როგორ მოვიშოროთ შავი წერტილები კანიდან: 10 რჩევა

0
966

შავი წერტილები თანამედროვე ქალის მნიშვნელოვანი პრობლემაა. მათი ერთჯერადი მოშორება მხოლოდ მოკლევადიან შედეგს გვაძლევს და ყოველ ჯერზე სულ უფრო მეტად გვიშლის ნერვებს. სწორედ ამიტომ, Girl.ge-მ თქვენთვის შეაგროვა 10 რჩევა ამ პრობლემის დასაძლევად.

1. დაივიწყეთ სახლის პირობებში მექანიკური წმენდის შესახებ. შავი წერტილების გამოდევნით, თქვენ მხოლოდ აზიანებთ და წელავთ ნასვრეტებს. ბოლოს, ისინი უფრო და უფრო მეტად ჭუჭყიანდება. კოსმეტოლოგები კი ამ მეთოდიკას ულტრაბგერით წმენდას არჩევენ. მის შემდეგ, სახე გამოიყურება ისე, თითქოს ფუტკრების ამალამ დაკბინა. გაიმეორეთ ეს პროცედურა 2-3 თვეში ერთხელ და შავ წერტილებს სამუდამოდ დაივიწყებთ.

2. თუ მაინც ეძებთ პასუხს კითხვაზე, თუ როგორ მოიშოროთ შავი წერტილები სახლის პირობებში, თქვენი პირველი მოკავშირე იქნება ნიღაბი თეთრი თიხით. ამ ბუნებრივი აბსორბენტის შემცველი საშუალება აშორებს კანის ჭარბ ქონს, ავიწროვებს ნასვრეტებს, ახმობს მიკროანთებებს, აგლუვებს, აახლებს კანს, გამოაქვს ტოქსინები. მთავარი კომპონენტის გარდა, გამწმენდი ნიღბები, ჩვეულებრივ, შეიცავს თუთიას, ქონის ჯირკვლების მუშაობის დასარეგულირებლად, და მცენარეულ ექსტრაქტებს (ალოე ვერა, რევანდი, როზმარინი და სხვ), რომლებიც უზრუნველყოფს ანტიბაქტერიულ მოქმედებებს და ხსნის გაღიზიანებას. ხშირად, ნიღბების ფორმულას ავსებენ დამამშვიდებელი და დამატენიანებელი კომპონენტებით (მცენარეული გლიცერინი, შვრიისა და წყალმცენარეების ექსტრაქტი, პრო-ვიტამინი B5).

3. თუ კომბინირებული კანი გაქვთ, ალბათ, ეძებთ საშუალებას შავი წერტილების მოსაშორებლად, ცხვირსა და ნიკაპზე. პრობლემა მარტივად გადაიჭრება – წაისვით თეთრი თიხის ნიღაბი სქელ ფენად მხოლოდ პრობლემურ ზონებში! თუმცა, აუცილებლად მოერიდეთ თვალებისა და ტუჩების გარშემო ზონას (ეს ნაწილები მიდრეკილია სიმშრალისკენ, ქონის ჯირკვლების არქონის გამო).

4. კანის უსწორმასწორობებისა და ჩახერგილი ფორების პრობლემას გადაჭრის უახლესი მოწყობილობებიც. Clarisonic-ისა და Philips-ის აპარატები, ყოველდღიური გამოყენების შემთხვევაში, კოსმეტოლოგზე უკეთ უმკლავდება უსიამოვნებებს. მათი გამოყენების შემდეგ, ნასვრეტები მნიშვნელოვნად ვიწროვდება, კანი კი არ იკაწრება, ჯაგრისების მიკრორხევების წყალობით. უკვე ორ კვირაში, შავი წერტილების საკითხი აღარ იქნება შემაწუხებელი.

