სათვალე თავზე და კიდევ 7 მოდური შეცდომა, რომლებიც უგემოვნობაზე მიუთითებს

0
1007

ხანდახან, საკუთარ თავში ვერ ვამჩნევთ ცუდ ჩვევებს, თუმცა, გარშემომყოფები მათ შესანიშნავად ხედავენ. Girl.ge-ის რედაქცია გიყვებათ, რომელ მოდურ შეცდომებს უშვებთ რეგულარულად, რაც უგემოვნობაზე მეტყველებს.

1. სათვალე თავზე

სათვალე იმისთვისაა შექმნილი, რომ თვალები მზისგან დაიცვას, თმის დასამშვენებლად კი არა. თუ ვარცხნილობის შესავსებად ეძებთ რამეს, აირჩიეთ თმის სარტყელი ან სარჭები, ბაზარზე ხომ მათი დაუსრულებელი არჩევანია. თან ატარეთ სათვალის შალითა, რათა ნებისმიერ მომენტში შეძლოთ მისი შენახვა ჩანთაში. მაგალითად, როცა შენოვაში შედიხართ, ან საღამოობით.

2. გამოტენილი ჯიბეები

ძალიან გავრცელებული ჩვევა, განსაკუთრებით მათი, ვისაც პატარა ჩანთების ტარება უყვარს. ტელეფონი თუ გასაღები ჯინსების უკანა ჯიბეში, ხურდები, ჩეკები, ბარათები – პალტოს ან ქურთუკის ჯიბეებში – ეს ყველაფერი არამხოლოდ დაუდევრად გამოიყურება, არამედ ნივთების უსაფრთხოებასაც ვერ უზრუნველყოფს. გათვალეთ ყველა შესაძლებლობა – თუ ხვდებით, რომ ჩანთაში ყველაფერს ვერ ატევთ, აირჩიეთ უფრო ტევადი აქსესუარი.

3. კოლგოტი რუჯის ეფექტით

თუ გარდერობში რუჯისფერი კოლგოტი გაქვთ, დაუყოვნებლივ მოიშორეთ იგი. გარდა იმისა, რომ ასეთი მოდელი ვიზუალურად გასუქებთ, ლუქსაც აფუჭებს. განსაკუთრებით სასაცილოდ გამოიყურება ფერმკრთალ გოგონებზე, როცა ხელისა და სახის ღია და ფეხების მუქ ფერებს შორის კონტრასტი იქმნება.

4. მცდარი ზომის ტანსაცმელი

კიდევ ერთი ხშირად დაშვებული შეცდომა – ტანსაცმელი, რომელიც არ გერგებათ. თანაც, ერთნაირად ცუდად გამოიყურება როგორც დიდი, ისე პატარა ზომაც. მეორე შემთხვევაში, ნივთები არამხოლოდ ხაზს გაუსვამს უმცირეს ნაკლს, არამედ ახალ პრობლემებსაც შექმნის. მაგალითად, წელზე ზედმეტად ვიწრო ჯინსები გვერდებზე ნაკეცების გაჩენის მიზეზად იქცევა. გარდა ამისა, ვიწრო ტანსაცმელი ბევრ დისკომფორტს მოგიტანთ და თავდაჯერებულობას წაგართმევთ. რაც შეეხება დიდი ზომის ტანსაცმელს, ისიც მოგიტანთ პრობლემებს: ზედმეტად გრძელი სახელოები, ჩამოცურებული მხრები – ეს ყველაფერი დაუდერად და უგემოვნოდ გამოიყურება. გამონაკლისია ოვერსაიზ-ტანსაცმელი – იგი ისეა გათვლილი, რომ დიდი ზომის შემთხვევაშიც კი ინარჩუნებს საჭირო ზომას.

5. სპორტული ფეხსაცმელი ყოველდღიური ტარებისთვის

დიახ, თანამედროვე მოდა უშვებს (და მიესალმება კიდევაც) კედების შეხამებას საქმიან კოსტუმთან, მინი-კაბებთან. მაგრამ, არსებობს ერთი “მაგრამ”: იგულისხმება ყოველდღიური კედები და არა სარბენი! სპორტული ფეხსაცმელი ქალაქში სეირნობისთვის არაა განკუთვნილი – მისი მიზანია, ფეხების კომფორტი უზრუნველყოს ვარჯიშის დროს. თუ მას დანიშნულებისამებრ არ გამოიყენებთ, ტერფებს დაიზიანებთ. თუმცა, უსაფრთხოების საკითხი რომ გვერდზე გადავდოთ, სპორტული ფეხსაცმელი და ყოველდღიური ტანსაცმელი ერთმანეთს არ შეეფერება. ასეთი კავშირი უხერხულად გამოიყურება და მთელ ლუქს აფუჭებს.

6. კოლგოტები მოხდილ ფეხსაცმელში

გახსოვდეთ, მოხდილი ფეხსაცმელი შიშველ ფეხზე უნდა ჩაიცვათ. თუმცა, ბევრი ქალი მაინც აგრძელებს მათ ტარებას სეზონის გადასვლის შემდეგაც, სითბოსთვის კი კოლგოტებს იმატებს. რა თქმა უნდა, თხელი, კაპრონის კოლგოტი ვერ გაგათბობთ, ლუქს კი უგემოვნობას მარტივად შემატებს.

7. ხილული საცვლები

ქვედა თეთრეული ტანსაცმლის ქვეშ უნდა დარჩეს: ჯინსებიდან თავამოყოფილი ტრუსის თუ მაისურიდან გადმოწეული ლიფის ზონრები უგემოვნობის პირველი ნიშნებია. თუ ვულგარულად ჩაცმა გსურთ, გამოიყენეთ გამჭვირვალე ზონრები ან აირჩიეთ სპეციალური “უხილავი” კომპლექტები.

8. ბიჟუტერია + ძვირფასი ნაკეთობები

რამდენიც არ უნდა სცადოთ ვიჟუტერიისა და ძვირადღირებული საიუველირო ნაკეთობების დამეგობრება, არაფერი გამოგივათ. ბევრი ფიქრობს, რომ ძვირფასი ნაკეთობის დამაგრება ლუქს გააკეთილშობილებს. თუმცა, ეს პრინციპი ზუსტად პირიქით მოქმედებს – ასე აქსესუარები ლუქში იაფფასიანი ჩანს. გახსოვდეთ, ბიჟუტერია ბიჟუტერიასთან უნდა გაიკეთოთ, არავითარ შემთხვევაში არ შეუხამოთ იგი ბრილიანტისთვლიან ბეჭედს.