რომელ დაავადებებზე შეიძლება მიუთითებდეს წნევის ცვალებადობა

0
1059

ნორმალური წნევა 120/80-ია, ასაკთან ერთად კი ეს ციფრი იკლებს ან იმატებს. წნევის უმნიშვნელო ცვლილებები ნორმალურია, თუმცა, თუ დილაობით 100/50, 1 საათში კი უკვე 130/80 გაქვთ, ასეთი ცვლილებები კი მთელი დღის განმავლობაში რამდენჯერმე აღინიშნება, ეს უკვე ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მეტყველებს, ამიტომაც, ახლა Girl.ge-ის რედაქცია გეტყვით, რომელი დაავადებების სიმპტომი შეიძლება იყოს წნევის მკვეთრი ცვლილებები.

წნევის მკვეთრი ცვლილების მიზეზი:

1. თირკმელზედა ჯირკვლების პრობლემა

ეს ჯირკვლები გამოყოფს ადრენალინს. თუ მათი მუშაობა დარღვეულია, ეს პროცესი უკონტროლო გახდება და, შესაბამისად, წნევა მუდმივად შეიცვლება.

2. ჰორმონალური აშლილობა

ზემოთ უკვე ვახსენე თირკმელზედა ჯირკვლები. ეს ჰორმონალური აშლილობის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს, თუმცა, ფარისებრი ჯირკვალიც შეიძლება იქცეს წნევის ცვლილებების მიზეზად.

არსებობს ნეიროჰორმონები, რომლებსაც ჰიპოფიზი გამოყოფს, ჰიპოფიზის ფუნქციური დარღვევები კი გავლენას მოახდენს იმ ორგანოზების მუშაობაზე, რომლებიც ჰორმონთა რეგულაციაზე აგებს პასუხს.

3. ნივთიერებათა მიმოცვლის დარღვევა

როცა ვჭამთ, საკვები შეიცავს მრავალფეროვან ვიტამინებს, მიკრო- და მაკროელემენტებს, რომლებსაც ჩვენი ორგანიზმი ითვისებს. ჰოდა, ნივთიერებათა მიმოცვლის დარღვევაც იწვევს წნევის ცვალებადობას.

4. კისრის ოსტეოქონდროზი

ამ პრობლემის დროს კისრის მონაკვეთზე ზეწოლა მიმდინარეობს, რაც გავლენას ახდენს კისერში მოქცეულ ნერვულ დაბოლოებებსა და სისხლძარღვებზე, რაც, თავის მხრივ, იწვევს წნევის ცვალებადობას.

5. შაქრიანი დიაბეტი

ეს მეორე პუნქტს მიეკუთვნება, რამდენადაც, შაქრიანი დიაბეტის დროს, ხშირად აღინიშნება ჰორმონალური აშლილობა, რომელიც წნევის ცვალებადობას გამოიწვევს.

მნიშვნელოვანია: ჯანმრთელ ადამიანს დღის განმავლობაში წნევა ეცვლება, რაც ნორმალურია, თუმცა, ამ შემთხვევაში ადგილი აქვს უმნიშვნელო ცვლილებებს, ვთქვათ, ვარჯიშის ან მსუყე საკვების მიღების შემდეგ, გამოუძინებლობის, გარკვეული დატვირთვის ან სხვა რამის გამო, აი, აღნიშნული პრობლემების დროს კი ძალიან ხშირად აღინიშნება არსებითი და ხშირი ცვლილებები.