მოიშორეთ ქერტლი ერთხელ და სამუდამოდ: კოსმეტოლოგის რეკომენდაციები

0
1034
photo credit: Getty Images

მოდით, გამოვიცნოთ: თმის მდგომარეობას ყურადღებას აქცევთ, შამპუნის ეტიკეტებს სწავლობთ, ბალზამებს და თმის ზეთებს იყენებთ. ასეა? თითქოსდა, ყველაფერს აკეთებთ, რომ თმა მდიდრულად გამოიყურებოდეს. ქერტლი კი არსად ქრება და თქვენს იმიჯს აფუჭებს.

ქერტლი – დაავადება, რომელსაც კოსმეტიკური საშუალებებით ვერ განკურნავთ. ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი დროებით ეფექტს იძლევა (სანამ იყენებთ), შემდეგ პრობლემა ბრუნდება. სჯობს ერთხელ ექიმთან მიხვიდეთ, ვიდრე შამპუნებში უსასრულოდ ფული დახარჯოთ.

ბრიტანული სალონების ქსელის Saco-ს მთავარი ექიმი ოლგა გრინი, ექიმი დერმატოლოგი, ტრიქოლოგი და სამედიცინო მეცნიერების კანდიდატი Girl.ge–ს რედაქციასთან საუბრობს, თუ როგორ მოიშოროთ ქერტლი ერთხელ და სამუდამოდ.

„ქერტლს თავის კანის აქერცვლა ახასიათებს. დღეს უკვე ქერტლი მხრებზე აღარ იყრება: ის ინიღბება. პირველ რიგში, ეს სამკურნალო შამპუნების ფართო გამოყენებით არის განპირობებული, რომლებიც პრობლემას ახშობენ, მაგრამ არ კურნავენ“.

ქერტლის გაჩენის მიზეზები

შეღებილი თმა

„ქერტლი შეიძლება თმის შეღებვიდან 3-4 დღეში გამოჩნდეს. როგორც წესი, მას ქავილი და თავის კანის სიწითლე ახლავს. ჩვეულებრივ, ასეთი მდგომარეობა მაქსიმუმ 2 კვირა გრძელდება და დამოუკიდებლად ქრება. თუ ასეთ საღებავს ხშირად გამოიყენებთ, შედეგად ალერგიას და ქრონიკულ ანთებას მიიღებთ. სიმპტომების გაქრობას შეძლებთ შამპუნით Dixidox DeLuxe Antidandruff და ლოსიონით Dixidox DeLuxe Antidandruff Lotion. ერთად არა მხოლოდ ქერტლს მოგაშორებთ, არამედ მის განმეორებით გამოჩენას თავიდან აგაცილებთ. ასევე კანის ცხიმის (სებუმის) გამოყოფას დაარეგულირებს.

არასწორი შამპუნი

ჩვეულებრივ, არასწორი შამპუნის გამოყენების შემდეგ აქერცვლა და ქავილი ჩნდება. ამ შემთხვევაში შამპუნი შეცვალეთ, მაგალითად, უსულფატო Luminox Shine Shampoo №001. მასში სულფატები და პარაბენები არ შედის. თმის გამოკვება შამპუნში შემავალი შვრიის და რაფსის სპეციალური ამინომჟავებით ხდება, რომლებიც თმას ჯანსაღ, მოვლილ იერს სძენს.

კუჭ–ნაწლავის ტრაქტის პრობლემები

სანამ კუჭ–ნაწლავის ტრაქტის სწორ მუშაობას არ აღადგენთ, თავის ჯანმრთელი კანი დაივიწყეთ. გირჩევთ გასტროენტეროლოგთან მიღებაზე ჩაეწეროთ.

მავნე ნახშირწყლები

ტორტების, შოკოლადების, კანფეტების, ფუნთუშების, კრუასანების ჭამასა და თმის ცხიმიანობის გაზრდის ფონზე ქერტლის გაჩენას შორის კავშირი უკვე დამტკიცებულია. მარტივი ნახშირწყლები ცხიმოვანი თმის ფოლიკულების მუშაობას ააქტიურებენ. ამ შემთხვევაში მარტივი ნახშირწყლების მიღებას მოერიდეთ.

