
ინსულინი ორგანიზმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჰორმონია, რომელიც პასუხს აგებს გლუკოზის ათვისებაზე, ის კი, ავის მხრივ, არამხოლოდ ტკბილი პროდუქტების, არამედ მრავალი სხვა საკვების შემადგენლობაშია. ნახსენები ჰორმონი გამომუშავდება კუჭქვეშა ჯირკვალში, იგი საკვების მომნელებელ ტრაქტში უდიდეს როლს ასრულებს, ამიტომაც, ამ სტატიაში Girl.ge-ის რედაქციამ გადაწყვიტა, ასაკის მიხედვით ინსულინის ნორმა გაეცნო თქვენთვის.
დასაწყისისთვის, გაგაცნობთ ნორმიდან გადახრის მიზეზებს
- თუ ინსულინის რაოდენობა დიდია, კუჭქვეშა ჯირკვალთან, ღვიძლთან, თირკმლებთან დაკავშირებულ პრობლემებთან, მიმოცვლითი პროცესების დარღვევასთან ან ინსულინორეზისტენტულობასთან გვაქვს საქმე.
- ხოლო, თუ ინსულინის მაჩვენებელი დაბალია, შეიძლება საუბარი შაქრიან დიაბეტზე ან კუჭქვეშა ჯირკვლის პრობლემებზე იყოს.
ახლა კი გადავიდეთ ნორმის ციფრებსა და ასაკზე, დავიწყეთ ყველაზე მცირე ასაკით და დავასრულებ ხანში შესვლით, აგრეთვე, სტატიის ბოლოს იხილავთ დაწვრილებით ცხრილს.
ინსულინის საზომი ერთეულია მკე/მლ (მიკრო ერთეული მილილიტრზე).
- 0-დან 2 წლამდე ნორმალური მაჩვენებელია 4-12;
- 2-10 წლამდე – 4-15;
- 10-15 წლამდე ნორმა 3-20 ნიშნულებს შორის მერყეობს;
- 15-18 წლის ასაკში ინსულინის ნორმა 5-15-ს შეადგენს;
- 18-30 წლის ასაკში ნორმა 5-20-მდე იზრდება;
- 30-40 წლის ადამიანებს ინსულინის მაჩვენებელი 5-25 ნიშნულებს შორის უნდა ჰქონდეს;
- 40-50 წლის ასაკში, ნორმა 7-35-ს აღწევს;
- 50-60 წლის ასაკში, ინსულინი 10-35-ს შორის უნდა იყოს მოქცეული.
- 60+ ასაკში ნორმა 12-36-ია.
60 წლის შემდეგ, ნორმის მაჩვენებელი არსებითად არ იცვლება.
ესეც დაპირებული ცხრილი.
მნიშვნელოვანია: ამ სტატიაში მოყვანილია საშუალოსტატისტიკური მაჩვენებლები, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, ნორმა შეიძლება განსხვავებული იყოს ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებების გამო, რომლებზეც აქ საუბარი არ ყოფილა. ეს ციფრები ადამიანთა დიდ ნაწილს სახელმძღვანელოდ გამოადგება, თუმცა, არა ყველას. ყურადღებით იყავით.