AHA მჟავები, C ვიტამინი და რეტინოლი ყველას სჭირდება. სწორად გამოყენების სახელმძღვანელო

0
820
photo credit: Getty Images

ამერიკული ბრენდი Sunday Riley მთელ მსოფლიოში ცნობილია. Girl.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ბრენდის დამფუძნებლის, სანდი რაილის ინტერვიუს. ინტერვიუდან გაიგებთ, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ აქტიური ინგრედიენტები და რამდენად ხშირად, რომელი ფორმები სჯობს აირჩიოთ და როგორი კონცენტრაციით, როგორ ეფექტს უნდა ელოდოთ და მგრძნობიარე კანზე თუ გამოიყენება.

ერთხელ თქვით, რომ თავის მოვლაში სამი ინგრედიენტი უნდა შედიოდეს: AHA მჟავები, C ვიტამინი და რეტინოლი. ახლაც ასე თვლით?

დიახ, რა თქმა უნდა. ვთვლი, რომ ძალიან ბევრი შესანიშნავი ინგრედიენტი გვაქვს, რომლებიც კანს ეხმარებიან, მაგალითად, ცერამიდები, ჰიალურონის ან სალიცილის მჟავები. როცა მეკითხებიან, თუ რას ვურჩევდი ცხიმიანი, ანთებისკენ მიდრეკილ ან გაუწყლოებულ კანზე, ყოველთვის ამ სამ ინგრედიენტს ვასახელებ, რადგან აბსოლუტურად ყველას უხდება. თუ მშრალი კანი გაქვთ, შეგიძლიათ ცერამიდები დაამატოთ, თუ აკნე გაქვთ, გოგირდი. თქვენი კანის მიხედვით შეგვიძლია შევარჩიოთ საშუალება და დამატებითი ინგრედიენტები. განსაკუთრებით კარგად AHA მჟავები, C ვიტამინი და რეტინოლი ასაკობრივ კანზე მუშაობს.

AHA მჟავები

მოდით, რიგის მიხედვით დავიწყოთ. მოგვიყევით AHA მჟავების, კერძოდ ჰიალურონის მჟავის შესახებ. რატომ არის ასეთი პოპულარული? რა უპირატესობა გააჩნია?

ჰიალურონის მჟავას ძალიან პატარა მოლეკულები აქვს, ეს ერთ–ერთი ყველაზე პატარა AHA მჟავაა. ამის წყალობით კანის ღრმა ფენებში ადვილად აღწევს და უფრო ეფექტურად მუშაობს. მაგალითად, რძის მჟავის მოლეკულები ძალიან დიდია, ამიტომ ზედაპირულად მოქმედებს. ეს მჟავა ბევრს უყვარს და ხშირად ამბობენ: „იცი, ჰიალურონის მჟავას ვიყენებ და ჩემი გამონაყარი თითქმის გაქრა, კანის რელიეფი და ნაოჭები გასწორდა“. რა მინდა ვთქვა? ასეთი მჟავებით საუკეთესო შედეგს დაინახავთ, რადგან პიგმენტაციის შემცირებასაც ხელს უწყობს. შესანიშნავი კომპონენტია!

photo credit: Getty Images

ყველას შეუძლია ჰიალურონის მჟავის გამოყენება თუ შეზღუდვები არსებობს?

დიახ, მისი გამოყენება ყველას შეუძლია. აქ, ყველაფერი პროდუქტის ფორმულაზეა დამოკიდებული. წარმოიდგინეთ, ვიღაც ჰიალურონის მჟავას სუფთა სახით ისვამს. მნიშვნელობა არ აქვს, როგორი ტიპის კანი აქვს, დამწვრობას მიიღებს. მნიშვნელოვანია ფორმულის კონცენტრაცია. თუ შრატს 7% მჟავით ეძებთ და 5 სხვადასხვა ბრენდის საშუალებას ათვალიერებთ, იცოდეთ, ზოგი კანს გააღიზიანებს, ზოგი არა. ფორმულის შემქმნელმა ქიმიკოსმა უნდა გაითვალისწინოა, რომ ამ ინგრედიენტმა შეიძლება გაღიზიანება გამოიწვიოს, ხოლო საშუალების გამოყენება მგრძნობიარე კანის მფლობელებსაც მოუნდებათ. მაგალითად, ჩვენს შრატში Good Genes შედის კაქტუსის, არნიკის და ალოეს ექსტრაქტები, რომლებიც კანს ამშვიდებენ. მჟავების გარდა შემადგენლობაში სხვა კომპონენტებიც უნდა შედიოდეს, რომლებიც ადამიანს არასასურველი რეაქციისგან დაიცავს.

