
კომფორტული და ფუნქციური სააბაზანო ოთახი ნებისმიერი ადამიანის სიამაყის საგანია. ადვილი არაა პატარა სივრცე ისე აღჭურვოთ, რომ ყველაფერი ახლოს გქონდეთ და თვალსაც ახარებდეს, ხოლო დანარჩენი ნივთები ძვირფას ადგილს არ იკავებდეს და უწესრიგობას არ ქმნიდეს.
Girl.ge–ს რედაქცია გიჟდება ინტერნეტ სივრცეში ხრიკების და სასარგებლო რჩევების მოძებნაზე, რომელთა დახმარებით ბინა უფრო კომფორტული გახდება. დღეს ჩვენს ყულაბას სააბაზანო ოთახის მაგარ ნივთებს თამამად ვუმატებთ.
ფუნქციური სარკე–კარადა

ასეთი სარკე განსაკუთრებით აქტუალურია პატარა სააბაზანო ოთახისთვის, სადაც თითოეული კვადრატული სანტიმეტრი მნიშვნელოვანია. ის სიმჭიდროვის შთაბეჭდილებას არ ტოვებს, როგორც სარკე გვერდზე თაროებით. შესანიშნავი ვარიანტია კოსმეტიკური საშუალებებისთვის, რომლებიც სჯობს ბნელ ადგილს შეინახოთ და რომელთაც სწორედ სარკის წინ ვიყენებთ.
სააბაზანო ოთახის ფარდა ჯიბეებით

ასეთ ჯიბეებში იდეალურად მოთავსდება ყველაფერი, რომლის ადგილიც თაროზე არაა: სავარცხელი, ნეჭა, სახეხი და სხვა აქსესუარები.
სანაგვე ყუთი

სააბაზანო ოთახში პატარა სანაგვე ყუთის ქონა ძალიან მოსახერხებელია, მაგრამ ბევრი ამ იდეას ყურადღებას არ აქცევს. ასეთი ყუთი სჯობს უხილავ ადგილას დადოთ. მასში შეგიძლიათ ბამბის დისკები, ჩხირები, საპნის შეფუთვები და სხვა წვრილმანები გადაყაროთ და ამისთვის მთელ ბინაში სიარული არ დაიწყოთ. ამასთან მისი დაცლა ხშირად არ მოგიწევთ.
სადგამი

მოდური და ფუnქციური მეთოდი ნივთების შესანახად, რომლებიც ადვილად იკარგებიან: კოსმეტიკური საშუალებები პატარა ქილებში, თმის აქსესუარები, სხვადასხვა ტუბები. უბრალოდ სადგამი დადეთ იქ, სადაც თქვენთვის მოსახერხებელია და +100 ლამაზ ინტერიერს მიიღებთ.
ნეჭა–ხელთათმანი საპნის შესანახად
მყარი საპონი, რომელიც თითქმის დასრულდა, მაგრამ გადაგდება გენანებათ, შეგიძლიათ ნეჭაში ჩადოთ. ნეჭა სჯობს სააბაზანოში კაუჭზე შეინახოთ და გამოიყენოთ როგორც ორგანაიზერi, დასაბანად საკმარისია დაასველოთ. რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი ადამიანის დასაბანად გამოდგება.
შვაბრის დამჭერი

მინიმალისტური მოწყობილობა, რომელიც კედელზე ან ნებისმიერ ვერტიკალურ ზედაპირზე მაგრდება, შვაბრის დაფიქსირებაში დაგეხმარებათ და ფეხებთან მის მუდმივად დავარდნას დაასრულებს.
კალათები

სხვადასხვა ზომის კალათები არსებობს – პატარა კალათები, სადაც კოსმეტიკის ჩადება მოსახერხებელია, ასევე უფრო დიდი კალათები, სადაც შეგიძლია ქსოვილი შეინახოთ. კალათის მასალა ნატურალური და ჰაეროვანია, რაც იდეალურია ნივთების შესანახად, მაგალითად, სუფთა პირსახოცებისთვის.
სასაპნე–ყვავილის ფურცელი

სასაპნეს ბაზა მაგრდება იმ ადგილას, სადაც გსურთ. ღარის დახმარებით წყალი პირდაპირ ნიჟარაში წვეთავს, საპონი სველი არ რჩება, ხოლო სასაპნე ლამაზ იერს დიდხანს ინარჩუნებს. სხვათა შორის, შეგიძლიათ გამოიყენოთ არა მხოლოდ სააბაზანო ოთახში. მაგალითად, სამზარეულოში ასეთ მოწყობილობაზე შეგიძლიათ ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი მოათავსოთ.
უნიტაზის სახელური

პატარა სახელური უნიტაზის საჯდომზე მაგრდება და საშუალებას გაძლევთ ზედმეტი არაჰიგიენური შეხების გარეშე აწიოთ ან დაწიოთ. მცირე ზომის გამო თითქმის შეუმჩნეველია და სანტექნიკის გამოყენებისას დისკომფორტს არ ქმნის. ასეთი მოწყობილობა შეგიძლიათ თავად გააკეთოთ – მხოლოდ წებო და კოვზი დაგჭირდებათ.