
იცით თუ არა, რომ არსებობს კვების პროდუქტები, რომლებიც თავის ტკივილს იწვევენ? მე არ ვიცოდი, სანამ არ შევამჩნიე, რომ გარკვეული პროდუქტების ჭამის შემდეგ თავის ტკივილი მეწყებოდა. Girl.ge–ს რედაქციამ ეს საკითხი უფრო დეტალურად შეისწავლა.
მნიშვნელოვანია! სტატიაში მოცემული ინფორმაცია გაცნობით ხასიათს ატარებს. უკუჩვენებები აქვს. ექიმთან კონსულტანცია აუცილებლად გაიარეთ.
1. მარილიანი პროდუქტები
თუ ბევრ მარილიან საკვებს მიირთმევთ, ეს ორგანიზმში სითხის შეკავებას გამოიწვევს. შედეგად, არტერიული წნევა გაიზრდება. ნებისმიერი ზედმეტად მარილიანი პროდუქტი ქიმიურ ნაერთებს შეიცავს, რომლებსაც სულფიტებს უწოდებენ. ისინი სისხლძარღვების გაფართოებას, შედეგად თავის ტკივილს იწვევენ.
2. ხმელი ყველი
ხმელი ყველი ძალიან მიყვარს, ეს ჩემი სისუსტეა. დილით ყველის ნაჭერი პურთან და კარაქთან ერთად და ფინჯანი ყავა ნამდვილი გასტრონომიული სიამოვნებაა.
ხმელი ყველი შეიცავს ტირამინს – ქიმიური ნაერთი უსიამოვნოა იმით, რომ სისხლძარღვებს ჯერ მკვეთრად კუმშავს, შემდეგ აფართოებს. ეს გავიგე მას შემდეგ, რაც დილით საყვარელი სენდვიჩის ჭამის შემდეგ თავი ძალიან მტკიოდა.
3. ცივი საკვები და სასმელი, ასევე სასმელი ყინულებით
არ ვიცოდი, რომ ძალიან ცივი პროდუქტების მიღება სისხლძარღვების მკვეთრ შეკუმშვას იწვევს. ეს უკვე ძლიერ თავის ტკივილს იწვევს.
4. ყავა
ჩემი საყვარელი ყავაც თავის ტკივილს, შაკიკსაც იწვევს. დღეში მაქსიმუმ 2-3 ფინჯანი ყავა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. ამ დოზის გადაჭარბებისას ადამიანი ნერვიულობას იწყებს, თავის ტკივილი, შაკიკი აწუხებს. სისხლძარღვები ვიწროვდება.
5. ტკბილეული, საკონდიტრო ნაწარმი
თუ საკონდიტრო ნაწარმის მოყვარული ხართ, იცოდეთ, მასში კუმარინი შედის. ფქვილსა და გამაფხვიერებელში შემავალი კუმარინი თავის ტკივილს იწვევს. ნებისმიერი ტკბილეული შაქრის ან ინსულინის სწრაფ ზრდას იწვევს. ეს მეორე ფაქტორია, რომელიც თავის ტკივილს იწვევს.
მოკლედ, როცა რაციონში ყავის, ტკბილეულის, ხმელი ყველის, მარილიანი პროდუქტების რაოდენობა შევამცირე, ჩემი განწყობა გაუმჯობესდა. თავის ტკივილი გაქრა. უკვე რამდენიმე თვეში თავის ტკივილი საერთოდ აღარ მაწუხებდა.