რამდენად ხშირად შეიძლება მისი გამოყენება?

ყოველდღე. როგორც ვიცით, ზოგიერთი ჩვენს პროდუქტს დღეში 2–ჯერ იყენებს. მეც ყოველდღე ვიყენებ, რაც კანს უფრო მოქნილს ტოვებს.

photo credit: Getty Images

რაიმე უნდა დავამატოთ თავის მოვლაში, რომ AHA მჟავები გამოვიყენოთ? იქნებ უფრო მეტი დამატენიანებელი პროდუქტი?

დიახ, უფრო მეტი დატენიანება საჭიროა. AHA მჟავები ზემოდან ქვემოთ მოქმედებენ, უხეშად რომ ვთქვათ, ჭუჭყიან ფანჯარას წმენდს, თქვენ კი ფანჯარა ხართ. ის ზედაპირულ ჭუჭს მოგაშორებთ. ჩვენი ამოცანაა დავრწმუნდეთ, რომ „ზედაპირზე“ ვისვამთ „კარგ“ საშუალებებს. ყოველთვის დამატენიანებელს ვისვამ, ცერამიდებზე ვგიჟდები. წარმოიდგინეთ, რომ მკვდარი უჯრედები მოვიშორეთ და სამყაროს ახალ, ლამაზ უჯრედებს ვანახებთ – აი, ისინი გარემოს და ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან უნდა დაიცვათ.

სწორედ ახლა მზისგან დამცავ კრემებზე მსურდა მეკითხა! შეიძლება თუ არა ზამთარში, როცა ულტრაიისფერი სხივების ინდექსი 0-ის ტოლია მჟავები გამოვიყენოთ და მზისგან დამცავი არა? ჩვენ ხომ გვირჩევენ, მზისგან დამცავი საშუალება მაშინ გამოვიყენოთ, როცა ინდექსი 3-ზე მეტია?

ყველაფერი, რაც 3-ზე ქვემოთ არის დაბალ რისკს შეიცავს, მაგრამ სიტყვა „რისკი“ მაინც არსებობს. ასეა? გამოდის, 16 წუთი საკმარისია, რომ დაიწვათ. მზე კვლავ იქაა, ულტრაისფერი სხივები მუდმივად ასხივებს. სახლშიც კი რისკის ქვეშ ვართ, როცა ფანჯარასთან ვსხედვართ. მაგალითად, მზისგან დამცავ კრემს სახლშიც ვისვამ, რომ თავი დავიცვა UVA სხივებისგან, რომლებმაც შეიძლება ფანჯარაშიც გაატაროს. მაშინაც კი, თუ ინდექსი 3-ზე დაბალია, რისკის ზონაში ვართ.

C ვიტამინი

photo credit: Getty Images

ახლა, C ვიტამინზე ვისაუბროთ: რომელი ფორმაა უფრო სტაბილური?

ჩვენ ვიყენებთ Tetrahexyldecyl Ascorbate (THD Ascorbate) – ეს წარმოებული C ვიტამინია, რომელიც ასკორბინის მჟავად გარდაიქმნება და კანზე ფერმენტულ რეაქციაში შედის. ანუ ქილაში THD Ascorbate არის, მაგრამ კანზე წასმისას იშლება, რეაქციაში შედის და ასკორბინის მჟავად გარდაიქმნება. ამის წყალობით C ვიტამინი უფრო სტაბილურია. ამასთან, მგრძნობიარე კანსაც უხდება.

რა ეფექტს მივიღებთ C ვიტამინის გამოყენებით?

C ვიტამინს დღეში ორჯერ ვიყენებ, დილას და საღამოს. ჩვეულებრივ, ყველა დილით იყენებს, რადგან შესანიშნავი ანტიოქსიდანტია, რომელიც კანს თავისუფალი რადიკალებისა და სიბერისგან იცავს. ეს ძალიან კარგია. თუმცა ყველამ არ იცის, რომ C ვიტამინი კოლაგენის სინთეზს და შენარჩუნებას ხელს უწყობს. გარკვეული გენის მუტაციის გამო მისი დამოუკიდებლად წარმოება არ შეგვიძლია, არადა არა მხოლოდ კოლაგენის, არამედ ორგანოების ჯანმრთელობისთვის საჭიროა. სწორედ ამიტომ,  საკვებით და სხვადასხვა საკვები დანამატებით C ვიტამინის მიღება აუცილებელია. გარდა ამისა, კანზეც უნდა წაისვათ. თუ დილით გამოყენებასთან ყველაფერი გასაგებია, მაშინ საღამოს უნდა წაისვათ, თუ აღდგენის გლობალური პროცესი მიდის. ამის წყალობით დილით კანი უკეთ გამოიყურება. ღამით ჯადოქრობა ხდება.

რომელ ასაკში უნდა დავიწყოთ C ვიტამინის გამოყენება?

ახალგაზრდობიდან. ოთხი შვილი მყავს: 2 ძალიან პატარა (3 და 5 წლის), 2 – მოზარდი (11 და 14 წლის). ჩემს 14 წლის ქალიშვილს უკვე სრულყოფილი კანის მოვლის სისტემა აქვს. 11 წლის შვილი კი მცირე მოვლის სისტემას იყენებს, მათ შორის C ვიტამინს. ჩემი აზრით, ეს კომპონენტი თავის მოვლაში რაც შეიძლება ადრე უნდა ჩავრთოთ.

რეტინოლი

photo credit: Getty Images

და ბოლო ინგრედიენტი, რეტინოლი. შეგიძლიათ მის შესახებ დეტალურად გვიამბოთ?

რეტინოიდები ძალიან მიყვარს. თუ მჟავებს გავიხსენებთ, ისინი ზედაპირზე მოქმედებენ და ზოგიერთი მათგანი კანის ღრმა ფენამდე აღწევენ. აი, რეტინოიდებთან საპირისპირო ამბავია – ისინი ქვემოდან ზემოთ მოქმედებენ. ზოგიერთი თვლის, რომ მჟავები და რეტინოიდები ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ ასე არაა. ისინი სადღაც შუაში ერთმანეთს ხვდებიან, ამიტომ რეკომენდებულია ორივე გამოიყენოთ.

წარმოიდგინეთ, კანის რამდენიმე ფენა, რომელიც მწიფე ყურძენს ჰგავს. რაც უფრო მაღლა ავდივართ, მით უფრო თხელი და ცუდი ხარისხისაა ყურძენი (ჩათვალე, ფენები). არადა ახალი ყურძენი გვსურს! რეტინოიდები ამის მიღწევის საშუალებას გვაძლევენ: ისინი ღრმად აღწევენ და მშრალ ყურძნებს „უბიძგებენ“, ამით ახალ, ენერგიულ უჯრედებს გვაჩვენებენ. ისინი კოლაგენის წარმოებას მხარს უჭერენ, ყურადღებას აქცევენ, რომ კანზე გამონაყარი არ იყოს, ნაოჭებს ასწორებენ. ყველასთვის შესანიშნავი კომპონენტია. თუ რეტინოიდების გამოყენებას ახლა იწყებთ, მცირე კონცენტრაცია და შესვენებებით გამოიყენეთ. მაგალითად, თუ იყენებთ შრატს A+ High-Dose Retinoid Serum მაღალი პროცენტით, სჯობს 2 დღე ზედიზედ წაისვათ, შემდეგ 2 დღე შეისვენოთ (თუმცა გამონაკლისები ყველგან არსებობს). შემდეგ დღეგამოშვებით სქემაზე გადადით, შემდეგ ყოველდღე გამოიყენეთ. ასევე შეგიძლიათ უფრო მსუბუქი საშუალებით დაიწყოთ, მაგალითად, ღამის ზეთი Luna Sleeping Night Oil.

