
თუ ბიჭთან არაფერი გამოგდით, იქნებ, თავად ვარსკვლავები არიან თქვენი ურთიერთობის წინააღმდეგი. Girl.ge-ის რედაქცია ახლა გაგაცნობთ ზოდიაქოს ნიშნების წყვილებს, რომლებიც ერთად ყოფნას ვერ შეძლებენ.
1. თევზები და მერწყული
მერწყული, რომელიც მუდმივად ახალი ჰორიზონტებისკენ მიისწრაფვის, ცნობილია თავისი უნარით, მოერგოს გარემოს თავისი სინამდვილით. ამ ნიშნის წარმომადგენლები წარმატების მიღწევისკენ მიილტვიან, აქვთ მკაფიო და მტკიცე ცხოვრებისეული პოზიცია. ისინი ოპტიმისტები, თავდაჯერებულები არიან, სიცოცხლე უხარიათ. მიუხედავად თავიანთი მიმზიდველობისა, მერწყული სასიყვარულო ურთიერთობებში არაერთმნიშვნელოვანი პარტნიორია. მისი ცვალებადი, ცოდნისმოყვარე ბუნება, ხშირად, მის ახლობლებს სერიოზულ განსაცდელს უწყობს.
მერწყულთან კარგ ურთიერთობას ვერასდროს დაამყარებს თევზები, რომლებიც საკუთარი თავისთვის მუდმივ ყურადღებას მოითხოვს. რაციონალური მერწყული ვერ ავლენს თავის გრძნობებს, რაც ყოველთვის გულს ატკენს თევზებს.
2. ვერძი და კურო
ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებულები ზედმეტად ჯიუტები და დამოუკიდებლები არიან. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ადამიანებში მაღალი სულიერი და მორალური თვისებები იზიდავს, აგრეთვე, არაერთგვაროვნება და მათ ხასიათთან სრული წინააღმდეგობა მოსწონთ.
ვერძი ცუდად ეწყობა აუჩქარებელ კუროს, რომელიც მის ენთუზიაზმს არ გაიზიარებს. ვერძი გულგრილად ეკიდება ემოციურ სიხარულებს, რითაც კუროებს, რომლებიც თავიანთ ემოციებს ეყრდნობიან, ნამდვილად ვერ მოაწონებს თავს. კავშირი, შეიძლება, ხანგრძლივი იყოს, თუმცა, ქორწინებაში ვერძს გაუჭირდება მრავალფეროვნების წყურვილთან გამკლავება, შედეგად, ღალატის შანსი იზრდება.
3. ტყუპები და თხის რქა
ტყუპები ზოდიაქოს ერთ-ერთი ზღვარგასული ნიშანია, რაც მის მერყეობას ხსნის. ამ ნიშნის წარმომადგენელი ძალიან ფეთქებადი და ვნებიანია სიყვარულში. თუმცა, მუდმივ ძიებაშია, ჩვეულებრივ, არ გეგმავს ხანგრძლივ რომანს. ძირითადად, ამ ნიშნის გაორებული ბუნება სხვა ნიშნებისთვის მის ხიბლსა და მიზიდულობას განსაზღვრავს.
იმპულსური, მოყვარე ტყუპები საერთოდ ვერ უგებს ნელ და ფრთხილ თხის რქას. კონსერვატიული თხის რქა არ შეეგუება ტყუპების თავისუფლებისმოყვარეობას, მისი ქცევები თხისრქისთვის გამომწვევია. მერყევად მოაზროვნე ტყუპებისგან განსხვავებით, თხის რქა ბევრ რამეზე დარდობს.
4. კირჩხიბი და სასწორი
სწორედ წყლის სტიქიისგან მიიღო კირჩხიბმა მგრძნობელობა, გადაულახავი პრინციპები და სიმშვიდის შეგრძნება, სრული დაცულობის პირობით. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები გამოირჩევიან მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობებითა და უნარით, სიბერემდე შეინარჩუნონ ახალგაზრდული შეხედულებები.
კირჩხიბისთვის ყველაზე საშინელი პარტნიორი სასწორი იქნებოდა. კირჩხიბი არასდროს იზიარებს სასწორის ექსცენტრიულ იდეებს. ამ უკანასკნელის სურვილი, მუდმივად იმყოფებოდეს ადამიანების გარემოცვაში, მიმნდობ პარტნიორს გულს სტკენს. კირჩხიბს ყოველთვის მოეჩვენება, რომ სასწორი მის მიმართ გულგრილია. ამ წყვილის ურთიერთობა შეიძლება მხოლოდ უამრავ კომპრომისზე იყოს დაყრდნობილი, რომლებზეც ამ ორივე ნიშნის წარმომადგენლები არ წავლენ.
5. ლომი და ქალწული
ძალის, გრაციოზულობისა და მაღალი ინტელექტის წყალობით, ლომს ხშირად უწოდებენ სამეფო ნიშანს. ლომებს უყვართ საზოგადოებაში მაღალი თანამდებობის დაკავება და ადამიანებზე ძალაუფლების ქონა. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ახასიათებთ აგრესიული წინასწარგანწყობა, აგრეთვე, ყველაფრის ერთბაშად და დაუყოვნებლივ მიღწევა, არ უყვარს ოფლიან შრომასა და ბეჯითად მუშაობას.
ლომი და ქალწული შეუთავსებელი წყვილია. თავისუფალი ლომი იშვიათად აღმოუჩენს ქალწულს საჭირო მხარდაჭერას. ქალწული მიისწრაფვის სერიოზული და სტაბილური ურთიერთობებისკენ, რომლებზეც ლომი საერთოდ არ ფიქრობს. ქალწული აკრიტიკებს გარშემომყოფებს, რასაც ლომი არასდროს აიტანს. პირველი პრაქტიკულია, მეორე – გულუხვი და მფლანგველი. ამ ორი ნიშნის წარმომადგენლები ერთად დიდი ხნით ვერ გაძლებენ.
6. მორიელი და მშვილდოსანი
მორიელი ძალიან ღრმა და რთული პიროვნებაა, გარშემომყოფებისთვის მიუწვდომელი და დაუპყრობელი. ამ ნიშნის წარმომადგენლებს უჩვეულო ნებისყოფა აქვთ, ცხოვრებაში წარმატებისთვის უზარმაზარი ენერგიითა და აგრესიით იბრძვიან. ბოლომდე ბრძოლა, მიუხედავად შედეგებისა – ნიშნის ერთ-ერთი მთავარი თვისებაა. მორიელი ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე სექსუალურია, რის გამოც, მისი წარმომადგენლები მუდმივად ეძებენ სიყვარულს.
მესაკუთრე მორიელისთვის ცუდი მეწყვილე იქნება თავისუფლებისმოყვარული მშვილდოსანი. ამ უკანასკნელის თავქარიანობა მორიელს, რომელიც სანდო პარტნიორის პოვნას ლამობს, გააღიზიანებს. მორიელი მიზანმიმართული და ბეჯითია, მშვილდოსანი ბუნებით მოგზაურია, რომელიც დღევანდელი დღით ცხოვრობს. ამიტომ, ურთიერთობაში ეს ზოდიაქოს ყველაზე შეუთავსებელი ნიშანია.