თხილი და დიეტა: შეიძლება თუ არა მისი მირთმევა და რა რაოდენობით?

0
1195
Photo credit: Getty Images

კვების საერთაშორისო რეკომენდაციების მიხედვით, ადამიანი ყოველდღიურად 30 გ (1 მუჭა) თხილს უნდა მიირთმევდეს. თუმცა, ყველამ იცის, რომ იგი დიდი რაოდნეობით ცხიმსა და კალორიას შეიცავს – ხომ არ გამოიწვევს ეს ჭარბი წონის წარმოქმნას? მოდით, Girl.ge-ის რედაქცია გაგარკვევთ.

სასარგებლო ცხიმები – მტერი თუ მეგობარი?

მაშ ასე, თხილეული შეიცავს ცხიმებს, მათი რაოდენობა კი თხილის სახეობაზეა დამოკიდებული. მაგალითად, 30 გ ქეშიუ 15 გ ცხიმს შეიცავს, ხოლო მაკადამია – მთელი 22 გრამს.

რამდენადაც ეს პროდუქტი პოლიუჯერ და მონოუჯერ ცხიმებს შეიცავს, მათი არ უნდა გეშინოდეთ, ისინი ჩვენი ორგანიზმისთვის სასარგებლოა! ასეთი ნივთიერებები ამცირებს ქოლესტერინის დონეს და არ ილექება სხეულის სხვადასხვა ნაწილში, ცხიმის სახით. ტყის თხილში, მაგალითად, მეტია პოლიუჯერი ცხიმი, აი, ნიჯ-ფუნდუკის სახეობაში კი – მონოუჯერი.

რაც შეეხება წონას:

კვლევებმა აჩვენა, რომ ის, ვინც თხილს რეგულარულად მიირთმევს, ნაკლებ წონას იმატებს (ან საერთოდ არ იმატებს), ვიდრე ის, ვინც უპირატესობას “ცუდ” ცხიმებს ანიჭებს. დიეტის დროს, თხილი ცხიმების შესანიშნავი წყარო იქნება, არ მოერიდოთ. აი, რატომ

1. ორგანიზმი არ ითვისებს ცხიმების მთელ შემცველობას

ცხიმი თხილის უჯრედების კედლების შემადგენლობაშია, მათი დაშლა კი, საკვების მონელების დროს, არც ისეთი მარტივია. ცხიმების ნაწილი ორგანიზმიდან ბუნებრივი გზით, მოუნელებლად გამოდის.

2. თხილეული ზრდის მოხმარებული კალორიების რაოდენობას

ეს, ნაწილობრივ, თხილში ცილის შემცველობით აიხსნება, თუმცა, მექანიზმი დღემდე არაა ბოლომდე გამოკვეთილი.

3. დანაყრების შეგრძნება დიდხანს გაგყვებათ

შესაბამისად, დიდხანს აღარ მოგინდებათ ჭამა. გარდა ამისა, ეს ძალიან სასარგებლო ხემსია.

ამრიგად, თუ გამოცხადებულ ნორმას არ გადააჭარბებთ, თხილისგან მხოლოდ სარგებელს მიიღებთ, არავითარი ზედმეტი სმ წელზე!