რეტინოლის წასმა საღამოს მიყვარს, რადგან ამ დროს კანი აღდგენის პროცესს გადის. მოვიყვან მაგალითს: როცა დილით თითი გაიჭერით, სისხლის დენა წყდება, მაგრამ ჭრილობა რჩება. თუმცა მეორე დღეს ამჩნევთ, რომ ჭრილობა თითქმის შეხორცდა. ყველაფერი იმიტომ, რომ ორგანიზმი ღამით მთელ ძალებს აღდგენას უთმობს.

photo credit: Getty Images

რომელ ასაკში სჯობს რეტინოლის გამოყენების დაწყება? ჩვენთან მას ანტიასაკობრივ კომპონენტად მიიჩნევენ

როგორც უკვე ვთქვი, ჩემს 14 წლის გოგოს აკნესკენ მიდრეკილი კანი აქვს. მას შევურჩიე სახის კანის მოვლის რუტინა, სადაც შედის რეტინოლიც (მას ყოველდღე იყენებს), რომელიც გამონაყარს ებრძვის. ცოტა გამონაყარი დღემდე აქვს, რადგან ასეთი ტიპის კანი აქვს, მაგრამ ამ კომპონენტის გარეშე კონტროლს არ დაექვემდებარებოდა. რეტინოიდები უხდება სიწითლის, როზაცეას, კუპეროზისკენ მიდრეკლ და მგრძნობიარე კანს. მას ხომ ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს. რეტინოლს მკაცრად ანტიასაკობრივ კომპონენტს ვერ ვუწოდებთ, რადგან ბევრ სხვადასხვა ეფექტს იძლევა – დაწყებული აკნეს მოშორებით და დამთავრებული სახის ბზინვარებით.

რომელი კონცენტრაციით სჯობს რეტინოლის გამოყენება დავიწყოთ?

შესანიშნავი კითხვაა! რეტინოლი რეტინოიდების ჯგუფს მიეკუთვნება. მაგალითად, ჩვენს შრატში A+ High-Dose Retinoid Serum შედის 5% Retinoid Ester blend და 1% Liposomal-encapsulated Retinol Blend, ხოლო ღამის ზეთში Luna Sleeping Night Oil უფრო დაბალი კონცენტრაციის Retinoid Ester blend შედის. თუ დამწყები ხართ, გირჩევთ ეს უკანასკნელი აირჩიოთ, რადგან შეიძლება კანზე რეაქცია გამოიწვიოს. მცირე ხრიკი: შეგიძლიათ რეტინოიდი დამატენიანებელ კრემს აურიოთ – ასე კანი ნელ–ნელა მიეჩვევა. შრატი სწრაფად აღწევს, ხოლო კრემი – ნელა. ამრიგად, ცოტა ითამაშებთ და საშუალებებს ერთმანეთში აურევთ.

photo credit: Getty Images

მსმენია, რომ ვინც რეტინოლს იყენებს, სჯობს თავის მოვლის საშუალებები შეამციროს. ეს სიმართლეა?

რეტინოლს ყოველდღე ვიყენებ და ჩემს რუტინას მინიმალისტურს ვერ ვუწოდებ. რა თქმა უნდა, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ რეტინოლს ძალიან დიდი ხანია ვიყენებ. თუ დამწყები ხართ, კანს შესაჩვევად დრო მიეცით (ამ პროცესს ეწოდება retinolization). პირველ დღეებში ბევრი სიწითლეს და აქერცვლას აღნიშნავს – ეს შეჩვევის პროცესში ხდება. მესმის, რატომ იძლევიან რეტინოლის მცირე კონცენტრაციით დაწყების რეკომენდაციას. მე მეორე მხარეს წავიდოდი, პირიქით, პროდუქტებს დავამატებდი. მაგალითად, თუ რეტინოლი სიწითლეს იწვევს, მასთან ერთად გამოვიყენებდი კრემს ცერამიდებით, რომელიც კანის ბარიერს იცავს და აღადგენს. ექსპერიმენტებს ვატარებთ, მაგრამ იმისთვის, რომ კანმა თავი კარგად იგრძნოს. სხვათა შორის, სახის ზეთების და რეტინოიდების ერთად გამოყენება მიყვარს. მზისგან დამცავი საშუალება არ დაგავიწყდეთ.

