხდის.
- სწრაფი კვების პროდუქტების ნაცვლად უპირატესობა მიანიჭეთ ახალ და მსუბუქ კერძებს: მარცვლეულს, უცხიმო რძის პროდუქტებს, თევზს, თეთრ ხორცს, კაკალს. საბედნიეროდ, ახლა ნებისმიერი გემოვნების რეცეპტს ადვილად იპოვით. სხვათა შორის, კინოა უკვე გასინჯეთ? გირჩევთ!
5. უბრალოდ იმხიარულეთ
რამდენად ხშირად აკეთებთ იმას, რაც გიყვართ და რაც გაღიმებას გაიძულებთ? სურნელოვანი ყვავილების თაიგული შეიძინეთ, საფირმო ნამცხვარი გამოაცხვეთ, სპა სალონში წადით ან საყვარელი წიგნი მეასედ გადაიკითხეთ. თითოეულს პატარა სიხარულების ჩვენი სია გვაქვს. გირჩევთ, არა დაჟინებით მოვითხოვთ! – თქვენი სია გადაშალეთ და კვირაში თუნდაც ერთი დღე საკუთარ თავს დაუთმეთ. უარყოფა არ მიიღება!
ჩვენ გვსურს, რომ თითოეული ქალი ნებისმიერ ასაკში ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს.