ნიშნები, რომლებიც კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებაზე მიგანიშნებთ

0
574

კუჭქვეშა ჯირკვალი მნიშვნელოვანი ორგანოა და მასში პრობლემები ძალიან ცუდია. ყველას არ აქვს დრო, რომ ჯანმრთელობის შესამოწმებლად მუდმივად კლინიკაში იჯდეს. სწორედ ამიტომ, დღეს Girl.ge–ს რედაქცია კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებების ნიშნებზე გიამბობთ.

კუჭქვეშა ჯირკვლის მნიშვნელობა

1. პანკრეასის წვენს აწარმოებს

ეს წვენი საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს შეიცავს, რომლებიც საჭმლის მონელებასა და ცილოვანი, ნახშირწყლოვანი და ცხიმოვანი ცვლების რეგულაციაზე პასუხისმგებლები არიან.

2. ინსულინს აწარმოებს

ყველამ იცის, რომ ინსულინი ორგანიზმში მოხვედრილ გლუკოზას არეგულირებს. ამით კი დიაბეტის განვითარებას ხელს უშლის.

გამოდის, რომ კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობის დარღვევა სერიოზულ პრობლემებს იწვევს.

კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადების ნიშნები

1. დიარეა

დიარეა შეიძლება უამრავმა მიზეზმა გამოიწვიოს და მხოლოდ ამით ვერ ვიტყვით, რომ კუჭქვეშა ჯირკვალი გამართულად არ მუშაობს. სწორედ ამიტომ, რამდენიმე ნიშანს კომპლექსურად უნდა შეხედოთ.

2. სტეატორეა

კიდევ ერთი ნიშანი, რომელიც განავალს ეხება, ოღონდ ეს ნიშანი ყველაზე ხშირად სწორედ კუჭქვეშა ჯირკვლის პრობლემების დროს გვხვდება.

სტეატორეა, როცა განავალთან ერთად მოუნელებელი ცხიმიც გამოდის. ეს გამოწვეულია იმით, რომ კუჭქვეშა ჯირკვალი თავის ფუნქციებს ვერ ასრულებს.

3. წონის დაკარგვა

როგორც უკვე ვთქვით, კუჭქვეშა ჯირკვალი ნივთიერებათა ცვლასა და საჭმლის მონელებაზეა პასუხისმგებელი.

სასარგებლო ელემენტები, ცხიმები, ცილები და ა.შ. ამ ყველაფერს ორგანიზმი ვერ ითვისებს. შედეგად პრობლემა წონაზე აისახება. თუ რაციონში არაფერი შეგიცვლიათ, წონა კი იკლებს, დროა გამოკვლევაზე დაფიქრდეთ.

4. მუცლის ტკივილი

მუცლის ტკივილი ბევრ პრობლემაზე საუბრობს, მაგრამ თუ ტკივილის ადგილს გადახედავთ, ტკივილი შეიძლება ზურგში გადადიოდეს. კუჭქვეშა ჯირკვლის ტკივილი მუცლის ზედა ნაწილშია ლოკალიზებული, ტკივილი მარჯვენა მხარეს გადადის.

ეს შეიძლება ტკივილით ყოველთვის არ გამოიხატებოდეს. თქვენ შეიძლება იგრძნოთ დისკომფორტი ჭამის შემდეგ და სხეულის გარკვეული პოზისას, მუცლის შებერილობა, სიმძიმე და ა.შ.

მნიშვნელოვანია! თუ რაიმე სახის დაავადების ნიშნები შეამჩნიეთ, თვითნებურად არ იმკურნალოთ. თუმცა ნიშნებს ყურადღება მიაქციეთ და სპეციალისტს მიმართეთ, რომელიც გამოკვლევებს ჩაგიტარებთ და სასარგებლო რჩევებს და რეკომენდაციებს მოგცემთ.