5 ნიშანი იმისა, რომ ღვიძლის პრობლემები გაქვთ: ყველაფერი სახეზე გვეტყობა

0
1115

Girl.ge-ის რედაქცია ამ სტატიაში გაგაცნობთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევის 5 სიმპტომს, რომლებიც სახეზე გვეტყობა, თუმცა, ყურადღებას არავინ აქცევს.

ექიმები გვეუბნებიან, რომ ღვიძლის დაავადებების დიაგნოსტირება რთულია. ამის გასაკეთებლად საჭიროა ღვიძლის სინჯის, ანალიზების, უბგ-ს გაკეთება. თუმცა, ექიმებიც კი თანხმდებიან, რომ არსებობს ამ ორგანოს დაავადების ვიზუალური ნიშნები, რომლებიც ჩვენს სახეზე აისახება.

ყურადღება! ამ სტატიას მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციული ხასიათი აქვს. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ნუ დაეყრდნობით ინტერნეტში მოცემულ რჩევებს.

  1. ღვიძლის შემოწმების ყველაზე მკვეთრი საბაბი სახის კანის გაყვითლებაა. ყვითელი ელფერი იმიტომ ჩნდება, რომ ღვიძლის უჯრედები შლას იწყებს და სისხლში ცილა ბილირუბინის ინტენსიური გამოტყორცნა მიმდინარეობს.
  2. კანი ძლიერ იქერცლება და ქავილს იწვევს. ეს იმიტომ ხდება, რომ საკვების მონელების დროს ღვიძლი ნაღველს გამოყოფს. ეს ნორმალურია, თუ ორგანო ჯანმრთელია. დაავადების, ორგანოს ფუნქციის დარღვევების შემთხვევაში, ნაღველი იწყებს ან თავად ორგანოში, ან საკვების მომნელებელ ტრაქტში დაგროვებას.აგრეთვე, შესაძლოა, ღვიძლმა შეწყვიტოს ნაღვლის გამოყოფა, ყველაფერი კი გარედან, ჩვენს კანზე აისახება, იწყება ქავილი, ძლიერი ქავილი, გაღიზიანება ნაღვლის მჟავის სიჭარბის გამო.
  3. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის კიდევ ერთი თვალსაჩინო ნიშანია სახესა და სხეულზე სისხლძარღვოვანი ვარსკვლავების გაჩენა. მათ “ობობებსაც” უწოდებენ. ეს ახალწარმონაქმნები ზომაში 1 მმ ან მეტი, მოწითალო ან შინდისფერია. თუ მათ დააჭერთ, თითქოს, გაქრებიან, თუმცა, მალევე ამოყოფენ თავს.
  4. კიდევ ერთი სიმპტმი – სახის კანის სიმშრალე. ეს ქოლესტაზზე მეტყველებს, როცა ღვიძლში ნაღველი კავდება და არ გაედინება. ამ მომენტში ორგანიზმში A ვიტამინის ნაკლებობა იწყება.
  5. ცხიმოვანი გრანულემას (ქსანტომის) გაჩენასაც ქოლესტაზი, ნაღვლის შეკავება იწვევს. ქსანტომები სახესა და სხეულზე გაჩენილი ვარდისფერი ან ყავისფერი ლაქებია.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ან დაავადებების მქონე ადამიანი, უმეტეს შემთხვევაში, გაფითრებულია. კანზე დიდი რაოდენობით ჩნდება პიგმენტური ლაქები. კანი ნაადრევად იფარება ნაოჭებით, რამდენადაც ელასტიურობას კარგავს. ამასთან, ტუჩის კუთხეებში ჩნდება ღრმულები, რომლებიც სველდება, იქერცლება და დისკომფორტს ქმნის.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ მსგავსი სიმპტომები შენიშნეთ სახეზე.