6 მოქმედება თვალის ირგვლივ იდეალური კანის მისაღებად, რომელიც მხოლოდ 1 წუთს წაგართმევთ

0
1346
photo credit: Depositphotos

თვალების ქვეშ მუქი წრეები, შეშუპება, ნაოჭები – ეს ის არაა, რისი დანახვაც დილით სარკეში ჩახედვისას გვსურს. მათი გაჩენის უამრავი მიზეზი არსებობს: გენეტიკა, უძილობა, გაუწყლოება, არასწორი კვება, ჰორმონალური ცვლილებები. ხშირად ასეთი ნაკლოვანებები ყოველდღიურ გარე ზემოქმედებაზე საუბრობს, რომელთაც უნდა შეებრძოლოთ.

Girl.ge–ს რედაქციამ კანის ტონუსის შესანარჩუნებლად რამდენიმე ეფექტური მეთოდი შეაგროვა, მაგრამ პროცედურები რეგულარულად უნდა ჩაიტაროთ. თითოეული მათგანის შესრულება მხოლოდ 1 წუთს წაგართმევთ.

1. ყოველდღიური მასაჟი ნაოჭების საწინააღმდეგოდ

photo credit: Depositphotos

მარტივი მასაჟი დილის შეშუპებას სწრაფად გაუმკლავდება, ასევე ნაოჭებს თავიდან აგაცილებთ.

  1. არათითი ცხვირის ფუძის რაიონში წარბის ქვემოთ დაიდეთ და საფეთქლის მიმართულებით ნაზი მოძრაობა შეასრულეთ. შემდეგ თითი თვალის ქვეშ ზონაზე გადაიტანეთ და თვალის შიდა კუთხიდან საფეთქლისკენ ნაზი მოძრაობა შეასრულეთ. 10-ჯერ გაიმეორეთ.
  2. არათითი წარბის ქვემოთ, ცხვირის ფუძის ზონაში დაიდეთ და საფეთქლის მიმართულებით მსუბუქი ტყაპუნა მოძრაობა შეასრულეთ. შემდეგ იგივე მოძრაობა თვალების ქვეშ შეასრულეთ – თვალის შიდა კუთხიდან საფეთქლისკენ. 10-ჯერ გაიმეორეთ.
  3. საჩვენებელი თითის ბალიშით მსუბუქად დააჭირეთ იმ წერტილებს, რომლებიც თვალის შიდა კუთხეებსა და ცხვირის ფუძეს შორის მდებარეობს. 10–ჯერ გაიმეორეთ.

მასაჟის დროს შეგიძლიათ თვალის კრემი ან მსუბუქი ზეთი წაისვათ.

2. სწრაფი ვარჯიში შეშუპების საწინააღმდეგოდ

photo credit: Youtube

სწრაფი ვარჯიში სისხლის მიმოქცევას სტიმულირებს, ზედმეტ სითხეს აშორებს, კუნთებს მუშაობას აიძულებს და კანის მოქნილობას ზრდის.

  1. თვალები 5 წამით მოჭუტეთ, შემდეგ მოადუნეთ. 10-ჯერ გაიმეორეთ.
  2. საჩვენებელი თითები თვალის კუთხეებში დაიდეთ და კანი ოდნავ გაჭიმეთ. თვალები ნახევრად გაახილეთ და დახუჭეთ. 10–ჯერ გაიმეორეთ.
  3. პირი ასო „ო“–ს ფორმაზე გააღეთ, რომ ყვრიმალები დაჭიმოთ. თვალებით ზემოთ მოძრაობა შეასრულეთ, თითქოსდა ცდილობთ წარბებს ახედოთ, შემდეგ ხედვა დააბრუნეთ და წინ გაიხედეთ. რამდენიმე მოძრაობის შემდეგ ხედვა ზემოთ გააჩერეთ, თვალების ქვეშ კუნთების დაჭიმვა იგრძენით. 10–ჯერ გაიმეორეთ.
  4. საჩვენებელი თითები თვალის გარე კუთხეებში დაიდეთ, შუა თითები – შიდა კუთხეებთან, ცხვირის ფუძის ზონაში. კანი ოდნავ გაჭიმეთ, ზემოთ აიხედეთ და თვალები ოდნავ მოჭუტეთ, კუნთების დაჭიმვა იგრძენით. 3 წამით გააჩერეთ, შემდეგ მოდუნდით. 10–ჯერ გაიმეორეთ.

3. “მცენარეული“ ყინული შეშუპების და მუქი წრეების მოსაშორებლად

photo credit: Youtube

მცენარეების სწორი გამოყენება თვალების ქვეშ მუქი წრეების და შეშუპების მოშორებაში დაგეხმარებათ.

