გაიგეთ ყველაფერი თქვენი მთვარის ნიშნისა და მისი მნიშვნელობის შესახებ

0
921

ასტროლოგიურ ზოდიაქოთა უმეტესობა მზის ნიშნებს ეფუძნება. მზის ნიშანი იმას აღწერს, თუ როგორ გაჩნდით სამყაროში.

აი, მთვარის ნიშანი კი მეტაფორა გახლავთ – იგი გამოხატავს პიროვნების ჩრდილებს, მოძრაობებს, ცვლილებებსა და ილუმინაციებს – სწორედ ისე, როგორც მთვარე.

თუ საკუთარ თავს (საკუთარ პიროვნებას) მთვარის ამ ნიშნებს შორის ვერ პოულობთ, ეს ძალიან უჩვეულო იქნება. მთვარის ნიშნის პიროვნების ტიპი შეიძლება თქვენში იმალებოდეს და თქვენს ყურადღებას საჭიროებდეს, რომ განათდეს.

თქვენი მთვარის ნიშნის განსაზღვრა დაბადების თვის მიხედვით შეიძლება. ყოველ თვეს ერთი (ხანდახან ორი) ახალმთვარე აქევს. კონკრეტული თვის სავსემთვარეობა ასახავს თქვენი პიროვნების გარკვეულ აქცენტებს.

Girl.ge-ის რედაქცია წარმოგიდგენთ მთვარის ნიშნების ჰოროსკოპს. იპოვეთ მასში თქვენი თავი.

იანვარი: მგლის მთვარის ნიშაი

თუ იანვრის მგლის მთვარის ქვეშ დაიბადეთ, დიდი ალბათობით, გქონდათ (ან დღემდე გაქვთ) მრავალი პრობლემა, რომელთაც ცხოვრების განმავლობაში შეხვდით. ეს გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას, ცივი გონებით გაუმკლავდეთ სირთულეებს. მიჩვეული ხართ მძიმე შრომას და დაბრკოლებების გავლით მიისწრაფვით წინ. ადამიანები თქვენში მგელს ხედავენ. პრობლემებს მარტო გადაჭრით.

თებერვალი: თოვლიანი მთვარის ნიშანი

მძიმე შრომა თქვენთვის უცხო არაა. ბევრ თქვენგანს დაუჯერებლად რთული ბავშვობა ჰქონდა და გადაულახავი სირთულეები გამოიარეს. ეს სირთულეები გაიძულებთ, სამყაროს ყინულის გავლით უყუროთ. თუმცა, არ დაბრმავებულხართ სილამაზისადმი, აფასებთ ფიზიკურ სილამაზეს, განსაკუთრებით, ბუნების სილამაზეს. ყვავილები, ხეები, ცხოველები სხვა სამყაროში გამოგზაურებთ.

მარტი: ყვავის ნიშანი

თუ მარტში დაიბადეთ, თქვენი მთვარის ნიშანი იმაზე მიუთითებს, რომ გახსნილი კომუნიკატორი ხართ. საკუთარი თავისა და იდეების გამოხატვის უნარი იქედან გამომდინარეობს, რომ მოქნილი და მარტივად ადაპტირებადი ხართ. მგზნებარე გარდატეხის პერიოდში დაიბადეთ. ეს გაძლევთ უნიკალურ მზაობას, მოქნილ გონებას, რაც საშუალებას გაძლევთ, ცხოვრების სხვადასხვა სფეროში გამოსცადოთ თავი.

აპრილი: თესლოვანი მთვარის ნიშანი

ცნობილი ხართ, როგორც თესლოვანი მთვარე, თუ აპრილში დაიბადეთ, რადგან თქვენ ზრდას წარმოადგენთ. გიყვართ ყველაფრის თქვენებურად დანახვა და გაგება. ბავშვობაშიც და ზრდასრულობაშიც მრავალი სირთულე გინახავთ, მკაცრდებით. ზედმეტად გულახდილი ხართ და ვერ იტანთ უსამართლობას. თქვენი ნიშანი იმაზე მეტყველებს, რომ პოტენციალით ხართ სავსე. ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარ თავში განსაკუთრებულ ნიჭს აღმოაჩენთ, თუნდაც ხანში შესვლისას.

მაისი: ყვავილოვანი მთვარის ნიშანი

თქვენი ყვავილოვანი ნიშანი იმას ნიშნავს, რომ ცხოვრებით საკმაოდ ბედნიერი ხართ. სირთულეების თავიდან აცილების უნარი გაქვთ. დაჯილდოებული ხართ მეგობრული განწყობით, თითქოს ყველასთან შეგიძლიათ კარგი ურთიერთობის დამყარება. თქვენი გარეგნობა მრავალ პარტნიორს მოიზიდავს. ადამიანებს იმიტომ იზიდავთ, რომ სიყვარულს აფრქვევთ. გულუხვი ხართ და გიყვართ საკუთარი გულუხვობის სხვებისთვის გაზიარება. მთვარის ყვავილოვანი ნიშნები ყველაზე მარტივად ერევიან ხალხში.

