სახლის 8 ჩვეული ნივთი, რომლის გამოც მისი ბინადრები ნაადრევად ბერდებიან

0
1060
photo credit: Pexels

თქვენ შეიძლება ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევთ, სწორად იკვებებით და რეგულარულად ვარჯიშობთ, მაგრამ მაინც უფრო ასაკოვნად გამოიყურებთ. კანის ნაადრევ დაბერებაზე მრავალი ფაქტორი გავლენას ახდენს, მათ შორისაა ჰაერის ხარისხი, გარემო და სახლის ინტერიერი.

Girl.ge-ს რედაქციაში გვსურს, რომ რაც შეიძლება დიდხანს ახალგაზრდები და ლამაზები დავრჩე, ამიტომ გადავწყვიტეთ გავარკვიოთ, თუ ინტერიერის რომელი ნივთები გვაბერებს შეუმჩნევლად.

უხარისხო ბალიშისპირები

photo credit: Pexels

ბამბის ბალიშისპირი კანის ნაადრევ დაბერებას იწვევს. ძილის დროს ქსოვილზე ხახუნი კანზე ნაოჭებს და ნაკეცებს წარმოქმნის. ექსპერტები გირჩევენ, რომ ბამბის ნაცვლად აბრეშუმის ბალიშისპირი გამოიყენოთ. კანი და თმა გლუვ ქსოვილზე სრიალებს, ამიტომ დილით ჯანსაღი იერი გარანტირებულია. გარდა ამისა, აბრეშუმი ღამით წასმულ კრემებს და შრატებს არ იწოვს.

სარეცხი საშუალება

photo credit: Pexels

ქიმიური სარეცხი საშუალებები მხოლოდ დამცავი რეზინის ხელთათმანებით გამოიყენეთ. მაგალითად, ზოგიერთ სარეცხ საშუალებაში შემავალი ნატრიუმის ლაურილსულფატის მაღალი შემცველობა კანის ლიპიდურ ბარიერს შლის, რის გამოც კანი შრება და მცირე ბზარებით იფარება.

მიკროტალღური ღუმელი

photo credit: Pexels

თანამედროვე მიკროტალღური ღუმელი ადამიანისთვის უსაფრთხოა, თუმცა დაზიანებული და ბინძური მოწყობილობის გამო მიკროტალღები ჟონავს. სწორედ ამიტომ, მისი სამუშაო მდგომარეობის შენარჩუნებას ყურადღება უნდა მიაქციოთ. გარდა ამისა, გაყინული კერძების მიღება ჯანმრთელობას და გარეგნობას ზიანს აყენებს. საქმე იმაშია, რომ ისინი ბევრ ტრანსცხიმებს და ქოლესტერინს შეიცავენ, რომლებიც არტერიებს ბლოკავენ და გულის პრობლემებს იწვევენ.

გამათბობელი

photo credit: Pexels

გათბობის სეზონზე სახლში ტემპერატურის და ტენიანობის კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანია. გამათბობლები და რადიატორები ჰაერს ძლიერ აშრობენ, ამით კანს აუწყლოებენ. ითვლება, რომ ტენიანობის 30%–ით შემცირებამ შეიძლება წვრილი ნაოჭები გააჩინოს. კომფორტული მიკროკლიმატის შესანარჩუნებლად სახლში ჰაერის დამატენიანებელი დააყენეთ ან უფრო ძვირადღირებული გამათბობელი შეიძინეთ, რომელიც ჰაერს არ წვავს.

ტელეფონის ეკრანი

photo credit: Pexels

მობილური ტელეფონის და კომპიუტერის ეკრანის ცისფერი სინათლე (HEV) ჰიპერპიგმენტაციას და კანის ნაადრევ დაბერებას იწვევენ. „HEV გამოსხივება დღის სინათლეზე გვხვდება, მაგრამ მას ასევე ასხივებს ფლუორესცენტული განათება და ლედ ნათურები, მათ შორის ტელევიზორის, სმარტფონის, პლანშეტის და კომპიუტერის ეკრანები“ – ამბობს ენდრიუ ბირნი, დერმატოლოგი.

ტანსაცმლის ჩასადები

photo credit: depositphotos

ტანსაცმლის შენახვა პლასტმასის ჩასადებში არ ღირს. დიახ, ასე მტვრისგან დაცულია, მაგრამ კანი მადლობას არ გეტყვით. პოლიეთილენის და უნაჭრო ჩასადებები ჰაერს არ ატარებენ, რის გამოც ტანსაცმელში ჭარბ ტენს აგროვებენ, შედეგად კი სოკოს და ობის განვითარებას იწვევენ. ობის ფორები ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას ხველას, ასთმის შეტევას, ასევე კანის მდგომარეობის გაუარესებას იწვევენ.

შხაპგელი

photo credit: Pexels

შხაპგელებზე სრულად უარის თქმა არ ღირს, თუმცა შემადგენლობას ყურადღება უნდა მიაქციოთ. ზოგიერთი ნივთიერება, რომლებიც პოპულარულ შხაპგელებში შედის, არა მხოლოდ არ წმენდს, არამედ ფორებს აბინძურებს, რადგან ნავთობპროდუქტებისგან მზადდება. აირჩიეთ საშუალება SLS–ისა და პარაბენების გარეშე. ერთ–ერთი სახიფათო სულფატი – ნატრიუმის ლაურეტსულფატი (sodium laureth sulfate – SLES). ის კანს აშრობს და ზეთოვანი ფირით ფარავს.

თუჯის ბატარეები

photo credit: Pexels

შესაძლებლობის მიხედვით ძველი თუჯის ბატარეები გამოცვალეთ. საქმე იმაშია, რომ წლების განმავლობაში რადიატორის ჭრილში ბევრი მტვერი გროვდება. როგორც წესი, ამ რთულად მისადგომ ადგილებს სათანადოდ ცოტა თუ წმენდს. შედეგად დაბინძურებული ჰაერი მტვრის ნაწილაკებით კანის ბარიერს აზიანებენ, კოლაგენს (ახალგაზრდობის ცილას) შლიან, რომელიც კანის ელასტიურობას და სიმკვრივეს უზრუნველყოფს.