
შაქრიანი დიაბეტი სხვადასხვა მიზეზით შეიძლება განვითარდეს, ზოგჯერ ეს მემკვიდრეობითი პრობლემაა, მაგრამ ხშირად კუჭქვეშა ჯირკვლის გაუმართავი მუშაობა იწვევს. ამ დროს საკმარისი რაოდენობის ინსულინი არ იწარმოება. დღეს Girl.ge–ს რედაქცია გიამბობთ იმ ნიშნებზე, რომლებიც შაქრიან დიაბეტის განვითარებაზე საუბრობს.
მნიშვნელოვანი დაზუსტება! დიაბეტი 2 ტიპად იყოფა.
- 1–ლი ტიპის დიაბეტი ინსულინის არასაკმარისი წარმოებისას ვითარდება და პაციენტების 10-15%–ში გვხვდება.
- მე–2 ტიპის დიაბეტი ინსულინის ნორმალური წარმოებისას ვითარდება, ამ დროს უჯრედებს ინსულინ რეზისტენტობა უვითარდებთ.
ორივე ტიპის შაქრიან დიაბეტს თითქმის ერთნაირი ნიშნები აქვს.
შაქრიანი დიაბეტის ნიშნები
1. პირის სიმშრალე
პირის სიმშრალე სხვადასხვა პრობლემაზე საუბრობს, ამიტომ 2,3 და უფრო მეტ ნიშანს ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ ფაზლი ააწყოთ.
2. წყურვილი და შიმშილი
შაქრიანი დიაბეტის დროს წყურვილის და შიმშილის ძლიერი გრძნობა გვაწუხებს. ეს გამოწვეულია იმით, რომ კუჭქვეშა ჯირკვალში ინსულინი გამოიყოფა, მაგრამ პირდაპირი დანიშნულებით არ გამოიყენება, არამედ უბრალოდ ორგანიზმში „გადადის“ და ტვინს შიმშილის შესახებ სიგნალს აძლევს. წყურვილის შეგრძნება გახშირებული შარდვის გამო გვაწუხებს, რაც ორგანიზმის გაუწყლოებას იწვევს.
3. კიდურების გაშეშება
ხშირად ხელის და ფეხის თითების, ასევე ხელისგულების და ტერფების გაშეშება. ზოგჯერ საქმე ტკივილამდე მიდის.
4. წონის დაკარგვა
უკონტროლო შიმშილის გრძნობის და თითქოსდა ნორმალურად ჭამის მიუხედავად, წონაში კლება აღინშნება. წონაში კლება ყოველთვის არ ხდება, შეიძლება, პირიქით, მატება მოხდეს. ყველაფერი შაქრიანი დიაბეტის ტიპზეა დამოკიდებული. 1–ლი ტიპის შემთხვევაში წონა მცირდება, მე–2 ტიპის დროს – მატულობს.
5. მხედველობის გაუარესება
ეს სადავო ნიშანია, რადგან რთულია პრობლემის დადგენა. თუმცა შაქრიანი დიაბეტის დროს მხედველობის დაქვეითება აღინიშნება. თავიდან ეს შეიძლება მხედველობის მსუბუქი გაუარესებით იყოს გამოწვეული, მოგვიანებით კი გაიზარდოს.
მნიშვნელოვანია! ეს ყველა ძირითადი ნიშნებია, რომლებიც ხშირად ერთად ვლინდება. მათი დახმარებით სპეციალისტთან მომავალი კონსულტანციისთვის გარკვეული სურათის შექმნას შეძლებთ. სპეციალისტთან კონსულტანცია აუცილებელია.