ივნისი: მარწყვის მთვარე

იმდენი იდეა გაქვთ, რომ თავის შეკავება გიჭირთ. თქვენში გენიოსი ცხოვრობს. ადამიანები მოგმართავენ რჩევის მისაღებად, რადგან იციან, რომ ზრდასრული და ბრძენი ხართ. სიტუაციით მანიპულირების უნარი გაქვთ, რადგან ერთდროულად ხედავთ როგორც შინაგან, ისე გარეგან სცენარს. გიყვართ გარშემომყოფების, განსაკუთრებით, ოჯახის წევრების აღზრდა.

ივლისი: ელჭექის მთვარე

მკვეთრი  ხასიათი გაქვთ. თქვენი მზიანი გარეგნობა პარადოქსია, რადგან ძალიან ღრმა შინაგანი სამყარო გაქვთ. ადამიანების უმეტესობა ამას ვერ იაზრებს. თუმცა, ამ სიღრმეს მალავთ. ეს სიორე თქვენს იტუიციას აძლიერებს. სხვების მომდევნო მოქმედებები წინასწარ იცით. მართლაც, ხშირად ხედავთ მომავალ მოვლენებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ შემდგარა. საგნების ცოდნა პრეტენზიულს გხდით, ადამიანებ კი არ ესმით თქვენს ქცევაში მოულოდნელი ბნელი ცვლილებების მიზეზი.

აგვისტო: ზუთხის მთვარე

შესაძლოა, რთული ცხოვრება გადაიტანეთ, მაგრამ იცით, როგორ უნდა აღორძინდეთ. გაქვთ ფარული პიროვნება, რომელიც იღებს ყველაფერ საუკეთესოს, რასაც დედამიწა შესთავაზებს. ეს გიადვილებთ გზას. შესანიშნავად იცავთ მეგობრულ ურთიერთობებსა და ოჯახს. თუ გრძნობთ, რომ ეს ურთიერთობები საფრთხის ქვეშაა, მათ დასაცავად წაიბილწებით კიდევაც. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გულუხვი ხართ, შეიძლება მხოლოდ საკუთარ თავზეც იყოთ კონცენტრირებული.

სექტემბერი: მოსავლის მთვარე

როგორც თქვენი მთვარის ნიშანი გვიჩვენებს, თქვენ გაქვთ მტკიცე კავშირის დამყარების უნარი. ზუსტად იცით, რომელი წყვილი იქნება უფრო ბედნიერი ქორწინებაში. სიბრძნის მცველი ხართ და პასუხს აგებთ საკუთარ რჩევებზე. სწორისა და არასწორის შეგრძნებებს შორის დაუძლეველი ბალანსი გაქვთ.

ოქტომბერი: მონადირის მთვარე

თქვენი ცვლილებების შეგრძნება შეუდარებელია. საკუთარი თავისა და გარემოს შესახებ ამაღლებული ცნობიერება გაქვთ. ეს ბევრს აღიზიანებს, ბევრს კი თქვენი ეშინია, თქვენი ცოდნის გამო. შესაბამისად, ხშირად აღმოჩნდებით მარტო, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ოცნებობთ პარტნიორზე, რომელიც გაგიგებთ. ფაქტობრივად, დროის დიდ ნაწილს პარტნიორის პოვნის მცდელობაში გაატარებთ.

ნოემბერი: თახვის მთვარე

თქვენც გარდატეხის პერიოდში დაიბადეთ. მზად ხართ, ახალი ტენდენციებით იმოქმედოთ. გსურთ, სხვებს ახალ საფეხურზე გადასვლაში დაეხმაროთ. ამრიგად, ადამიანები გარდატეხვასთან დაკავშირებული დახმარებისთვის მოგმართავენ. სხვა ადამიანების დრამებში მარტივად იკარგებით. ეს ხელს უშლის თქვენს უნარს, დაეხმაროთ და განკურნოთ საკუთარი თავიცა და სხვებიც. თქვენი ცხოვრებისეული გაკვეთილია არ დაიბნეთ გარდატეხვის დროს.

დეკემბერი: ცივი მთვარე

როგორც თქვენი ნიშნის სახელწოდება, როგორც წესი, ცივი გარეგნობა გაქვთ, თუმცა, ფაქტი ისაა, რომ შინაგანად ყოველთვის ნათელი და თბილი ხართ. უბედურება თქვენი მტერი არაა და ცდილობთ, სასწაულებრივად გადალახოთ უთანხმოება, რითაც მაყურებელს აოცებთ. ძლიერი ინტელექტი გაქვთ. ადამიანები თქვენში ხედავენ ძალიან ძლიერ და სტაბილურ ადამიანს.