
მოდით, დღეს უგემრიელესი ფუნჩულები მოვამზადოთ. რეცეპტი იმდენად მარტივია, რომ ახლავე შეუდგებით მის მომზადებას. თანაც, მხოლოდ სამი ინგრედიენტი დაგჭირდებათ: ფქვილი, კეფირი და ზეთი. თანაფარდობასაც ახლავე დავწერთ.
მაშ ასე, Girl.ge-ის რედაქცია ფუნჩულებს ამზადებს.
ინგრედიენტები:
- 200 გ ფქვილი
- 300 გ კეფირი
მომზადება
1. აიღეთ და შეურიეთ ფქვილი და კეფირი. ეცადეთ, კენჭები არ გაჩნდეს.
2. ახლა აიღეთ საკონდიტრო ტომარა, რომელიც არც მე მქონდა. ამიტომ ავიღე რამდენიმე ჩვეულებრივი ცელოფანი.
თქვენც აიღეთ 2-3 პარკი და ერთმანეთში ჩადეთ. ისინი საკონდიტრო ტომარად იქცევიან. თუ ერთი გაიხევა, მეორე დაიცავს ცომს.
აი, ასეთი რამ გამოგივათ.
3. ახლა შეკარით ტომარა და მოჭერით დაბოლოება მაკრატლით. ამასობაში გააცხელეთ ქვაბში ზეთი (თუ ფრიტური გაქვთ, მთლად უკეთესი).
4. აქედან უკვე ყველაფერი მარტივია. ჩაყარეთ მცირე ზომის ფუნჩულები ზეთში. თითოეული ულუფა მაკრატლით მოჭერით. გაუგებარი, ალბათ, არაფერია. ესეც ფოტო.
შეწვით ოქროსფრამდე და ამოალაგეთ ხელსახოცზე, ზედმეტი ზეთი რომ მოაშოროთ. მე მცირე პარტიებად ვწვავდი.
რეალურად, უკვე ყველაფერი მზადაა, ახლა კი ფანტაზიის ჩართვის დროა. შეგიძლიათ, ფუნჩულებს ნეკერჩხლის სიროფი/მურაბა/შესქელებული რძე ან სხვა ტკბილეული მოასხათ ან რამეში ამოავლოთ. შიგნიდან ისინი ნეიტრალური გემოსი იქნება, ამიტომ ნებისმიერ რამესთან მიატანთ. მე უბრალოდ შაქრის პუდრა მოვაყარე და მთელი თეფში დაიცალა.
გემრიელად მიირთვით!