იაფი და მაგარი: ყველაზე ეფექტური შინაურული სახის ნიღბები

0
1175
photo credit: Getty Images

მზა კოსმეტიკური სახის ნიღბების უდიდესი არჩევანის მიუხედავად, ბევრი ქალი დღემდე შინ მომზადებულ საშუალებას იყენებს. რატომ? პირველ რიგში, ხელნაკეთი ნიღბები ზოგჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე ნაყიდი. მეორეც, ნამდვილად იცით, თუ რას ისვამთ სახეზე, რადგან ინგრედიენტები თავად შეარჩიეთ და შეურით. Girl.ge–ს რედაქცია ყველაზე ეფექტური შინაურულ სახის ნიღბებს გთავაზობთ.

აირჩიეთ ის, რომელიც დღეს თქვენი კანის მენიუში იქნება.

„ნატურალურის“ თაყვანისმცემლებს შორისაა მწერალი და მოდელი ალა ლაგუტინა. მას ვთხოვეთ საკუთარი გამოცდილების საფუძველზე ციმბირული სილამაზის რეცეპტების საიდუმლოებები და სახის კანის მოვლის შესახებ რჩევები გაეზიარებინა.

„ციმბირში დავიბადე და გავიზარდე. იმ დროს ისეთი მრავალფეროვანი სახის ნიღბები არ გვქონდა, როგორც ახლა. შინაურული თავის მოვლა უფრო იძულებითი იყო, ვიდრე მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტების გამოყენებისკენ სწრაფვა. ჩვენს დროში უმეტესობა საკუთარი ხელით მომზადებულ საშუალებას უპირატესობას ანიჭებს, რადგან ამ შემთხვევაში მის შემადგენლობასა და ხარისხში 100%–ით დარწმუნებული ხართ. მთავარია, ბუნებრივ კომპონენტებზე ალერგიული რეაქციები გაითვალისწინოთ. გიზიარებით ჩემი ბავშვობის დროინდელ ნიღბებს, ასევე ახალ რეცეპტებს, რომელთა დახმარებით ნამდვილად რეალურ შედეგს ვხედავ“ – ამბობს ექსპერტი.

სოდის ნიღაბი

„ამ ნიღბის შესახებ დედამ მიამო. ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში სოდის უნიკალური გამწმენდი და ამქერცლავი თვისებების დახმარებით კანის ნაკლოვანებებს ებრძოდა. ასეთი ნიღბის გამოყენების კურსი 1–3 თვეს მოიცავს.

რეცეპტი: 1 ჩ/კ სოდა და თბილი თაფლი აურიეთ ისე, რომ ელასტიური მასა მიიღოთ. სახეზე 20 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ წყლით ჩამოიბანეთ. თუ ნათელი კანის ეფექტი გსურთ, 1–2 წვეთი ლიმონის წვენი დაუმატეთ. გაითვალისწინეთ, რომ ეს ნიღაბი თაფლზე ალერგიულებს არ უხდებათ. თხელი, მშრალი და მგრძნობიარე კანის მფლობელებმა ფრთხილად უნდა გამოიყენონ.

ეფექტი: ნიღაბი კანს კარგად წმენდს, ზედმეტ ცხიმს აშორებს, ანთებას აქრობს, აკნეს და ფერიმჭამელებს აქრობს, ფორებს ავიწროებს, სახის ფერს აუმჯობესებს, უჯრედების აღდგენას და გაახალგაზრდავებას ხელს უწყობს.

მნიშვნელოვანია! თაფლი თბილი უნდა იყოს! 45°C–ზე მეტად გახურებისას თავის სასარგებლო თვისებებს კარგავს, უფრო მეტიც, კანცეროგენული ხდება.

კვერცხის ნიღაბი

კიდევ ერთი რეცეპტი ციმბირული წარსულიდან. ასეთი ნიღაბი თანამედროვე ნიღაბ–ფირებს შესანიშნავად ჩაგინაცვლებთ, ეფექტს კი პირველივე გამოყენებაზე დაინახავთ.

