მარტივი რჩევა, როგორ გავწმინდოთ იატაკი მარილიანი წყლით სწორად

0
1111

რთულია იპოვოთ ადამიანი, ვისაც იატაკის წმენდა უხარია. ამ უსიამოვნო საქმეს ყველაზე ხშირად ქალები ასრულებენ.

რამდენიმე თვის წინ დედას ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ვესტუმრე და სწორედ იატაკის წმენდისას მივუსწარი. ნანახმა ძალიან დამაინტერესა, დედა საწმენდ წყალს მარილს უმატებდა. გავარკვიე, თუ ამას რისთვის აკეთებდა, და ახლა დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ასე თითოეული დიასახლისი უნდა მოიქცეს!

სახლის დალაგების პროცესში მარილის გამოყენება ნამდვილად უცნაურად და უჩვეულოდ ჟღერს, მაგრამ დედა იატაკის საწმენდად მარილიან წყალს უკვე 1 წელია იყენებს. ამისთვის ჩვეულებრივ მარილს იყენებს, ოღონდ გარკვეული რაოდენობით.

რა თქმა უნდა, პირველად ნანახმა ძალიან გამაოცა და უამრავი კითხვა დავუსვი. ახლა ზუსტად ვიცი, რომ ეს შემთხვევითი არაა და ქცევის გარკვეული მოტივიც არსებობს. Girl.ge–ს რედაქცია ამის შესახებ დეტალურად გიამბობთ.

აღმოჩნდა, რომ დედამ მარილიანი წყლის სარგებლის შესახებ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მეზობელი ექიმისგან გაიგო. მეზობელმა მარილის მნიშვნელობის შესახებ ყველასთვის ნაცნობი რთული დაავადების დროიდან უამბო.

ბოლო დროს დეზინფექციის საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ხოლო ქლორის შემცველი საშუალებები მავნე და საფრთხის შემცველია. სუნმაც კი შეიძლება ზიანი მოგაყენოთ.

სწორედ მაშინ, დედამ მარილის შესახებ გაიგო, რომელიც მიკრობებს და ბაქტერიებს ანადგურებს. თან მარილი უვნებელია და ალერგიას არ იწვევს. ბუნებრივია, უნდა იცოდეთ, თუ რამდენი მარილი დაამატოთ, როგორ გახსნათ ხსნარი, როგორ გამოიყენოთ და რა გაწმინდოთ მარილიანი წყლით.

იატაკის და ჭურჭლის რეცხვის დროს იმდენი ნატრიუმი უნდა დაამატოთ, რომ რეცხვისას ხელით იგრძნოთ. თუ არ გსურთ, უბრალოდ ხელთათმანი გაიკეთეთ!

მარილიანი წყლის უპირატესობის გაგების შემდეგ მისი გამოყენება მეც დავიწყე.

ამ რჩევის გამოყენებას თითოეულ დიასახლისს ვურჩევ, რადგან მარილიან წყალს უფრო უსაფრთხო შემადგენლობა აქვს, ვიდრე ნებისმიერ ქლორიან საშუალებას. ამასთან, მხოლოდ თეთრები დაგიჯდებათ.

თუ ბავშვები გყავთ, გირჩევთ, ჩემი მოქმედების მეთოდი დაუყონებლივ გამოცადოთ!