11 ნივთი სახლში, რომლის გარეშეც ნებისმიერი ქალი თავს უკეთ იგრძნობს

0
900
photo credit: Pexels, Unsplash

ჩვენ ნივთებით გარშემორტყმული ვართ: ზოგიერთი ყოველდღიურ ცხოვრებას გვიმარტივებს, ზოგიც მხოლოდ ძალას და ენერგიას გვართმევს. მგონი მეორე კატეგორიას ადამიანის ცხოვრებაში ადგილი არ აქვს. ალბათ, ნებისმიერი ქალის სახლში იპოვით ნივთებს, რომლებსაც დროა დავემშვიდობოთ.

Girl.ge-ს რედაქციამ გაარკვია, თუ რომელი ნივთები აქვთ თითქმის ყველა ქალს სახლში, მაგრამ ეს სიხარულს არ ანიჭებთ.

1. მოუხერხებელი ფეხსაცმელი

photo credit: Pixabay

ნებისმიერი ქალის გარდერობში იპოვით რამდენიმე ლამაზ ფეხსაცმელს ან ბოტასს, რომლებიც ფეხს ხეხავენ და კოჟრებს აჩენენ. თუ ამ ნაკლოვანებას სპეციალური ღაბაში ან ფირფიტები ვერ უმკლავდება, სჯობს ფეხსაცმელს დაემშვიდობოთ.

2. მავთულის საკიდები

photo credit: Pexels

ასეთ საკიდებს ხშირად ქიმწმენდაში იძლევიან ან პირდაპირ ტანსაცმელთან ერთად იყიდება. ამით ცდუნება გვიჩნდება, რომ სახლში დავტოვოთ. ამის გაკეთება არ იჩქაროთ, რადგან თხელ ლითონზე ტანსაცმლის დიდხანს გაჩერებამ შეიძლება ნებისმიერი ნივთის სერიოზული დაზიანება გამოიწვიოს.

კარგი საკიდი ადამიანის მხრის ფორმის იმიტაციას უნდა ქმნიდეს. ძალიან ვიწრო მავთულის საკიდი ტანსაცმელს წელავს. ასეთი საკიდები არ გადაყაროთ, უბრალოდ ქსოვილით დაფარეთ და სისქე შემატეთ.

3. იაფი თეთრეული

photo credit: Pexels

იაფი პოლიესტერის თეთრეული ისე არ იკუჭება, როგორც ნატურალური ქსოვილის თეთრეული, მაგრამ არსებითი ნაკლი აქვს: ბალიშისპირები და ლეიბის პირები არ სუნთქავს და თერმოცვლას აფერხებს. ასეთ თეთრეულში ცხელა, განსაკუთრებულ თბილ ამინდში.

გარდა ამისა, ზოგიერთი თეთრეული ქაღალდივით ძალიან თხელი და უხეშია. ამ შემთხვევაში ჯანსაღ და სრულყოფილ ძილზე მხოლოდ იოცნებებთ.

4. ტანსაცმელი, რომელიც დიეტას შთაგვაგონებს

photo credit: Unsplash,Depositphotos

ბევრს აქვს გარდერობში პირობითი „გამოსაშვები კაბა“ ან ჯინსი, რომლებიც წელზე აღარ წვდებათ. ინახავენ იმის იმედით, რომ ორშაბათიდან ვარჯიშს დაიწყებენ და რამდენიმე თვეში ნებისმიერი ტანსაცმლით თავის მოწონებას შეძლებენ.

ისე ხდება, რომ X დღე არასდროს დგება, ტანსაცმელი კი მკვდარი ტვირთივით ადგილს იკავებს, ზოგჯერ რამდენიმე თვე ან წელი. ამასთან ცვლილებების მოტივაციას არ იძლევა, უფრო, პირიქით, გადადებულ სურვილებს გვახსენებს.

5. ძველი კოსმეტიკა

photo credit: Depositphotos

თუ თქვენი კოსმეტიკური ჩანთა კოსმეტიკური საშუალებებით სავსეა, გადაამოწმეთ, ვადაგასული პროდუქტები ხომ არ გაქვთ. დროთა განმავლობაში კოსმეტიკა ფუჭდება, მასზე ბაქტერიები მრავლდება, რამაც კანის პრობლემები და ინფექციები შეიძლება გამოიწვიოს. ამის თავიდან ასაცილებლად, რევიზია ჩაატარეთ: შეამოწმეთ, კოსმეტიკურმა საშუალებამ ფერი, ფორმა ან სუნი ხომ არ შეიცვალა.

კოსმეტიკური საშუალებები სიცოცხლის გასახანგრძლივებლად მზის სხივებს და ნესტიან ოთახებს მოარიდეთ (სააბაზანო კარგი ვარიანტი არაა). იდეალური ადგილი – მაცივარი, რადგან დაბალი ტემპერატურა შენახვის ვადას ზრდის. დეკორატიული კოსმეტიკის და კრემების შესანახად სპეციალური მინიმაცივარიც არსებობს.