მოდით, მგრძნობიარე კანზე შევჩერდეთ. ასეთ კანზე AHA მჟავების, C ვიტამინის და რეტინოლის გამოყენება შეიძლება? თუ ასეა, როგორ?

პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რატომ არის კანი მგრძნობიარე. თუ კანი მგრძნობიარე აუტოიმუნური დაავადებების, მაგრამ წითელა მჭამელას ან როზაცეას გამო გახდა, ეს სხვა საქმეა, თუ კანის ბარიერი დარღვეულია – სხვა. ამის გარკვევის შემდეგ რუტინის შედგენა მარტივია. ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ მგრძნობიარე კანის ხალხს ამ კომპონენტების გამოყენება შეუძლიათ. ზედიზედ ყველაფრის წასმას არავინ გირჩევთ. თანდათან გამოიყენეთ. მაგალითად, AHA მჟავები ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს, რეტინოიდები სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს. ჩვენს კანს შეგუების უნარი აქვს. მგრძნობელობა პრობლემა არაა, მეც მგრძნობიარე კანი მაქვს. უბრალოდ აქტიური ინგრედიენტები რუტინაში თანდათან გამოიყენეთ და მისი სიხშირე ნელ–ნელა გაზარდეთ. უბრალოდ ცოტა დრო მიეცით.

photo credit: Getty Images

ბოლო შეკითხვა, რომელი ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა მიიღეთ კანის მოვლასთან დაკავშირებით?

ორი რჩევა მომცეს, რომლებმაც ბევრ საკითხზე სხვანაირად დამაფიქრა. პირველი – კანი ზედმეტად არ გაიწმინდო, ეს სიტყვები ბებიამ მითხრა. მას სილამაზის ინდუსტრიასთან საერთო არაფერი ჰქონდა, მაგრამ 100%–ით მართალია. როცა ბევრ აგრესიულ დასაბან საშუალებას ვიყენებთ ან ამას ხშირად ვაკეთებთ, კანის ბარიერი ზიანდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი, ჭარბი ცხიმი და მგრძნობელობა. მნიშვნელობა არ აქვს, თუ როგორი ტიპის კანი გაქვთ, ზედმეტი წმენდა ყველასთვის საზიანოა. სხვათა შორის, მედალს მეორე მხარეც აქვს: ბევრი წმენდის ეტაპს საერთოდ ტოვებს. ხშირად ამას მშრალი კანის მფლობელები აკეთებენ, რადგან თვლიან, რომ ყოველდღე დაბანით ლიპიდები (კანის ცხიმი) საერთოდ აღარ ექნებათ. ჩვენ არც თუ ისე ხელსაყრელ გარემოში ვცხოვრობთ, რომელიც კანზე ყოველდღე კვალს ტოვებს და მას ჩამობანა სჭირდება. არ დაიჯერებთ, თუ რამდენიმე ადამიანი მეკითხება: „ძალიან ცუდია, თუ ძილის წინ მზისგან დამცავ საშუალებას არ ვიშორებ?“ ყოველთვის ვპასუხობ, ეს ძალიან საზიანოა, რადგან კანზე არა მხოლოდ მზისგან დამცავი საშუალბა, არამედ ქუჩის მტვერიც რჩება.

მეორე რჩევა – კანზე მუდმივად უნდა იზრუნოთ. შეგიძლიათ 1 კვირა შეისვენოთ, მაგრამ არა 5 წელი. როცა 20 წლის ხართ, უკვე კანზე უნდა იზრუნოთ, რომ 50 წლის ასაკში ღრმა ნაოჭები არ გქონდეთ.  ჩემი ქალიშვილი ზოგჯერ მეკითხება: „დედა, შეიძლება დღეს კანის მოვლა გამოვტოვო? ძალიან დავიღალე“. ამაზე მეცინება და ვპასუხობ: „არა, არ შეიძლება. მოკლე რუტინა ჩაიტარე, მაგრამ აუცილებლად წაისვი“. ჩვენ ყოველდღე უნდა დავიბანოთ, შრატი და კრემი წავისვათ. საკუთარ თავზე ვიზრუნოთ. როგორი დაღლილიც არ უნდა იყოთ, რუტინა ჩაიტარეთ.