ექიმების აზრით რომელ მხარეს და პოზაში უნდა დაიძინონ ხანდაზმულებმა

0
859

რომელ პოზაში გძინავთ ყველაზე ხშირად? პირადად, მე ზურგზე ან გვერდზე წოლა მიყვარს. ოღონდ ჩნდება კითხვა, თუ რომელ მხარეს წოლა არის სასარგებლო ჯანმრთელობისთვის? Girl.ge–ს რედაქცია გიამბობთ, თუ რას ამბობენ ექიმები ამის შესახებ.

მნიშვნელოვანია! სტატია მხოლოდ გაცნობით ხასიათს ატარებს. სამედიცინო კონსულტანციას არ წარმოადგენს. უკუჩვენებები აქვს. ექიმთან კონსულტანცია აუცილებლად გაიარეთ.

ექიმებს რომ მოვუსმინოთ, მოხუცებისთვის საუკეთესო ძილის პოზა მარჯვენა გვერდზეა. ასეთ პოზაში ნერვული დაბოლოებები არ იჭიმება, გულსა და კუჭქვეშა ჯირკვალზე ზეწოლა არ ხდება. ასაკოვან ადამიანს კი გულ–სისხლძარღვთა სისტემის ასაკობრივი პრობლემები, კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება აწუხებს.

სწორედ ამიტომ, ოპტიმალურია მარჯვენა მხარეს დაიძინოთ. ასაკის მატებასთან ერთად ხანდაზმულებს გულის, სახსრების, წნევის, ფარისებრი ჯირკვლის ერთი და იგივე „დაავადებები“ აქვთ, ამიტომ სჯობს მარჯვენა მხარეს დაიძინონ.

ამასთან, მარცხენა მხარეს წოლა კუჭ–ნაწლავის ტრაქტის და მთლიანობაში საჭმლის მომნელებელი სისტემის გააქტიურებას გამოიწვევს.

ზურგზე წოლა საყრდენ–მამოძრავებელი აპარატისთვის სასარგებლოა. ამრიგად, კუნთები დუნდება, ნერვული დაბოლოებები არ იჭიმება.

პრაქტიკაში ისე ხდება, რომ არც ერთ ადამიანს მთელი ღამე ერთი და იმავე პოზაში არ ძინავს. ჩვენ მუდმივად ვტრიალებთ, ვბრუნდებით. ეს იმიტომ ხდება, რომ ნერვული სისტემა მუშაობს. ნერვული დაბოლოებები თითქოსდა იმ პოზის ბრძანებას იძლევა, რომელშიც ორგანიზმი თავს კომფორტულად გრძნობს, რომელიც მოდუნების და დასვენების საშუალებას აძლევს.

სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია მარჯვენა მხარეს დაიძინოთ. შემდეგ კი, ორგანიზმი თავად გადაწყვეტს, მისთვის როგორ არის მოსახერხებელი.