6. გაყვითლებული ბალიშები

photo credit: Depositphotos

ბალიში ერთ–ერთი მნიშვნელოვანია ნივთია. სწორედ ბალიშით იწყება ადამიანის დღე და მასთან ერთად სრულდება. მასზე დამოკიდებულია, ადამიანი ტკბილ სიზმრებს ნახავს თუ დისკომფორტს იგრძნობს. ბალიშის გამოყენების ვადა ადრე თუ გვიან სრულდება – მასში სოკოს ფორები და ობი გროვდება.

მარტივი ტესტით გაიგებთ, დროა თუ არა, რომ ერთგულ „მეგობარს“ დაემშვიდობოთ – შუაზე გაკეცეთ. თუ ფორმას ვერ უბრუნდება, დროა „ნახვამდის“ უთხრათ. ბალიშების სიცოცხლის გასახანგრძლივებლად ბალიშისპირები რეგულარულად გარეცხეთ, სპეციალური ჩასადები გამოიყენეთ, რომელიც ბალიშს ოფლისგან დაიცავს. ბალიშები ინსტრუქციის მიხედვით გარეცხეთ, შუალედებში ქიმწმენდაში წაიღეთ.

7. არასასურველი საჩუქრები

photo credit: Depositphotos

ხშირად დილემის წინაშე ვდგავართ: რა მოვუხერხოთ ნივთებს, რომლებიც არ მოგვწონს, მაგრამ გადაყრა გვენანება? სახლში მათი შენახვა კარგი იდეა არაა, ბინა ხომ რეზინაა და თან არავის მოსწონს ისეთი ნივთებით გარშემორტყმულმა იცხოვროს, რომლებიც არ ახარებს და გაღიზიანებას იწვევს.

ასეთმა საჩუქარმა თავისი ფუნქცია შეასრულა: რომ ვიღაცისთვის უმნიშვნელო არაა, ხოლო მფლობელის საქმეა, რას მოუხერხებს. შეგიძლიათ ყიდვა–გაყიდვების გვერდებზე გაყიდოთ ან სხვას აჩუქოთ – ყველაფერი კარგია, ვიდრე უსიყვარულო ნივთის სახლში გაჩერება და ამით მყუდროების დარღვევა. მომავალში დაბნეულობის თავიდან ასაცილებლად, სურვილების სია შეადგინეთ ან უთხარით, რომ გირჩევნიათ სერთიფიკატები და შთაბეჭდილება.

8. წიგნი, რომელიც არ მოგეწონათ

photo credit: Depositphotos

როგორც არასასურველი საჩუქრების შემთხვევაშიც, აზრი არ აქვს სახლი წიგნების შესანახ სივრცედ აქციოთ, თუ მათ ხელმეორედ არ წაიკითხავთ. დიდი ალბათობით, წიგნი, რომელიც არ მოგეწონათ, სხვას გამოადგება. შეგიძლიათ წიგნები გადაცვალოთ ან ადგილობრივ ბიბლიოთეკას აჩუქოთ.

9. ფეხსაცმლის ყუთები

photo credit: Shutterstock

ბევრი ფეხსაცმლის ყუთებს ინახავს იმ შემთხვევისთვის, თუ სათავსოდ დასჭირდება. რატომღაც ასეთი შემთხვევები იშვიათად ხდება. გირჩევთ, შეძენის შემდეგ ყუთები გადაყაროთ, რომ მათ სახლში ადგილი არ დაიკავონ.

10. სააბაზანოსა და სამზარეულოს გამჭვირვალე და ღია ფერის კონტეინერები

photo credit: Unsplash, Pexels

ინტერიერის ლამაზ სურათებში ხშირად გვხვდება შამპუნები და ბალზამები, რომლებიც იდენტურ მინის კონტეინერებში ჩასხმული. ლამაზად გამოიყურება, მაგრამ პრაქტიკული არაა: სინათლის ზემოქმედება პროდუქტის ხარისხზე გავლენას ახდენს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ნივთიერება თავიდან სინათლისგან დაცულ, ბნელ კონტეინერში იყიდებოდა. რაც უფრო მუქია კონტეინერი, მით უფრო დიდხანს ინახება პროდუქტი: მუქი მინა დაჟანგვისგან იცავს. ლურჯი და მწვანე ფერის მინა არ გამოგადგებათ, რადგან მასში ულტრაიისფერი სხივები ატარებს. აი, ქარვისფერი საუკეთესო ვარიანტია.

11. დაბზარული საჭრელი დაფა

photo credit: Shutterstock, Pexels

ხის საჭრელი დაფა სამზარეულოს ლამაზ იერს ანიჭებს და დიდხანს გვემსახურება, რადგან ხეს ანტიბაქტერიული თვისებები აქვს, მაგრამ მასზე წარმოქმნილი ღარები ან ნახეთქები კარგი მიზეზია, რომ საჭრელი დაფა ახლით ჩაანაცვლოთ. საქმე იმაშია, რომ ღრმა ღარებში საჭმლის ნარჩენები და ბაქტერიები გროვდება, რომელსაც ყველაზე გამძლე ხეც ვერ გაუმკლავდება.