
ტუჩსაცხის არჩევა ბევრი ჩვენგანისთვის ნამდვილი განსაცდელია: მაღაზიაში ათობით საცდელი პროდუქტის გამოცდის შემთხვევაშიც კი ვერ ვპოულობთ ხოლმე შესაფერის ფერს. თუმცა, არსებობს სხვა საშუალებაც – იმ ვარსკვლავების გარეგნობისა და ფერთა ტიპების შესწავლა, რომლებსაც ტუჩსაცხს საუკეთესო ვიზაჟისტები ურჩევენ, და მათი მიბაძვა.
1. თუ “ზამთრის” ტიპი ხართ
- თვალები: ღია ყავისფერი, მუქი ყავისფერი, მუქი თხილისფერი, ცისფერი, მოლურჯო-მომწვანო;
- თმა: ყავისფერი, წაბლისფერი, შავი, ყველა მუქი ელფერილ
- კანი – კრემისფერი, ზეთისხილისფერი, მუქი.
თქვენი ტუჩსაცხი
კანის ტონის მიხედვით, თქვენ თითქმის ყველა ტუჩსაცხი მოგიხდებათ. თუ ღია ფერის კანი გაქვთ, ცივი ქვეტონით, მოგიხდებათ ნებისმიერი ვარდისფერი, მათ შორის, იასამნისფერში გადასულიც. ზეთისხილისფერი კანის მქონე გოგონებზე ლამაზად გამოიყურება თბილი წითელი, თითქმის ნარინჯისფერი ან კრემისფერი, ყავისფერი ტონების ნუდი ტუჩსაცხები, როგორც პენელოპა კრუზს.
2. “გაზაფხულის” ტიპი
- თმა: თბილი ფერის – მოყვითალო ქერა, ღია ყავისფერი, მუქი ქერა, თია წაბლისფერი;
- თვალები: მწვანე, ცისფერი, ნაცრისფერ-მწვანე;
- კანის ფერი: ღია კანი, მოყვითალო ქვეტონით.
თქვენი ტუჩსაცხი
თქვენ ყველაზე მეტად გიხდებათ თბილი ფერები! ძალიან ლამაზად გექნებათ ბუნებრივი თბილი ელფერები – ტუჩებზე რამდენიმე ტონით მუქი. აგრეთვე, თქვენი ვარიანტია კრემისფერი ტუჩსაცხები ნარინჯისფერი ქვეტონით, როგორც ლილი-როუზ დეპსა და ჯიჯი ჰადიდს. თუ სიმკვეთრე გსურთ, აირჩიეთ სტაფილოსფერი ტუჩსაცხი, წითელი, ჟღალი ელფერით – თქვენი საუკეთესო არჩევანია.
3. თუ “ზაფხულის” ტიპი ხართ
- თმა: ღია, ცივი აქცენტით, ყავისფერი ან ფერფლისფერი ქერა;
- თვალები: ციფერი, ნაცრისფერი, ნაცრისფერ-მწვანე, ღია ყავისფერი;
- კანის ფერი: ღია, მოვარდისფრო ქვეტონით.
თქვენი ტუჩსაცხი:
გიხდებათ ტუჩსაცხის ყველა ცივი ფერი. თუ დღის მაკიაჟისთვის ღია ფერს ეძებთ, აირჩიეთ ცივი ვარდისფერი, როგორიც დიანა კრუგერს უსვია. თუ საუბარი საღამოს მაკიაჟზეა, აირჩიეთ ღვინისფერი, ქლიავისფერი, ალისფერი, წითლის ცივი ვარიანტი.
4. “შემოდგომის” ტიპი
- თმა: ჟღალი, წაბლისფერი;
- თვალები – მწვანე, ღია ყავისფერი, ნაცრისფერი;
- კანის ფერი: ძალიან ღია, ხშირად, ჭორფლიანი.
თქვენი ტუჩსაცხი:
უზომოდ გიხდებათ მუქი ღვინისფერი ფერები – შეგიძლიათ, ყველაზე მუქი გამოსცადოთ! თუ წითელ ტუჩსაცხს აიღებთ, აირჩიეთ ცივი ტონი, როგორც ჯესიკა ჩესტეინმა. ნუდი ტუჩსაცხი სიფრთხილით აირჩიეთ: კრემისფერი, დიდი ალბათობით, არ მოგიხდებათ, ვარდისფერი კი, ტუჩების ფერში, იდეალური იქნება. სხვათა შორის, მხოლოდ შემოდგომის ტიპის გოგონას შეუძლია, უპრობლემოდ წაისვას მკვეთრი ვარდისფერი ან ფუქსიისფერი ტუჩსაცხიც კი.
თქვენ რომელ ტიპს მიეკუთვნებით?