რეცეპტი: კვერცხის გული და ცილა დააცალკევეთ. ცილა მთელ სახეზე წაისვით (თვალის ირგვლივ ნაზ კანს მოერიდეთ). 15-20 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ. ცილას დამჭიმავი თვისებები აქვს, ამიტომ ასეთი ნიღაბი მშრალ ან გაღიზიანებულ კანს არ უხდება.

ეფექტი: ნიღაბი ცხიმოვან სიპრიალეს აქრობს, გაფართოებულ ფორებს ავიწროებს, შავ წერტილებს აქრობს, კანს უფრო მოქნილს, ელასტიკურს და ხავერდოვანს ხდის, ანთებას აშუშებს.

photo credit: Getty Images

დამატენიანებელი ნიღაბი ხალვით

ახალი ნიღბებიდან გირჩევთ შესანიშნავ საშუალებას ჰალვით. უცნაურად ჟღერს, მაგრამ მარტივად აგიხსნით: ამ საყვარელ აღმოსავლურ ტკბილეულში ბევრი მცენარეული ცხიმი, კანისთვის აუცილებელი საკვები მჟავები, პროტეინები, გლუკოზა, მინერალური მარილი, ვიტამინები და მიკროელემენტები შედის.

რეცეპტი: ჰალვის პატარა ნაჭერი დასრისეთ, ცოტა წყალი დაუმატეთ და ფაფის მიღებამდე აურიეთ. სახეზე მინიმუმ 30 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ ოთახის ტემპერატურის წყლით ჩამოიბანეთ. ნიღაბი ცხიმიან კანზე სიფრთხილით გამოიყენეთ.

ეფექტი: ნიღაბი უჯრედების აღდგენას, კანის გაახალგაზრდავებას ხელს უწყობს, ნაადრევი ჩამოწელვისგან იცავს, ნაოჭებს ასწორებს, კარგად ატენიანებს.

photo credit: Getty Images

კბილის პასტის ნიღაბი

სახლში ნიღბის მომზადებას ნებისმიერი ტიპის კანისა და სხვადასხვა პრობლემის მოსაშორებლად შეძლებთ. ნიღაბი კბილის პასტით გამონაყარის საწინააღმდეგო შესანიშნავი საშუალებაა.

რეცეპტი: ნებისმიერი კბილის პასტა სახეზე თანაბარ თხელ ფენად წაისვით, მნიშვნელობა არ აქვს კანი სველია თუ მშრალი (თვალის ირგვლივ კანს მოერიდეთ!), 3 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღაბი მგრძნობიარე და კბილის პასტაში შემავალ კომპონენტებზე ალერგიულ კანს არ უხდება.

ეფექტი: ნიღაბი კანს წმენდს, აღადგენს და აახალგაზრდავებს, გამონაყარს ეფექტურად ებრძვის, შავ წერტილებს აქრობს, სახეს უფრო დაჭიმულს და ახალგაზრდულს ხდის.

მნიშვნელოვანია! ასეთი ნიღაბი მაქსიმუმ კვირაში ერთხელ გამოიყენეთ. გამწმენდ თვისებებს გააძლიერებთ, თუ პასტის წასმის შემდეგ სახეს რბილი ჯაგრისით ნაზად დაიმასაჯებთ.

საფუარის ნიღაბი

ახლა ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული და ბევრისთვის საყვარელი საფუარის ნიღბის დრო დადგა. საფუარი მდიდარია ვიტამინებით მიკრო და მაკროელემენტებით, ორგანული მჟავებით, პოლისაქარიდებით და ლიპიდებით. ნიღაბი ყველა ტიპის კანს უხდება, მაგრამ აკნეზე, შავ წერტლებზე, გაუწყლოებულ და მშრალ კანზე, მოქნილობა შემცირებულ კანზე ჯადოსნურ ეფექტს ახდებს.

რეცეპტი: 10 გრ საფუარი კეფირს ან მაწონს აურიეთ, სახეზე 20 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ წყლით ჩამოიბანეთ.

