
მაღალი არტერიული წნევა ორგანიზმისთვის სახიფათოა. მაღალი წნევა ჰემორაგიული ინსულტის რისკს ზრდის. თუმცა არ იფიქროთ, რომ არტერიული წნევის ყოველი ზრდა ინსულტის რისკს შეიცავს. Girl.ge–ს რედაქცია გთავაზობთ გაცნობით–ინფორმაციულ სტატიას, თუ როდის იწვევს მაღალი წნევა ინსულტს.
მნიშვნელოვანია! სტატია მხოლოდ გაცნობით ხასიათს ატარებს, ეს სამედიცინო კონსულტანციას ვერ ჩაანაცვლებს. უკუჩვენებები აქვს. ექიმს აუცილებლად მიმართეთ!
მაღალმა წნევამ საწყის ეტაპზე შეიძლება მიკროინსულტი გამოიწვიოს, როცა წნევა 10-დან 50–მდე ხტება (იმის მიხედვით, თუ როგორი წნევა გაქვთ მუდმივად). მიკროინსულტის დროს აღინიშნება თავის ტკივილი, კოორდინაციის დარღვევა, მხედველობის პრობლემები (ბუნდოვნად ხედავთ).
ჰემორაგიული ინსულტის დროს ადამიანს ცხვირიდან სისხლი სდის. სისხლძარღვები იმდენად სუსტდება და წყდება, რომ მაღალი წნევის დატვირთვას ვერ უძლებს.
ჯანმრთელ ადამიანსაც (მათ, ვინც თვლის, რომ ჯანმრთელია) შეიძლება ინსულტი დაემართოს. აქ, საქმე არა მაღალ წნევაში, არამედ იმაშია, თუ რამდენი ერთეულით გაიზარდა წნევა. ანუ, ნორმალურ წნევასა და კრიტიკულ მდგომარეობას შორის სხვაობა 50–მდე ერთეულს შეადგენს.
ნორმალურ წნევად 120/80 მმ. ვწყ.სვ. ითვლება. 140/90 მმ. ვწყ.სვ. მაჩვენებლის დროს არტერიული ჰიპერტენზია ვითარდება, ხოლო დიაგნოზი „ინსულტი“ 200/100 მმ. ვწყ.სვ. წნევაზე ფიქსირდება.
ინსულტის შემდეგ ადამიანს მაღალი წნევა რჩება. ასე ორგანიზმი ცდილობს თავის ტვინი წნევის რყევისგან, სისხლძარღვებში სისხლის სხვაობისგან დაიცვას.
წნევა, როცა ადამიანს ინსულტი ემართება, თქვენი ნორმალური მაჩვენებლისგან 50–მდე ერთეულით განსხვავდება. მაგალითად, თუ ადამიანს სტაბილურად 130/90 მმ. ვწყ.სვ. წნევა აქვს, თავის ტვინის სისხლძარღვებისთვის კრიტიკულად 180/100 და მეტი მმ. ვწყ.სვ. წნევა მიიჩნევა.