
კრასულა ან ფულის ხე უპრეტენზიო მცენარეა, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. გაზაფხული–ზაფხულის პერიოდში მცენარის ყლორტები აქტიურად ზრდას იწყებს. ოთახის მცენარის დეკორატიულის ეფექტის შესანარჩუნებლად, აუცილებლად უნდა გადაჭრათ.
საუკეთესო დრო მცენარის გადასაჭრელად
თუ ყვავილის ფორმირებას გაზაფხულზე ან ზაფხულის დასაწყისში დაიწყებთ, ახალი ტოტები სწრაფად გაიზრდება, ბუჩქოვანი გახდება, განტოტდება. მცენარის გადაჭრა სიმშვიდის პერიოდში არ შეიძლება, რადგან ამ დროს სასიცოცხლო პროცესები ნელდება, დაბალი ტემპერატურისას რეგენერაცია ნელდება. ეს კი დაინფიცირების ან ლპობის რისკს ზრდის.
პროცედურა სჯობს შუა ზაფხულში შეასრულოთ.
როგორ გადავჭრათ ფულის ხე სწორად
თუ მცენარეს არასწორად გადაჭრით და გასხლავთ, ძლიერ დააზიანებთ. სწორედ ამიტომ, ზუსტად უნდა იცოდეთ, როგორ მისცეთ ფულის ხეს ფორმა.
საერთო წესები
- გადაჭერით მხოლოდ მას შემდეგ, რაც მცენარის ტოტები წინა პროცედურის შემდეგ აღდგება.
- ყველა განტოტებულ და მოხვეულ ტოტს აშორებენ ისე, რომ ყლორტები სწორი გამოვიდეს.
- გადაჭრის შემდეგ დეზინფიცირება აუცილებელია. ამ მიზნით ხშირად აქტივირებული ნახშირის ფხვნილს ან კალიუმის პერმანგანატის ხსნარს იყენებენ.
გადაჭრილი ნაწილები შეგიძლიათ არ გადაყაროთ, არამედ გასამრავლებლად გამოიყენოთ. წყალსა და მიწაში კარგად ფესვიანდება.
გადაჭრის დროს მცენარის ასაკიც გაითვალისწინეთ. ზრდასრულ მცენარეს უფრო ძლიერ სხლავენ, ვიდრე ახალგაზრდას. ახალგაზრდა მცენარეს მხოლოდ ქვედა ყლორტებს და ფოთლებს აშორებენ.
გადაჭრა გვირგვინის ფორმირებისთვის
გვირგვინის შესაქმნელად უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი მომენტები:
- აბსოლუტურად ნებისმიერი ინსტრუმენტი შეგიძლიათ გამოიყენოთ. მთავარია, ბასრი და სუფთა იყოს. გირჩევთ სპირტით გაწმინდოთ.
- აღნიშნეთ ტოტები, რომელთაც არ ჭრით, დანარჩენი მოაშორეთ.
- სწორად გადაჭერით და არა ირიბად.
- 1–2 სმ სიგრძის ღერო დატოვეთ, რადგან ეს წვნიანი მცენარეა. მისი ტოტები ძლიერ შრება.
- გადაჭრის ადგილი აქტივირებული ნახშირით დაამუშავეთ.
- გვირგვინის ფორმირება მოკლე შეჭრით დაიწყეთ. ამასთან ზედა ნაწილი სრულად მოაშორეთ.
- გვირგვინის შიდა ნაწილს უფრო სხლავენ. ღეროები და ფოთლები, რომლებიც აქ მდებარეობს, მაინც არ ჩანს, მაგრამ მცენარეს ბევრ ძალას ართმევს. ამის გამო ყვავილი მავნებლებით და ინფექციებით ადვილად ზიანდება.
გასხვლა
გასხვლა ზედა, ახალგაზრდა ყლორტების მოშორებას გულისხმობს. პროცედურა სრულდება ხელით ან ბასრი ინსტრუმენტით. ეს გვერდითა ყლორტების გასაზრდელად აუცილებელი სტიმულაციაა.
გადაჭრისგან განსხვავებით გასხვლა შეგიძლიათ სიმშვიდის პერიოდში ჩაატაროთ. გაითვალისწინეთ, რომ გაზაფხულსა და ზაფხულში გასხვლის შემდეგ უფრო სწრაფად განტოტდება, ხოლო სიმშვიდის პერიოდში ნელა ფორმირდება ან მხოლოდ შემდეგ სეზონზე.
პირველად პროცედურა შეგიძლიათ 4 წყვილი ფოთლის ფორმირების შემდეგ შეასრულოთ. გასხვლა მეორდება მანამ, სანამ ყვავილი სასურველ ფორმას არ მიიღებს. პატარა ფოთლები არ დაგენანოთ, რადგან მხოლოდ ხელს შეგიშლით.
ახალგაზრდა მცენარეს ბევრი ახალი ყლორტი არ აქვს, ამიტომ სასურველია მისი ფორმირება სწორედ ახლა დაიწყოთ, როცა ჯერ კიდევ ახალგაზრდაა.
დაავადებული და დაინფიცირებული ყლორტების მოშორება
პროცედურა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ჩაატაროთ. თუ დაავადებული ყლორტების მოშორება შემოდგომაზე ან ზამთარში გიწევთ, პროცედურამდე 1 კვირა არ მორწყათ.
ასე გადაჭრილი ადგილი სწრაფად გაშრება და ლპობას თავიდან აიცილებთ. დაავადებული ტოტების მოშორების შემდეგ პირველად მინიმუმ 4 დღის შემდეგ მორწყეთ.
შემდეგი მოვლა
ფულის ხეს გადაჭრის შემდეგ განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. ზოგადი რეკომენდაციები:
- ტემპერატურა მკვეთრად არ შეუცვალოთ.
- ყვავილი ნახევრად ბნელ ან გაფანტულ სინათლის ადგილას მოათავსეთ.
- მცენარე გადაჭრიდან 15 დღის შემდეგ შეგიძლიათ გადარგოთ.
- ფულის ხე დიდი სიფრთხილით უნდა მორწყათ მანამ, სანამ ყველაზე მტკივნეული გადანაჭერი არ შეხორცდება.
- გვირგვინის დანამვა ან გამოკვება არ ღირს.
ფულის ხიდან დეკორატიული მცენარის მიღება რეგულარული და სწორი გადაჭრით შესაძლებელია. ზედმეტად გაზრდილი მცენარე ლამაზად არ გამოიყურება.