ზღვა გეტყვით, უნდა ღელავდეთ თუ არა დიდ გეგმებზე: ექსპრეს-მკითხაობა

0
775

აირჩიეთ ზღვის ერთ-ერთი სურათი. Girl.ge-ის რედაქცია გეტყვით, რა იწვევს თქვენში შფოთვას და უნდა დაისახოთ თუ არა ხანგრძლივი გეგმები, თუ ამ ეტაპზე მხოლოდ დასვენება გჭირდებათ.

1. სიმშვიდე

სიმშვიდისა და ხანგრძლივი გეგმების გადახედვის პერიოდი გელით. მოუსმინეთ საკუთარ თავს: ამ დროს თქვენი შინაგანი სამყარო განსაკუთრებით მგრძნობიარე იქნება. დაისვენეთ საზრუნავებისგან, აჩუქეთ საკუთარ თავსა და ახლობლებს სიმყუდროვისა და სითბოს წამები.

სულის სიღრმეში ჰარმონიისა და წონასწორობის დამყარება თქვენს გარემოცვაზეც აისახება. ახლობლები და საყვარელი ადამიანები ამ სასიამოვნო ცვლილებად აუცილებლად შეამჩნევენ – ელოდეთ საჩუქრებს ან ყურადღების სხვა ნიშნებს თქვენ მიმართ. ამას იმსახურებთ!

2. შტორმი

ალბათ, თქვენი საოცნებო სიმშვიდე და განწყობა ძლიერად შეირყევა. ამაზე მეტყველებს აღელვებული ზღვა, რომელიც აირჩიეთ. ამ პერიპეტიების შემდეგ, ან უფრო ძლიერი და ბრძენი გახდებით, ან დროებით დაყრით ფარ-ხმალს. თუმცა, მოქმედების არჩევანი ყოველთვის თქვენ ხელთაა.

ცხოვრებისეული შტორმი არამხოლოდ შეგარყევთ, არამედ აუცილებლად განაახლებს თქვენს აზროვნებას. მღელვარება ჩაცხრება, ხოლო საგნებზე შეხედულება შეიცვლება. ისწავლით, მარტივად შეხედოთ იმას, რაც ადრე ზედმეტად გაღელვებდათ. ზოგი ჭირი მარგებელიაო.

3. მიქცევა

მალე არჩევნის წინაშე აღმოჩნდებით: დიდი პროექტი განახორციელოთ თუ გადადოთ. თუმცა, ზღვა გკარნახობთ, რომ ეს წამოწყება უკეთესი დროისთვის უნდა გადადოთ. ახლა კი დროა, კონცენტრირდეთ ხანგრძლივი გეგმების დასახვაზე.

რჩევა: ჩამოწერეთ ყველა დაუსრულებელი საქმე ფურცელზე და შეაფასეთ მათი აქტუალობა. დაიწყეთ მცირედით, დაწერეთ ფანქრით პირველი ნაბიჯი მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევისკენ. ჩამოწირეთ, რა უნდა გააკეთოთ პირველ რიგში, საქმემ წინსვლა რომ დაიწყოს. თქვენც ხომ გესმით, რომ შედგენილ გეგმას განხორციელების უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე გეგმის არქონას.

4. მოქცევა

მალე ძალების უჩვეულო მოზღვავება გელით. ურთიერთობებსა და საქმეებში გამეფდება წესრიგი და გაგება. ცხოვრების ამ ნათელი პერიოდის გახანგრძლივებას შეძლებთ, თუ ეცდებით.

გეგმების განხორციელების გზას თავდაჯერებულად გაივლის. თუმცა, ეს გზა არც ისეთი მარტივი აღმოჩნდება, როგორც გზის დასაწყისში მოგეჩვენებათ. საბოლოო ჯამში, დაწყებულს დაასრულებთ და ეს ახალი მწვერვალების მიღწევისკენ შთაგაგონებთ. გზა მგზავრს გააძლიერებს!