
დღეს Girl.ge-ის რედაქცია ისაუბრებს ისეთ მარტივ და ჩვეულ კერძზე, როგორიც მოთუშული კომბოსტოა. მე ძალიან მიყვარს ეს კერძი და მას საკმაოდ ხშირად ვამზადებ. ხოლო, მას შემდეგ, რაც მისი მომზადების მარტივი ხრიკები ვისწავლე, მოთუშული კომბოსტო ჩემი ქმრისა და შვილებისთვისაც საყვარელ კერძად იქცა (ადრე სულ წუწუნებდნენ, როცა ვეუბნებოდი, რა მოვამზადე). გამიხარდება, თუ ეს რეცეპტი თქვენც მოგეწონებათ.
სანამ მომზადებას დავიწყებდე დაფნის რამდენიმე ფოთოლს 100 მლ მდუღარე წყალს ვასხამ, დაფნის ნაყენს კი კომბოსტოს მოსათუშავად ვიყენებ. ეს საიდუმლო დაქალმა გამანდო და შედეგი ძალიან მომეწონა.
ინგრედიენტები:
- 1.5 კგ კომბოსტო;
- 250 გ ხახვი;
- 300 გ სტაფილო;
- 50 გ ტომატ-პასტა ან პომიდვრის სოუსი;
- მარილი, პილპილი, პაპრიკა გემოვნებით;
- 5 გ შაქარი;
- 3 დაფნის ფოთოლი;
- 100 მლ მდუღარე წყალი;
- 100 გ ზეთი.
მომზადება
1. კომბოსტოს მოხსენით ზედა დაზიანებული და ჭუჭყიანი ფოთლები, თავი შუაზე გაჭერით და დააქუცმაცეთ.
2. ხახვი წვრილად დაჭერით, მსხვილად დახეხეთ სტაფილო.
3. მოთუშეთ ხახვი ზეთში. როგორც კი გამჭვირვალე და რბილი გახდება, დაუმატეთ სტაფილო.
4. როგორც კი სტაფილოც შეიბრაწება, დაუმატეთ ტომატ-პასტა და შეწვით ყველაფერი ნარინჯისფერი მასის მიღებამდე. დაუმატეთ ნახევარი მარილი, პაპრიკა და შაქარი, მოურიეთ.
5. დაუმატეთ კომბოსტოს მასის ნახევარი, მოურიეთ და კიდევ ცოტა კომბოსტო ჩაყარეთ. თუშეთ თავდახურული ზომიერ ცეცხლზე 5 წუთით, მოურიეთ, ჩაყარეთ დანარჩენი კომბოსტო, 1/2 მარილი, ჩაასხით დაფნის ნაყენი და თუშეთ თავდახურული 30 წუთის განმავლობაში. ყოველ 3-4 წუთში მოურიეთ.
6. კომბოსტო ცალკეც ძალიან გემრიელია, მაგრამ, სურვილისამებრ, დაუმატეთ ხორცი, სოსისი ან ლობიო. ასევე, ასეთი კომბოსტო ღვეზელების შიგთავსადაც გამოდგება.
გემრიელად მიირთვით.