3 მარტივი მეთოდი, რომ დაორთქლილმა სათვალემ აღარ შეგაწუხოთ

0
917

ადამიანები, რომლებიც სათვალეს რეგულარულად ატარებენ, ქუჩიდან თბილ შენობაში შემოსვლისას დაორთქლილი მინის გამო უხერხულობას განიცდიან.

ადრე ამ პრობლემას გარეთ დაბალი ტემპერატურა ამძაფრებდა, ახლა კი ნიღაბმა სიტუაცია უფრო გაამწვავა. Girl.ge-ს რედაქცია გიზიარებთ 3 ხრიკს, თუ როგორ მოიშოროთ დაორთქლილი სათვალით გამოწვეული დისკომფორტი.

რჩევა 1

ძველი „ბაბუასეული“ მეთოდი გამოიყენეთ, რომელიც ბევრისთვის ჯერ კიდევ ჯარის დროიდან ცნობილია.

დიასახლისის საპნის მშრალი ნატეხი აიღეთ და ლინზებს წაუსვით. შემდეგ სუფთა ჩვრით ან ცხვირსახოცით გააპრიალეთ. შედეგად წარმოიქმნება ტუტე ფირი, რომელიც დაორთქლას ხელს უშლის.

რჩევა 2

ეს უფრო თანამედროვე რჩევაა, მაგრამ არსი იგივეა.

სათვალის ლინზებს თხევადი საპონი (გელი) წაუსვით. შემდეგ ბამბის დისკით ან ქსოვილის ნაჭრით მოაშორეთ. ამ მეთოდისთვის შამპუნიც გამოგადგებათ.

ზოგიერთი გლიცერინს იყენებს (გაუზავებელს ან სპირტში 1:10 პროპორციით გაზავებულს). გახსოვდეთ, რომ სპირტის გამოყენება პლასტმასის სათვალეებზე არ შეიძლება.

რჩევა 3

გლიცერინი, დიასახლისის საპონი ან თხევადი საპონი საპარსი ქაფით ჩაანაცვლეთ. სათვალის მინას წაუსვით და მზადაა! დამცავი ეფექტი 1–2 დღე გაძლებს.

სიტყვაზე, ზემოთ მოცემული ხრიკები შეგიძლიათ გამოიყენოთ არა მხოლოდ სათვალეებზე, არამედ სააბაზანო ოთახის სარკესა და ფანჯრებზე.

რა თქმა უნდა, დაორთქლის საწინააღმდეგო სპეციალური საშუალებები არსებობს, რომლებიც მაღაზიებში იყიდება. ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ ლინზები დამცავი ზედაპირით. თუმცა ეს ჩვენი მეთოდი არაა. გვეთანხმებით?