ეფექტი: ნიღაბი პირველივე გამოყენებაზე ღრმა გაწმენდას გპირდებათ. გარდა ამისა, პრობლემური კანის მდგომარეობას აუმჯობესებს, ანთებას აქრობს, ფორებს ავიწროებს, დაბერების პროცესს ანელებს, ატონიზირებს, კოლაგენის სინთეზს ხელს უწყობს, ნაოჭებს ასწორებს.

პირადი რჩევა ყველასთვის: არასდროს გაიღიმოთ, სანამ ნიღაბს არ ჩამოიბანთ. მიმიკური კუნთები უმოძრაო უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ნაოჭებს მხოლოდ გააღრმავებთ. სჯობს დაწვეთ და მოდუნდეთ.

ლუდის ნიღაბი კომბინირებული კანისთვის

ლუდი – ინგრედიენტი, რომელიც ნებისმიერი ტიპის კანზე შეგიძლიათ გამოიყენოთ, განსაკუთრებით სასარგებლოა მომატებული ცხიმიანობის და გამონაყარის დროს. აგრესიული მჟავების და ანტიმიკრობული კომპონენტებისგან განსხვავებით, რომლებიც აკნეს საწინააღმდეგო მზა საშუალებებში შედის, შინაურული ლუდის ნიღაბი კანს არ აშრობს. გირჩევთ, ლუდს დაუმატოთ შვრია, რომელსაც გამწმენდი, ანთების საწინააღმდეგო თვისებები და ნაზი პილინგ ეფექტი აქვს.

რეცეპტი: 2 ს/კ ღია ფერის ლუდი 1 ს/კ შვრიის ფანტელებს, 1 კვერცხის გულს და 2 წვეთ სალბის ზეთს აურიეთ. სახეზე სქელ ფენად წაისვით, 15-20 წუთით გაიჩერეთ, თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ეფექტი: ვარდისფერი, ერთფეროვანი კანი, ანთება გამქრალია. ამ მარტივი ნიღბის გამოყენების შემდეგ აქერცლილ კანს მოიშორებთ, კანი უფრო თანაბარი გახდება, ხოლო ცხიმოვანი ბზინვარება გაქრება.

დამატენიანებელი და დამამშვიდებელი ალოეს ნიღაბი

შინაურული ალოეს ნიღბის მოსამზადებლად ახალი წვენი გამოიყენეთ. ამისთვის ქვედა და საშუალო ფოთლები მოჭერით, ხორცსაკეპ მანქანაში დააქუცმაცეთ  და მიღებული ფაფა გაწურეთ. შინაურული ნიღბების გამოცდილ მოყვარულებს ვურჩევ წვენის შეგროვებამდე ალოე მთელი 2 კვირა არ მორწყან (არ ინერვიულოთ, ალოეს არაფერი მოუვა!). სანამ ინგრედიენტებს შეურევთ, ალოეს ფოთლები მაცივარში შეინახეთ.

რეცეპტი: 1 ს/კ ალოეს წვენი და 1 ს/კ თაფლი აურიეთ. სუფთა სახის კანზე წაისვით (სურვილის შემთხვევაში, ყელის და დეკოლტეს კანზე), 15-20 წუთით გაჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ბოლო ეტპაზე გრილი წყლით დაიბანეთ.

ეფექტი: დაჭიმული და დატენიანებული კანი. აქერცვლა და სიწითლე გაქრება, კურსის გამოყენების შემდეგ სისხლძარღვები გაძლიერდება, შედეგად კუპეროზი გაქრება.

photo credit: Getty Images

მკვებავი ნიღაბი ავოკადოთი და იოგურტით

ავოკადო მდიდარია სასარგებლო მჟავებით, რომლებიც კანს კვებავს, მას რბილს და ელასტიკურს ხდის. ხალხური ნიღბები ავოკადოთი როგორც მშრალ, ასევე ცხიმიან კანს ეხმარება, ნაოჭების წარმოქმნას აფერხებს, სახეს ჯანსაღ ტონს ანიჭებს. დღეს ბევრი კოსმეტიკური ბრენდი ავოკადოს თავიან საშუალებებში იყენებს, მაგრამ ბევრს დაზოგავთ, თუ ნიღაბს სახლის პირობებში მოამზადებთ.

