პირველი სიმპტომები, რომ ფარისებრი ჯირკვლები გამართულად არ მუშაობს

0
829

ფარისებრი ჯირკვლების დაავადებები ხშირად გვხვდება. ამ ორგანოს „პეპელას“ ან ჩვენი ჰორმონების ორკესტრის დირიჟორს უწოდებენ. სწორედ ფარისებრი ჯირკვლები არეგულირებენ ნივთიერებათა ცვლას, პასუხს აგებენ ორგანიზმში ქსოვილების ზრდასა და ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობაზე. ჯანმრთელი ფარისებრი ჯირკვლები ჯანსაღ ფსიქიკას ნიშნავს, ჩვენ უფრო მოხდენილი, ენერგიით, სიცოცხლით და ჯანმრთელობით სავსე ვართ. თუ ფარისებრი ჯირკვლები სათანადოდ არ მუშაობს, მთელი ორგანიზმი არაჯანსაღი ხდება.

მნიშვნელოვანია! მოცემული სტატია მხოლოდ გაცნობით ხასიათს ატარებს. სამედიცინო კონსულტანციას არ წარმოადგენს. უკუჩვენებები აქვს. ექიმს აუცილებლად მიმართეთ, თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ჩივილები გაწუხებთ.

ფარისებრი ჯირკვლები ორგანიზმში ნახშირწყლების, ცილების და ცხიმების ცვლის პროცესებს არეგულირებენ. ფარისებრი ჯირკვლების დაავადებებისას ქალებს დაორსულება უჭირთ, ფარისებრი ჯირკვლების ჰორმონების გაკონტროლება აუცილებელია.

„პეპლის“ ჯანმრთელობის რეგულირება ჰორმონების დონის შემოწმებით და ექოსკოპიით ხდება.

ექიმები ფარისებრი ჯირკვლების ფუნქციების დაშლის მიზეზად ყველაზე ხშირად იოდის დეფიციტს ასახელებენ. თითქმის ყველა იოდდეფიციტურ რეგიონებში ვცხოვრობთ. ჩვენს საკვებში ეს მიკროელემენტი ძალიან მცირე რაოდენობით შედის.

Girl.ge–ს რედაქციამ შეაგროვა სიმპტომები, რომელთა დახმარებით არაჯანსაღი ფარისებრი ჯირკვლების გამოვლენა შეიძლება:

  • დაბალი წნევა, ადამიანი შეიძლება კანკალებდეს, მუდმივად სიცივეს გრძნობდეს (ჰიპოთირეოზი);
  • მაღალი წნევა, ოფლიანობა, სიცხის შეგრძნება (ჰიპერთირეოზი);
  • ღამის ძილის დარღვევა;
  • დეპრესია, ცუდი განწყობა;
  • ჰაერის ძნელად ჩასუნთქვა, თითქოსდა რაღაც გახრჩობთ;
  • ცუდი მადა;
  • კანზე გამონაყარი;
  • სხეულის მასის დეფიციტი;
  • კუჭ–ნაწლავის ტრაქტის პრობლემები;
  • კანის სიმშრალე, განსაკუთრებით აშრობს პირის ღრუს, მუდმივად დატენიანება გსურთ.

ჰიპერთირეოზის დროს ფარისებრი ჯირკვლები ზომაში იზრდება.

ფარისებრი ჯირკვლების პრობლემების ერთ–ერთი პირველი სიმპტომია თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევა, სახის კანის სიმშრალე და სხეულზე გამონაყარი. შეიძლება კუჭის, კუნთების და სახსრების ტკივილი, ზოგადი სისუსტე და ძალების დაკარგვა გაწუხებდეთ. ეს ძალიან ტიპიური სიმპტომებია, ამიტომ მათ ყურადღებას არავინ აქცევს. თითქოსდა, თმის ცვენა და სისუსტე ხშირი მოვლენაა და ძილის პრობლემები ყოველ მეორეს აქვს. ზემოთ მოცემულ ნიშნებს ყურადღებას არავინ აქვს. სწორედ ამიტომ, ენდოკრინოლოგს მხოლოდ მაშინ მიმართავენ, როცა დაავადება უკვე პროგრესირებს და სერიოზულ მკურნალობას მოითხოვს.

მოკლედ, რომ შევაჯამოთ, პირველი სიგნალები, რომ დროა ექიმს მიმართოთ და ფარისებრი ჯირკვლები გამოიკვლიოთ, არის: დაღლილობა, ძილიანობა ან, პირიქით, მუდმივი უძილობა, ძალების დაკარგვა, სხეულის მასის დაკარგვა ან მკვეთრი მატება, თმის ცვენა, მშრალი კანი, კუჭის ტკივილი, ყელში ბურთის გაჩხერა. როცა ყველა ეს სიმპტომი გაწუხებთ, ფარისებრი ჯირკვლები აუცილებლად უნდა შეამოწმოთ.