
ჰიპერტონია სამედიცინო დიაგნოზია, რომლის დროსაც სისხლძარღვების კედლებზე წნევა ნორმას (120/80 მმ.ვრც.წყ.სვ. (ვერცხლის წყლის სვეტზე)) აჭარბებს და 130/90 ნიშნულს აღწევს.
ამ დროს სისხლძარღვების კედლები კარგავს ელასტიურობას, სიმკვრივეს. მათი დიამეტრი ხან ფართოვდება, ხან ვიწროვდება, რის გამოც ადამიანი თავს ცუდად, დისკომფორტულად გრძნობს.
ჰიპერტონიის დროს, ჩვენი გული იძულებულია, ძალიან ინტენსიურად შეიკუმშოს, სისხლი სისხლძარღვებში რომ გაატაროს. სისხლის მომატებული წნევა სხვა დაავადებებსაც იწვევს. გამოვა ერთგვარი ჯაჭვური რეაქცია. იზრდება ინსულტის, თირკმლებისა და სისხლძარღვების დაავადებების რისკი.
როგორც უკვე ვთქვით, ჩვენს ორგანიზმში უმიზეზოდ არაფერი ხდება. წნევაც კი არ აიწევს, თუ ამის მიზეზი არ აქვს. ამ გამომწვევი ფაქტორების (მიზეზების) უმეტესობას უბრალოდ უგულებელყოფთ. ახლა Girl.ge-ის რედაქცია წნევის აწევის 7 ყველაზე გავრცელებულ მიზეზს გაგაცნობთ. თქვენ თითოეულ მათგანს იცნობდით, თუმცა, ყურადღებას არ აქცევდით.
1. ჭარბი წონა
თანაც, ყოველ ორგანიზმს თავისი განსაზღვრული ჭარბი წონა აქვს. ვიღაცას უკვე 5 ზედმეტი კგ-თი უჭირს კიბეებზე ასვლა, ხოლო ვიღაც თავს მძიმედ მხოლოდ +30 კგ-ს დროს გრძნობს. ჭარბი კგ-ები უზარმაზარი დატვირთვაა ჩვენი გულისა და სისხლძარღვებისთვის.
2. რაციონში მარილის სიჭარბე
აქ იგულისხმება მარილიანი პროდუქტიც (ძეხვი, ყველი, თხილი, ჩიფსი, მწნილი, თევზის კონსერვები). მარილი ზრდის სისხლში წნევას და აუარესებს სისხლძარღვების კედლების მდგომარეობას.
3. ჰიპოდინამია
სისხლძარღვებში წნევა იზრდება, თუ ადამიანი ძალიან ცოტას მოძრაობს. თუ, მაგალითად, იგი მთელი დღე ოფისში ზის და, სახლში ტრანსპორტით მისვლის შემდეგ, დივანზე წვება. ადამიანი ისეთი არსებაა, რომელიც თავიდანვე დაპროგრამებულია მუდმივ მოძრაობაზე, გადარჩენაზე, და არა დივანზე წოლაზე.
4. მუდმივი სტრესი, დარდი, ნერვული დაძაბულობა
შუძლებელია ნორმალურად მომუშავე ნერვული სისტემის, გულისა და სისხლძარღვების ქონა, თუ თქვენ “ადგილს ვერ პოულობთ, ნერვიულობთ, დარდობთ.”
5. ცუდი კვება
კვების რაციონი გავლენას ახდენს შიდა ორგანოების, სისხლძარღვებისა და გულის მდგომარეობაზე. თუ ადამიანი ცხიმიანი, მარილიანი, შემწვარი, ტკბილი საკვებით იკვებება, მისი ორგანიზმი დაავადდება. თუ რაციონში ჩართავთ ბოსტნეულს, ხილს, ფაფებს, მოხარშულ ხორცს, თევზს, კვერცხს, რძის პროდუქტებს მინიმალური რაოდენობით შაქრითა და ნახშირწყლებით, გულ-სისხლძარღვთა სისტემა კარგად იმუშავებს.
6. ორგანიზმში არსებული პრობლემები
თუ ადამიანს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მუშაობის დარღვევები, ხერხემლის კისრის მონაკვეთში შევიწროებული სისხლძარღვები აქვს, თუ ადამიანი წელში ძალიანაა მოხრილი, დარღვეულია სხეულის მდგომარეობა, იწყება სისხლძარღვებში წნევის მატება.
7. ჰორმონალური პრობლემები
რომლებზეც გულ-სისხლძარღვთა სისტემა რეაგირებს. ჰორმონ ალდესტერონის, კორტიზოლის, ადრენალინის გამოტყორცნა აძლიერებს ოფლდენას, სისხლძარღვებში წნევას, იწყება გულისცემის გახშირება.