5. ხოლო მათთვის, ვინც მიჩვეულია მხოლოდ საკუთარი ხელების ნდობას, კანის სიგლუვეს უზრუნველყოს ამქერცლავ ნაწილაკების შემცველი გელები, ყოველდღიური გამოყენებისთვის განკუთვნილი ბალზამები, ქაფები და სხვა საშუალებები. მათი ასორტიმენტი ახლა დაუჯერებლად დიდია. აირჩიეთ თქვენი კანისთვის ყველაზე შესაფერისი საშუალება არომატის, ტექსტურისა და ბიუჯეტის მიხედვით. მთავარია, არ დაგავიწყდეთ დილა-საღამოს გამოყენება, შემდეგ კი კანის დატენიანება.

6. ფორების ჩახერგვა თავიდან რომ აიცილოთ, მკვრივი ტონალური საშუალებებისა და პუდრების ნაცვლად, გამოიყენეთ თანამედროვე მსუბუქი პროდუქტები, BB და СС კრემები. წყლის საფუძვლის წყალობით, ისინი არ ხერგავს კანის ნასვრეტებს და არ იწვევს ანთებას, ამიტომ შეეფერბა ცხიმიანი, პრობლემური და კომბინირებული კანის მქონე ადამიანს. ამ საფუძველს პუდრის დატანებაც არ სჭირდება: კანი ისედაც თანაბარი, მატე და, რაც მთავარია, ბუნებრივთან მიახლოვებული იქნება.

7. გადახედეთ ცხოვრების წესსაც. თუ გაწუხებთ შავი წერტილების პრობლემა, პირველ რიგში, მოეშვით ცხიმიანი საკვების, სწრაფი კვების, ტკბილეულის, ალკოჰოლისა და მსგავსი პროდუქტის მოხმარებას. ისინი მხოლოდ აუარესებს კანის მდგომარეობას, იწვევს კანის ჭარბი ქონის გამოყოფას. და, პირიქით, საკვებად უჯრედისით, ცილით, A და E ვიტამინებით მდიდარი პროდუქტის მოხმარება აუმჯობესებს საკვების მონელებას, ესე იგი, კანი უფრო ჯანმრთელი ხდება. დაფიქრდით დეტოქს-დიეტაზეც.

8. მსახიობმა სკარლეტ იოჰანსონმა იცის, როგორ მოიშოროს შავი წერტილები სახიდან, ხელთ არსებული საშუალებების გამოყენებით: “დიდი ხანია, აღარ ვყიდულობ ტონიკებს: ისინი უამრავ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს, რომლებიც აღიზიანებს ჩემს მგრძნობიარე კანს. ლამაზი ტუბები ჩავანაცვლე ვაშლის ძმრის ბოთლით. იგი არეგულირებს კანის მჟავა-ტუტოვან ბალანსს და აშორებს მკვდარ უჯრედებს.”

9. შავი წერტილების საგანგებო მოშორებაში დაგეხმარებათ სპეციალური პატჩებიც, რომლებიც აფთიაქში იყიდება. სპეციალური საფენი უნდა დაიწებოთ პრობლემურ ზონაზე და მოიშოროთ შავი წერტილებიანად. მარტივად, სწრაფად, ეფექტურად და იაფად. თუმცა, პრობლემის ძირფესვიანად გადაჭრას ასეთი საშუალება ნამდვილად ვერ შეძლებს.

10. ასაკთან ერთად, კანი კარგავს სიმკვრივეს და იწყებს ჩამოწელვას. შესაბამისად, იწელება კანის ნასვრეტებიც: დიდი, ოვალური ფორმის მიღების შემდეგ, ფორები არამხოლოდ ვიზუალურად გვაბერებს, არამედ გვაკარგვინებს სითხესაც, რის გამოც კანი ფერმკრთალდება. ასეთი ეფექტის თავიდან ასაცილებლად, გამოიყენეთ ანტიასაკობრივი ლიფტინგ-საშუალებები, რომლებიც ავიწროებს ფორებს და გამოკვეთს სახის კონტურებს.

თქვენ როგორ ებრძვით ამ პრობლემას?

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