მოახლოებული ინსულტის 6 ადრეული ნიშანი

0
726

დღეს Girl.ge–ს რედაქცია გიამბობთ იმ ადრეულ სიმპტომებზე, რომლებიც ინსულტის მოახლოებაზე სიგნალს გაძლევთ. ჩვენი ორგანიზმი ძალიან ჭკვიანი სისტემაა. ერთგვარი კომპიუტერია, რომელიც რაიმე დაზიანებაზე წინასწარ გაფრთხილებთ. ორგანიზმი უბრალოდ განსხვავებულად მუშაობას იწყებს, პროგრამა გაუმართავი ხდება. მთავარია, ეს ნიშნები დროულად ამოიცნოთ.

მნიშვნელოვანია! სტატია მხოლოდ გაცნობით ხასიათს ატარებს. სამედიცინო კონსულტანციას არ წარმოადგენს. უკუჩვენებები აქვს. ექიმთან კონსულტანცია აუცილებლად გაიარეთ.

ინსულტი თითქმის ჩვენი ტვინის გათიშვაა. სანამ სისხლი ტვინის გარკვეულ უბანში მიწოდებას მთლიანად შეწყვეტს, რის შედეგადაც უჯრედები ჟანგბადის გარეშე რჩება, პატარა უჯრედები, ტვინის პატარა ნაწილები „იტანჯება“.

ტვინის უჯრედების კვდომა მის მიერ კონტროლირებადი სხეულის ნაწილის თუ სისტემის კონტროლის შეწყვეტას იწვევს. მაგალითად, ადამიანს მარჯვენა ან მარცხენა ხელი (ფეხი) უშეშდება, შეიძლება მეტყველება, მიმიკა დაზიანდეს. გულის მოქმედებაზეც გავლენას ახდენს.

რატომ არ ხვდება სისხლის საჭირო მოცულობა ტვინის უჯრედებში? რადგან სისხლძარღვები ელასტიურობას კარგავს და მტვრევადი ხდება. მასში ქოლესტერინის ფოლაქები გროვდება, რომლებიც სისხლის მიმოქცევას ართულებენ. ეს ცუდი კვების, ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის, ეკოლოგიის შედეგია. თუმცა, სინამდვილეში უფრო მეტი ფაქტორი არსებობს.

ინსულტის ნაადრევ სიმპტომებზე საუბრობს:

  1. მხედველობის გაუარესება;
  2. თავის ტკივილი;
  3. სხეულის მართვის სირთულე. თითქოსდა ხელები და ფეხები არ გიჯერებთ. მაგალითად, ერთდროულად ორივე ხელის ან ცალ–ცალკე მარჯვენა და მარცხენა ხელის აწევა გიჭირთ. ან გადაადგილების პრობლემა გაქვთ;
  4. წნევა მკვეთრად იცვლება;
  5. მეტყველება გაურკვეველია, მოსალოდნელია ენის დაბუჟება. აზრების გამოხატვა გიჭირთ;
  6. სიარულის დროს ბარბაცობთ, რაც ნიშნავს, რომ ტვინს კოორდინაციის გაკონტროლება უჭირს;

რა არის სახიფათო? ის, რომ ეს სიმპტომები ხდება და გადადის. ადამიანს ჰგონია, რომ ყველაფერი დროებითი იყო. თითქოსდა, თავისით გაივლის, მაგრამ ასე არაა.

თუ ორგანიზმი გაუმართაობაზე ნიშანს გაძლევთ, ექიმთან უნდა მიხვიდეთ. ტკივილის ატანა და ფიქრი, რომ თავისით გაივლის, არ შეიძლება.

თუ ექიმს დროულად მიმართავთ, სერიოზულ შედეგებს, როგორიცაა ინსულტი, თავიდან აიცილებთ.