ქალწული პანიკაშია: ზოდიაქოს ნიშნების ყველაზე დიდი შიში

0
680

ნებისმიერ ადამიანს ეშინია რაღაცის – ეს ბუნებრივია. მხოლოდ საკუთარი შიშების ახლოდან გაცნობით, მათი დაძლევით ვძლიერდებით. სწორედ ამიტომ, Girl.ge-ის რედაქცია დღეს თქვენს შიშებს გაგაცნობთ.

1. ვერძი

ახლობლების დაკარგვა

ვერძი მებრძოლია. იგი ნებისმიერ კამათში სპარტანელივით შევარდება. ირონია იმაში მდგომარეობს, რომ ვერძს ყველაზე მეტად მარტოობისა და ახლობლების დაკარგვის ეშინია. ამის ვის არ ეშინია? თუ იცით, რომ გაბრაზებულზე შეიძლება რამე წამოაყრანტალოთ, შემდეგ კი ინანოთ, დაითვალეთ ათამდე და შემდეგ გადაწყვიტეთ, თქვათ თუ არა.

2. კურო

ფინანსური არასტაბილურობა

კურო ჯიუტი, მეოჯახე, სტაბილურია. მოსწონს, როცა სახლი კეთილმოწყობილია, მაცივარი – სავსე, საწოლი – რბილი. კუროსთვის ყველაზე საშიშია კომფორტის ზონიდან ფინანსური პრობლემების ზღვაში გადასვლა.

3. ტყუპები

გადაწყვეტილების მიღება

გულწრფლად ველოდით, რომ ამის სასწორს ეშინოდა. თუმცა, ტყუპები არაპროგნოზირებადია და მისი აზრი დღიდან დღემდე იცვლება. ეს თქვენი სუსტი და, ამავდროულად, ძლიერი მხარეცაა, რამდენადაც მოქნილი ხართ და მარტივად ერგებით გარემოებათა ცვლილებებს.

4. კირჩხიბი

მოულოდნელი სიტუაციები

მეოჯახე, ნაზი, თბილი კირჩხიბი ვერ იტანს თავისი სახლუკადან გამოძვრომას, განსაკუთრებით, როცა დაპირებული საშობაო კარნავალის ნაცვლად, ზომბი-აპოკალიფსის ან დედლაინების ეპიცენტრში მოხვდება. იფიქრეთ უკან დახევის გზებზე, არ დაგავიწყდეთ გეგმა ბ-ც.

5. ლომი

სხვებისგან დავიწყება

ლომი განთქმულია სიმამაცითა და თავდაჯერებულობით. ამიტომ, თუ ფიქრობთ, რომ მას არაფრის ეშინია, ცდებით: მას ყველაზე მეტად ეშინია სხვისგან დავიწყების, შეუმჩნევლობის. ლომი ყვავის სოციალურ სიტუაციებში და უყვარს ხალხით გარშემორტყმა.

6. ქალწული

არეულობა

გინდათ, ქალწულს ცოცხალი კოშმარი მოუწყოთ? შეუშვით იგი მოზარდის ოთახში – ისეთი ჰარდკორ-მოზარდისა, რომელსაც იატაკზე თანაბარ ფენად უყრია წინდები, მათემატიკის რვეულები, ძაღლის ბეწვები და ცხვირსახოცები. აუკრძალეთ დალაგება!

7. სასწორი

მარტოობა

სასწორი ჭკვიანი, მზრუნველი, მოსიყვარულე ადამიანია, რომელიც გიჟდება ადამიანებს შორის ყოფნაზე. იგი სოციალურ სიტუაციებში ყვავის. თუმცა, არის ერთი რაღაც, რაც ამ ნიშანს აშინებს: მარტოობა. აყვავებისთვის სასწორს ახლობლები სჭირდება: ოჯახი, მეგობრები, საყვარლები…

8. მორიელი

სიახლოვე

მორიელს, როგორ გითხრათ… ნერვული და ჩაკეტილი ნიშნის რეპუტაცია აქვს. იგი შესანიშნავი საყვარელია (ერთ-ერთი საუკეთესო), თუმცა, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, საკმაოდ ცივი და განდეგილია, თავის პარტნიორთან მიმართებით. სულის სიღრმეში, იგი საკმაოდ მგრძნობიარეა, ამიტომ ეშინია თავის პირად სივრცეში სხვების შემოშვება.

9. მშვილდოსანი

თავისუფლების აღკვეთა

დიახ, მას არამხოლოდ ციხეში მოხვედრის, არამედ თავისუფლების ნებისმიერი სახით აღკვეთის ეშინია. მშვილდოსანი ცნობისმოყვარეა და მუდმივად მიისწრაფვის ახლისკენ, ამიტომ თავისუფლების შეზღუდვის ნებისმიერ ფორმაზე ფიქრიც კი ცივ ოფლს დაასხამს.

10. თხის რქა

წაგება

თხის რქა გამარჯვებული და დაუჯერებლად ამბიციური ნიშანია, ამიტომ “რეიტინგის დაცემა” მისთხის მტკივნეული და საშიშია. მას ეშინია ფინიშამდე ბოლოს მირბენის, გარშემომყოფებისგან ჩამორჩენის ან მაყურებლებისგან დაცინვის.

11. მერწყული

კონფორმიზმი

მერწყული დინებას არ მიჰყვება. იგი ვერ იტანს ორგანიზებულ ღონისძიებებს, ინსტიტუტებს, რომლებიც თვითგამოხატვის თავისუფლებას ართმევს. მკაცრი წესებით შეზღუდვა ისაა, რაც მერწყულს კოშმრებად ესიზმრება.

12. თევზები

პასუხისმგებლობა

თევზები შემოქმედია, გიჟდება შექმნაზე, მიდრეკილია ესკაპიზმისკენ. ხშირად გარბის თავის წარმოსახვით სამყაროში, ნუ ეცდებით იქედან მის გამოთრევას. განსაკუთრებით, თუ მათზე პასუხისმგებლობის დაკისრებას დააპირებთ. თევზები ვერ იტანს რეალურ, მატერიალურ სამყაროს და ძალიან ეშინია ამ პასუხისმგებლობისა.