საუკეთესო გიდი მაკიაჟის გასაკეთებლად: ახლა ზუსტად გეცოდინებთ, როგორ გაიკეთოთ სწორად

0
1150
photo credit: Shutterstock

ჰაილაითერი, კონსილერი, გლიტერი – თუ თვალები გიჭრელდებათ, როცა მაკიაჟის შესახებ მორიგ მასტერ კლასს უყურებთ და მხოლოდ წინაპირობას ხვდებით, Girl.ge–ს რედაქციის დღევანდელი სტატია თქვენთვისაა.

გიდი თვალის მაკიაჟის გასაკეთებლად

პირველ რიგში, თვალის სწორი მაკიაჟის სქემა ყურადღებით შეისწავლეთ.

photo credit: Shutterstock

ახლა დაიმახოსვრეთ!

  • წარბის ქვეშ:მონიშნულ ადგილას შეგიძლიათ წაისვათ სადაფისფერი ან გლუვი ღია ჩრდილები: კრემისფერი, სპილოს ძვლისფერი ან ვერცხლისფერი.
  • ზედა ქუთუთოს ნაკეცის ქვემოთ:აქ, მთავარი ჩრდილი წაისვით, რომელიც აირჩიეთ, ან ფანქრით დაჩრდილეთ ისე, რომ თანაბარ ტონს მიაღწიოთ. თუ თვალის ჩრდილების პალიტრას იყენებთ, მაშინ ამ ზონაზე საშუალო ტონი გამოიყენეთ.
  • ზედა ქუთუთოს ნაკეცის ზემოთ:მთავარ ჩრდილთან შედარებით რამდენიმე ტონით მუქი ჩრდილი ან პალიტრის ყველაზე მუქი ჩრდილი. როგორ შევიღებოთ თვალები სწორად? თუ დაწეული ზედა ქუთუთო გაქვთ (ნაკეცი საკმაოდ ღრმაა), ყურადღება მიაქციეთ, რომ მუქი ჩრდილი ჩანდეს მაშინ, როცა თვალები გახელილი გაქვთ.
  • თვალის გარე კუთხე:მთავარ ჩრდილზე 1–2 ტონით მუქი ჩრდილი ან ფანქარი კარგად ჩაშალეთ.
  • ზედა წამწამების ზრდის ხაზი:წამწამების ძირებში წაისვით თხევადი ლაინერი, წვრილი მკვეთრი ფანქარი ან უბრალოდ ტუში. წამწამები კარგად შეიღებეთ.
  • ქვედა ქუთუთოს შიდა კონტური:წაისვით მუქი ფანქარი, თუ დრამატული სტილი გსურთ, ან ღია, კანისფერი – თუ გსურთ, თვალი უფრო დიდი გამოჩნდეს.
  • ქვედა წამწამების ზრდის ხაზი:აქ ღია (მაგრამ არა თეთრი) მატე ჩრდილი ჩაშალეთ, რომ თვალები „გახსნათ“.
  • თვალის შიდა კუთხე:ღია სადაფისფერი ჩრდილით მსუბუქად შეეხეთ.

თვალის მაკიაჟი მზადაა!