  • შიგნით: შეშუპების საწინააღმდეგოდ ერთ–ერთ საუკეთესო საშუალებად წიწმატურას ნახარში ითვლება, მაგრამ საშუალება მხოლოდ აფთიაქში უნდა შეიძინოთ და გამოყენებამდე ექიმს დაეკითხოთ, თუ შარდსასქესო სისტემის პრობლემები გაქვთ.
  • გარედან: გამოიყენეთ ბალახების ნახარშის ყინულის კუბები კანის ტონირებისთვის, ასევე თბილი კომპრესები შეშუპების საწინააღმდეგოდ.

გასაყინად იდეალურია ოხრახუშის, სალბის და ბარამბოს ნახარშები.

თბილი ნახარშებისთვის გვირილა, პიტნა და ცაცხვი გამოგადგებათ.

შეგიძლიათ კონტრასტული კომპრესები გამოიყენოთ: თბილი და ცივი ნახარში ბამბის დისკით თვალებთან მორიგეობით დაიდეთ.

4. A და K ვიტამინები მუქი წრეების და შეშუპების საწინააღმდეგოდ

photo credit: Youtube

ვიტამინების დეფიციტმა შეიძლება თვალის ირგვლივ კანზე გავლენა მოახდინოს, თუმცა მიღებამდე ექიმთან კონსულტანცია აუცილებელია. სწორედ ამიტომ, ვიტამინები გარეგნულად, კოსმეტიკურ საშუალებებსა და ზეთებში გამოიყენეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინები თვალის ირგვლივ კანისთვის:

  • K ვიტამინი. კანის ზედაპირულ კაპილარებს ნაკლებად შესამჩნევს ხდის. გამოიყენება პიგმენტური ლაქების და ჩალურჯების პროფილაქტიკის მიზნით და შეშუპების შესამცირებლად.
  • C ვიტამინი. ულტრაიისფერი სხივებისგან დაგიცავთ, უფრო ზუსტად თავისუფალი რადიკალებისთვის, რომლებიც ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შემდეგ წარმოიქმნება. ამიტომ მუქ წრეებთან საბრძოლველად გამოიყენეთ.
  • A ვიტამინი. უჯრედულ ცვლას აჩქარებს, კოლაგენის წარმოებას ზრდის, ანტიოქსიდანტური თვისებები გააჩნია, ამიტომ ნაოჭების და მუქი წრეების საწინააღმდეგოდ ეფექტურია.

5. კოსმეტიკა აქტიური ნივთიერებებით მუქი წრეების, შეშუპების და ნაოჭების საწინააღმდეგოდ

photo credit: Reddit

თვალის კრემის შემადგენლობას ყურადღება უნდა მიაქციოთ, რადგან ზოგიერთი ნივთიერება პირდაპირ პრობლემაზე მოქმედებს.

  • კოჯიკის მჟავა. ნივთიერება მელანინის სინთეზის პროცესს ბლოკავს, კანის მუქ წრეებს კარგად აღიავებს.
  • კოფეინი. სისხლძარღვების ტონუსს ზრდის, უჯრედულ მემბრანს და წყლის ოპტიმალურ ბალანსს ხელს უწყობს, ამის ხარჯზე ნაოჭების რაოდენობა მცირდება. სადრენაჟე ეფექტი შეშუპებას მნიშვნელოვნად ამცირებს.
  • ეპიდერმული ზრდის ფაქტორი. ეს ცილა ბუნებრივი პროცესის გაშვებით კანის უჯრედების დაბერების პროცესს ანელებს. ერთ–ერთი მისი თვისება – კანის რეგენერაციის ხარჯზე თვალის ირგვლივ გამოხატული წრეების და ნაოჭების შემცირება.

6. ზეთი ნაოჭების და მუქი წრეების საწინააღმდეგოდ

photo credit: Pixabay

თუ ზეთებზე ალერგია არ გაქვთ, გირჩევთ გამოიყენოთ. ამა თუ იმ ზეთის გამოყენებამდე ალერგიულ რეაქციაზე ტესტი ჩაატარეთ (იდაყვზე წაისვით და რეაქციას დააკვირდით). თუ ყველაფერი წესრიგშია, წვეთი ზეთი ყოველდღიურ თვალის კრემს დაუმატეთ.

მნიშვნელოვანია! ეთერზეთი თვალის ირგვლივ მგრძნობიარე კანზე სუფთა სახით არასოდეს წაისვათ – შეიძლება კანი დაწვათ. სუფთა ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუ ის საბაზო ზეთია.

  • გამოხატულ ნაოჭებს ამცირებს, კანს ჭიმავს და ტონუსს მატებს – ნუშის, ლავანდის, ვარდის, ევკალიპტის ზეთები.
  • ატენიანებს და კვებავს – აბუსალათინის, ავოკადოს, ატმის, პაჩულის ზეთები.
  • პიგმენტაციას ამცირებს და ულტრაიისფერი სხივებისგან იცავს – აბუსალათინის, ქაცვის, ცერეცოს, სეზამის, სელის ზეთები.

დამატენიანებელი და მკვებავი ზეთები სჯობს წლის ცივ სეზონზე გამოიყენოთ, ხოლო ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი კრემი – თბილ სეზონზე.