როგორ მოვიშოროთ ქერტლი

მეთოდი № 1: მექანიკური პილინგი

სკალპის რეგულარული პილინგი გაიკეთეთ, რადგან ქერტლი თმის ნორმალურ ზრდას ხელს უშლის. მაგალითად, ბრენდს Dixidox DeLuxe უკვე აქვს მექანიკური პილინგის საშუალება Dixidox DeLuxe Peeling, რომელშიც შედის ხილის მჟავები და სალიცილის მჟავა, გარგარის კურკის მცენარეული ექსტრაქტი და პუდრი. ბუნებრივი ხილის მჟავების წყალობით ზედაპირული კერატინის ქერცლი შორდება, თავის კანი ტენიანდება და იმუნიტეტი აქტიურდება. თავის კანი უფრო ჯანსაღი, რბილი და ხავერდოვანი ხდება.

მეთოდი № 2: ღრმად გამწმენდი ლოსიონი

სპეციალური ლოსიონები გამოიყენეთ. მაგალითად Detox Deep Cleansing Lotion №004 შეიცავს საფუარისგან მიღებულ ნატურალურ კომპონენტს, რომელიც უჯრედული დეგრადაციის პროდუქტების მოშორებას ხელს უწყობს. დაახლოებით 3 მლ ლოსიონი მშრალ ან ნოტიო თავის კანზე წაისვით. მსუბუქად დაიმასაჟეთ. თავი არ ჩამოიბანოთ, სამკურნალო კომპონენტებს ღრმად შეღწევის საშუალება მიეცით. თუ თავის დაბანას აპირებთ, ლოსიონი დაბანამდე 4 საათით ადრე წაისვით.

მეთოდი № 3: ქიმიური პილინგი

პილინგი – ყველაზე მოქმედი მეთოდი ქერტლთან საბრძოლველად. სალონებსა და ტრიქოლოგიურ კლინიკებში არსებობს ქიმიური პილინგი გლიკოლის მჟავაზე დაფუძნებით, რომელიც სპეციალურად სკალპისთვის შექმნეს. ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით თავის კანის ღრმა წმენდა თმის ფოლიკულების გაწმენდას ხელს უწყობს. სალონში Saco გამოიყენება კოსმეტიკური ბრენდის საშუალება Time to grow 30 и 50 %.

მეთოდი № 4: გლობალური მიდგომა

პირველ რიგში, დაადგინეთ, როგორი ქერტლი გაქვთ – მშრალი თუ ცხიმიანი.

მშრალი ქერტლი დაბანიდან 1-2 დღეში ჩნდება, ის ბევრია, ადვილად შორდება, თან ახლავს სუსტი, მტვრევადი თმა და სკალპის ქავილი. მისი გაჩენის მიზეზები: ჰორმონალური პრობლემები, ცუდი კვება, ვიტამინების დეფიციტი, მავნე ჩვევები, ცუდი კოსმეტიკა. თუ მშრალი ქერტლი გაქვთ, ვიტამინების კომპლექსი დალიეთ, რომელიც B6 და PP ვიტამინების ჯგუფებს შეიცავს. ასეთი ვიტამინებით ბევრი ხილი, ბოსტნეული და ზღვის პროდუქტი სავსეა. ასევე ხარისხიანი კოსმეტიკური საშუალება გამოიყენეთ.

ცხიმიანი ქერტლი მოგვიანებით ჩნდება, 3-5 დღეში, ის მოყვითალო, შეხებისას ცხიმიანია, რთულია ჩამოვარცხნა. ის თავის კანის ცხიმოვანი ჯირკვლების ცუდი ფუნქციონირების და დარღვეული ნივთიერებათა ცვლის გამო ჩნდება. ცხიმიანი ქერტლის სამუდამოდ მოსაშორებლად ორგანიზმი წიდებისგან გაწმინდეთ, სწრაფი კვების პროდუქტებზე, ცხიმიან კერძებზე, ტკბილეულზე, გაზიან სასმელს უარი თქვით. აუცილებლობის შემთხვევაში წონაში დაიკელით, ჰორმონალური ფონი შეამოწმეთ, რეცეპტით სპეციალური პრეპარატები გამოიყენეთ და ქერტლის საწინააღმდეგო შინაურული ნიღბები გამოიყენეთ.

დაიმახსოვრეთ: ქერტლის გაჩენის მიზეზების მიუხედავად, აუცილებელია ტრიქოლოგს მიმართოთ, რომ სერიოზული რამ არ გამოგრჩეთ.