აირჩიეთ თაიგული და წაიკითხეთ შეტყობინება ამ კვირისთვის

0
2370

ახლა ყველაფერი თქვენ სასარგებლოდ წარიმართება. ეს ყველა საფეხურზე უზარმაზარი გადატრიალება იქნება. მოითმინეთ და დადებითად მოეკიდეთ ყველაფერს, დღეიდან დაიწყეთ. ნამდვილად გექნებათ ისეთი რამ, რისთვისაც მადლიერი უნდა იყოთ. მალე გაიგებთ, თუ რატომ ხდება ყველაფერი ასე, ამ პერიოდში.

Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ ტესტს, რომლის პასუხიც გეტყვით, რა გელით უახლოეს კვირაში. აირჩიეთ თაიგული და წაიკითხეთ შედეგი.

1. თაიგული

თუ თქვენი გული და გონება საერთო საქმითაა გაერთიანებული, მოქმედების დროა. სხვა არავინ იცის, რა ხდება თქვენს თავში, ამიტომ ნუ იქნებით მერყევი, მტკიცედ დაისახეთ მიზანი და იმოძრავეთ მისკენ. განსაზღვრეთ, რა გსურთ, და გააკეთეთ ეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა ვინმე დაგასწრებთ, ამიტომ იჩქარეთ ოცნებების დევნა.

ნებისმიერი სამსახური მოითხოვს უნარების გარკვეულ ნაკრებს ან განსაზღვრულ ცოდნას. თუ გსურთ, შესანიშნავი სამსახური გქონდეთ, გამოყავით დრო ახალი და სასარგებლო მასალის შესწავლისთვის, რაც აუცილებელი იქნება სხვადასხვა კომპანიის მოცემული სპეციალობისთვის.

ახლა თქვენ უკეთეს მდგომარეობაში ხართ, თუმცა, ჯერ კიდევ თხელ ყინულზე დადიხართ. ეცადეთ, საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია გახდეთ. იმუშავეთ საკუთარი თავის შესაცვლელად.

არავის სურს ცხოვრებაში სირთულეების ხილვა. კარგი ცხოვრება განისაზღვრება მიღებული შედეგითა და კმაყოფილებით. დაზოგეთ ფული, რამდენადაც სწორედ ეს დაგეხმარებათ ცხოვრებაში ყველაფერ აუცილებლისა და მეტის მისაღწევად.

2. იღბლის მოკლე გამონათება კვირის დასაწყისისთვის გელით. ეცადეთ, არ გაუშვათ ხელიდან ბედის ეს საჩუქარი, თვალები კარგად უნდა გაახილოთ. ეს ნიშანი რაღაც დიდებულამდე, მოულოდნელამდე მიგიყვანთ.

სხვებზე დამოკიდებულება მხოლოდ ზრდის იმედგაცრუების რისკს. თვითონ რატომ არ იღებთ პასუხისმგებლობას და არ ახორციელებთ ამბიციებს? მიჰყევით თქვენს ოცნებებს.

ურთიერთობები განვითარებადია და მუდმივ ზრდას მოითხოვს. თუ წარსულში ჩარჩით, თქვენი ურთიერთობებიც შეფერხდება. ნუ კონცენტრირდებით ძველ მოგონებებზე, შექმენით ახალი.

ყოველთვის გამოჩნდებიან გულუხვი ადამიანები, რომლებიც რთულ წუთებში დაგეხმარებიან. თუმცა, მათ გულუხვობაზე მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერ იქნებით დამოკიდებული, ამიტომ თავი ხელში აიყვანეთ და იმუშავეთ ისე ბეჯითად, რომ ერთხელ სხვების დახმარება შძლოთ, ფინანსური ძალით.

3. თუ კედელზე ასვლა გინდათ, კიბეზე უნდა ახვიდეთ. აღიქვით ცხოვრებაში ყველა მიზანი კედლის მწვერვალივით და დაისახეთ პატარა მიზნები, კიბის საფეხურებივით. თანდათან წარმატებას მიაღწევთ.

ადამიანები ამ კვირაში უფრო გენდობიან. ეს იდეალური დროა სამსახურის თაობაზე გასაუბრებისთვის. შეხვდით საჭირო ადამიანებს სამსახურში დაწინაურებისთვის ან იმისთვის, რომ კოლეგები თქვენი ახალი პროექტისთვის მოიწვიოთ.

თქვენს ცხოვრებაში საკმაოდ უყვარხართ (რომანტიკულ ან მეგობრულ კონტექსტში), დატკბით ამ სიყვარულით ყოველ ჯერზე, როცა თავს ცუდად იგრძნობთ ან ტემპის შეცვლა გჭირდებათ. სიყვარული ის ძრავია, რომელიც წინსვლაში დაგეხმარებათ.

სამსახურისთვის შესანიშნავი სტარტაპ-იდეები გაქვთ, თუმცა, გრძნობთ, რომ არსებობს საზოგადოებისგან ამ იდეების მიუღებლობის რისკი. ყოველ შემთხვევაში, სცადეთ მისი განხორციელება. იმიტომ, რომ ჩვენი აღქმა ფართო საზოგადოების აღქმისგან განსხვავდება. ის, რაც თქვენთვის შეუძლებელი ჩანს, სხვებისთვის იდეალური შეიძლება იყოს.