
მოდა თავის წესებს გვკარნახობს, ჩვენ კი ყოველთვის გვსურს მოდურად და თანამედროვედ გამოვიყურებოდეთ. როგორც ჩანს, ზოგიერთი ტრენდი მოქმედებს პრინციპით „სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს“. გარდერობის შერჩევისას ყოველდღე ეფექტურსა და კომფორტულს შორის არჩევანის გაკეთება გვიწევს. მოდა დროებითია, ხოლო ჯანმრთელობა – ყოველთვის მნიშვნელოვანი.
Girl.ge–ს რედაქციამ გაარკვია, თუ რომელი თანამედროვე ტანსაცმლის ნივთები შეიძლება იყოს სახიფათო ჩვენი კეთილდღეობისთვის, თუ ძალიან ხშირად ჩავიცვამთ.
მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი

რაც უფრო მაღალი ქუსლი აქვს ფეხსაცმელს, ფეხი მით უფრო გრძელი ჩანს. ამ ქალურ ხრიკს მეორე მხარეც აქვს. ზედმეტი 5-10 სმ სილამაზე შეიძლება მოხრილი ხერხემლით და ზურგის ტკივილით დაგიბრუნდეთ. მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე სიარულისას ბალანსის შესანარჩუნებლად სხეული მუხლებსა და ტერფებზე ზეწოლას ზრდის, ხოლო მენჯი ქუსლის სიმაღლის მიხედვით 60 გრადუსამდე იკუმშება.
გარდა ამისა, ქუსლების მუდმივმა ტარებამ შეიძლება წვივის კუნთების დეფორმაცია გამოიწვიოს. მყესები არაბუნებრივ მდგომარეობას ეჩვევიან და შემდეგ ბრტელძირიან ფეხსაცმელთან შეგუება უჭირთ.
და მაინც, ელეგანტურ ფეხსაცმელზე სრულად უარის თქმა არ ღირს. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ქუსლის ოპტიმალური სიმაღლე 2-4 სმ. სპეციალისტები გირჩევენ, ქუსლის არჩევისას საკუთარი ფორმულა გამოიყენოთ. ტერფის სიგრძე სანტიმეტრებში 7–ზე გაყავით.
ვიწრო ჯინსი

ვიწრო ჯინსი ნერვულ დაბოლოებებს და კუნთებს აწვება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მუხლზე დგებით. ექიმები გვაფრთხილებენ, რომ ეს უსიამოვნო შედეგებს იწვევს: ზოგადი დაღლილობიდან ტერფის დაბუჟემადე. ქალებს, რომლებიც ასეთ შარვლებს უპირატესობას ანიჭებენ, გინეკოლოგიური დაავადებების რისკი მაღალი აქვთ.
ბიუსჰალტერი „პუშ–აპ“

თავისუფალი ტანსაცმლის მოყვარულთა შორის საშინელი ხმები დადის, რომ ბიუსჰალტერი სქელი ჭიქებით და პუშ–აპით ონკოლოგიური დაავადებების რისკს ზრდის. ამის 100 %–იანი სამეცნიერო მტკიცებულება არ არსებობს, თუმცა ქვედა თეთრეულის სპეციალისტები გირჩევენ, რომ ბიუსჰალტერის არჩევას ყურადღება მიაქციოთ და 24 საათის განმავლობაში არ ატაროთ.
ეფექტურმა პუშ–აპმა შეიძლება მკერდს დააწვეს და კუპერის მყესების დეფორმაცია გამოიწვიოს, თუ ბიუსჰალტერს არასწორად აირჩევთ. ასეთი ბიუსჰალტერი მკერდს მხარს არ დაუჭერს და შედეგად ჩამოიწელება.
მოცულობითი კაპიუშონი

ზოგიერთი ადამიანი შარფის ან კაპიუშონიანი ქურთუკის ტარებისას კისრის ტკივილს უჩივის. ეს შესაძლებელია გამოწვეული იყოს იმით, რომ მოცულობითი ნივთები წონას და ხერხემალზე ზეწოლას ზრდიან. თუ კისრის ტკივილი ისედაც გაწუხებთ, პრობლემა გამწვავდება. თუ ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი წესრიგშია, ყურადღებით იყავით. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ კაპიუშონი მხედველობის არეს ძლიერ ამცირებს, რაც ავარიების რისკს ზრდის, მაგალითად, გზის გადაკვეთისას.
რეზინის ფლოსტები და მსუბუქი ჩუსტები

აღმოჩნდა, რომ მხოლოდ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი არაა საფრთხის შემცველი. მსუბუქი ჩუსტები, რეზინის ფლოსტები და ბალერინა ფეხსაცმელი, რომელშიც ფეხი მჭიდროდ დაფიქსირებული არაა, ბრტყელტერფიანობას და ქუსლის დეზის განვითარებას იწვევს. ასე გვაშინებენ ორთოპედები. ადამიანები ფლოსტებში ფეხის დაკავებისას ავტომატურად თითებს ჭიმავს. ამასთან დიდი შანსია ფეხი წამოიკრათ და თითი ან ფრჩხილი დაიზიანოთ, ხოლო რეზინის ძირზე შეიძლება ბაქტერიები გამრავლდეს.
სინთეტიკური ტანსაცმელი

თანამედროვე სამყარო სინთეტიკური მასალების გარეშე რთული წარმოსადგენია. და მაინც, სპეციალისტები გირჩევენ ხელოვნური ქსოვილის ტანსაცმელი ყურადღებით შეარჩიოთ. ასეთ მასალებში შემავალი ზოგიერთი ნივთიერება ალერგიას იწვევს. სინთეტიკური ტანსაცმელი გარეგნულად ეფექტურად გამოიყურება, მაგრამ მთავარ ფუნქციას ვერ ასრულებს. ქსოვილი ჰაერს ვერ ატარებს, ზაფხულში მასში ცხელა, ზამთარში – ცივა.
ბიჟუტერია

ამერიკელმა მეცნიერებმა იაფი ჩვეულებრივი მაღაზიებიდან იაფი სამკაულის ნედლეული შეისწავლეს და აღმოაჩინეს ნიკელის, ტყვიის და დარიშხანის მინარევები. წინასწარ არ შეგეშინდეთ, მაგრამ საყვარელი აქსესუარები მხოლოდ მიმზიდველი ფასის გამო სჯობს არ შეიძინოთ.