
კომპანია 2025 წლისთვის გეგმავს პირველადი პლასტმასის გამოყენება შეწყვიტოს, უფრო მრავალჯერადი, გადამუშავებული ან კომპოსტირებადი შეფუთვები გამოიყენოს და ყველა საწარმო ნახშირბად–ნეიტრალურ სისტემაზე გადაიყვანოს.
Garnier მდგრადი განვითარების პრინციპს უკვე მრავალი წელი ინარჩუნებს. ფორმულებში სულ უფრო მეტი ნატურალური ინგრედიენტი ჩნდება. ახლა უკვე ბრენდი დამატებით ნაბიჯებს დგამს, რომ სილამაზის ინდუსტრია და ჩვენი ცხოვრება შეცვალოს.
Garnier Green Beauty – მდგრადი განვითარებისკენ მიმართული კომპლექსური მიდგომაა. მისი მიზანია, ბრენდის გავლენა გარემოზე მინიმუმამდე შეამციროს ან სრულად გაანეიტრალოს შემდეგი მაჩვენებლებით:
- პლასტმასი და შეფუთვა: 2025 წლისთვის ბრენდი Garnier თავდაპირველი პლასტმასის შეფუთვის გამოყენებაზე სრულად უარს იტყვის. ის მრავალჯერადი, გადამუშავებული ან კომპოსტირებადი გახდება. ამრიგად, პლასტმასზე ეკონომია წელიწადში 37 000 ტონა იქნება.
- პროდუქტი და ფორმულა. 2020 წლისთვის გამოყენებული მცენარეული და განახლებადი ინგრედიენტი მიიღება მდგრადი წყაროებიდან, ხოლო 2025 წლისთვის ბრენდი ყველა პროდუქტის ეკოლოგიურ პროფილს გააუმჯობესებს.
- საწარმო და წარმოება. 2025 წლისთვის 100% წარმოება ნახშირბად–ნეიტრალურ სისტემაზე გადავა. დღეს საწარმოების მიერ ნახშირბადის გამონაბოლქვი უკვე 72%–ით შემცირდა.
- სოლიდარული შესყიდვები. 2025 წლისთვის ბრენდი მთელ მსოფლიოში 800 საზოგადოების უფლებებს და შესაძლებლობებს გააფართოებს.
„Green Beauty ბიზნესის მიმართ მიდგომაში რევოლუციას მოახდენს. პროექტი ჩვენი პარტნიორების, მკვლევარების და მყიდველების მონაწილეობით შეიქმნა, რომ ამბიციური, გლობალური მიზნების მიღწევა შევძლოთ. პირობას ვიძლევით, რომ პლანეტაზე გავლენას შევამცირებთ და მდგრადი განვითარებისთვის ინოვაციურ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. ამას დრო დასჭირდება, მაგრამ ინიციატივა Green Beauty გარდაქმნის Garnier–ს და, ვიმედოვნებთ, მთელ სილამაზის ინდუსტრიას“ – ამბობს ადრიენ კოსკასი, Garnier–ის გლობალური პრეზიდენტი.