დიეტის გარეშე: როგორ ავაჩქაროთ მეტაბოლიზმი გახდომის მიზნით

0
795
Photo credit: Shutterstock

მეტაბოლიზმი (ნივთიერებათა ცვლა) ორგანიზმის მნიშვნელოვანი მახასიათებელია. იგი ასახავს საკვების დაშლისა და ენერგიად გარდაქმნის პროცესების სისწრაფეს. მათ, ვინც გახდომას ცდილობს, აუცილებლად უნდა იცოდეს, როგორ დააჩქაროს ეს პროცესები.

ნივთიერებათა ცვლის აქტივობაზე გავლენას მრავალი ფაქტორი, მათ შორის, სხეულის შემადგენლობა (ცხიმოვანი და კუნთოვანი მასების თანაფარდობა), ადამიანის ასაკი და სქესი, ფიზიკური აქტივობა, კვება ახდენს გავლენას. როგორ დავაჩქაროთ მეტაბოლიზმი? ახლა ამას Girl.ge-ის რედაქცია გეტყვით.

1. ფიზიკური დატვირთვა

მეტაბოლიზმის დაჩქარების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი ძალოვანი ვარჯიშებია. ვარჯიშის შემდეგ, ნივთიერებათა ცვლის სიჩქარე რამდენჯერმე იზრდება, ამიტომ ორგანიზმი მეტ ენერგიას ხარჯავს კუნთების აღსადგენად.

მოკლედ, გასახდომად ნებისმიერი სახის ფიზიკური აქტივობაა  სასარგებლო. თუ ძალოვან სავარჯიშოებს ასრულებთ, დაუმატეთ რეჟიმს სეირნობა, ცეკვა, ცურვა, გამოიყენეთ კიბე, ლიფტის ნაცვლად.

2. კარგი ძილი

არანაკლებ 8-საათიანი ღრმა ძილი აჩქარებს მეტაბოლიზმს, რამდენადაც ცხიმების წვა ღამითაც არ წყდება. ძილის უკმარისობის დროს, ორგანიზმში პროცესები ნელდება, ადამიანი თავს მოთენთილად გრძნობს და ნაკლებ კალორიას ხარჯავს. იქნებ, შეგიმჩნევიათ, რომ, როცა ძილი გაკლიათ, რაღაც მავნე, ტკბილი და კალორიული საკვების მიღება გინდებათ. ასე ცდილობს ორგანიზმი იმ ენერგიის მარაგის შევსებას, რომელიც ასე კატასტროფულად გაკლიათ, გამოუძინებლობის გამო.

3. დაყოფილი კვება

კითხვაზე, თუ როგორ ავაჩქაროთ მეტაბოლიზმი, დიეტოლოგი გიპასუხებთ: “იკვებეთ ყოველ 3 საათში ერთხელ. საკვების მიღების ოპტიმალური რაოდენობა დღეში 5-6 მცირე ულუფაა.”

მრავალი მოსაზრების მიუხედავად, შიმშილი მეტაბოლიზმს არ აჩქარებს, პირიქით, ამცირებს იმის შანსს, რომ გახდომისას ხანგრძლივ შედეგს მიიღებთ.

4. წყლის დალევა

სასმლის რეგულარული რეჟიმი აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, რამდენადაც ავსებს გაუწყლოებას და ასტიმულირებს ორგანიზმის ყველა სისტემის მუშაობას. სითხის ნორმა ითვლება შემდეგი ფორმულით: 40 მლ წყლისა და  სხეულის მასის ყოველი 1 კგ-ის ნამრავლი, გაყოფილი ორზე. ანუ, თუ 70 კგ-ს იწონით, დღიურად უნდა მიირთვათ 70 X 0.04 : 2 = 1.4 ლ.

5. სწორი რაციონი

თუ ყოველდღიურ მენიუს ცილასა და ბოსტნეულს დაუმატებთ, ორგანიზმი სწრაფი მეტაბოლიზმით დაგასაჩუქრებთ. ეს იმიტომ, რომ ასეთი საკვებსი გადამუშავებას გაცილებით მეტი ენერგია სჭირდება, ვიდრე მარტივი ნახშირწყლების დაშლას. მეტაბოლიზმის ასაჩქარებლად, დაუმატეთ რაციონს სუნელებიც: შავი პილპილი, დარიჩინი, ჯანჯაფილი, ლიმონის ცედრა და სხვა.