რეცეპტი: ¼ ავოკადო დაჭყლიტეთ, 1 ჩ/კ ნატურალური იოგურტი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. სახეზე 10-15 წუთით წაისვით.

ეფექტი: კანი დატენიანებული, რბილი და გლუვია, სიწითლის და აქერცვლის გარეშე.

ავოკადოს, თაფლის და ლიმონის ნიღაბი პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგოდ

ლიმონის წვენის და თაფლის კომბინაცია პიგმენტაციის საწინააღმდეგოდ შესანიშნავ ფორმულას ქმნის. თუ კანზე მუქი ლაქები და არათანაბარი ტონი გაწუხებთ, ეს მარტივი ნიღაბი სცადეთ!

რეცეპტი: ¼ ავოკადო პიურეს მიღებამდე დაჭყლიტეთ, ნახევარი ჩ/კ თაფლი და ამდენივე ახალი ლიმონის წვენი დაუმატეთ და აურიეთ. 20 წუთით სახესა და ყელზე წაისვით. ჯერ თბილი, შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

ეფექტი: ლიმონის წვენის და თაფლის წყალობით შინაურულ ნიღაბს გამაღიავებელი ეფექტი აქვს, ავოკადო კი დამატენიანებელი და მკვებავი თვისებების წყალობით მჟავების მოქმედებას კომპენსირებს.

ბანანის ნიღაბი მოწიფული კანისთვის

ბანანი კანისთვის ბევრ სასარგებლო თვისებას შეიცავს. მასში შედის ხილის მჟავები, ამინომჟავები და C ვიტამინი, რომლებიც კანის დამცავ ფუნქციას აძლიერებენ, კანს აღიავებენ და აჯანსაღებენ. B ჯგუფის ვიტამინებს ანთების საწინააღმდეგო და შემახორცებელი მოქმედება აქვს, A ვიტამინი ქსოვილების განახლების პროცესს აჩქარებს, E ვიტამინი გამაახალგაზრდავებელი თვისებებით ცნობილია, კოლაგენის წარმოებას სტიმულირებს, რომელიც კანს ელასტიკურობას და ტონუსს მატებს.

რეცეპტი: 1 ბანანი ჩანგლით დაჭყლიტეთ, 2 ჩ/კ თაფლი და 50 გრ იოგურტი აურიეთ. ნიღაბი 10 წუთით გაიჩერეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ეფექტი: ხალხური ნიღაბი სახეს ამშვიდებს, დაკარგულ მოქნილობას ებრძვის. იდეალურია მშრალი და ასაკოვანი კანისთვის.

photo credit: Getty Images

შვრიის ნიღაბი ფორების შესავიწროებლად

შვრიის მარცვლებს სახის გამწმენდ შინაურულ ნიღბებში უძველესი დროიდან იყენებენ. შვრია შეიცავს ტიამინს და რეტინოლს, რომლებიც კანის აღდგენას აჩქარებენ. C ვიტამინი მოქმედებს, როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც სახის ფერის განათებას და გათანაბრებას ხელს უწყობს, კანს ენერგიას და ბზინვარებას მატებს.

რეცეპტი: 1 ს/კ დაქუცმაცებულ შვრიის ფანტელებს 60-75 მლ თბილი წყალი დაასხით და გასასივებლად გააჩერეთ. 1 ს/კ ცისფერი თიხა დაუმატეთ და კარგად აურიეთ. სახეზე წაისვით და სრულ გაშრობამდე გაიჩერეთ. თბილი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურა დამატენიანებელი კრემით დაასრულეთ.

ეფექტი: ნიღაბი ფორებს ღრმად წმენდს და ავიწროებს. კანი თანაბარ მიკრორელიეფს იღებს, სახის ტონი კი უფრო ჯანსაღი და ბზინვარე ხდება. საშუალება ანთებას აშრობს და მის სწრაფად შეხორცებას ხელს უწყობს.

სახის ნიღაბი კეფირით კომპლექსური მოვლისთვის

მარტივი შინაურული ნიღაბი ძვირფას ანალოგს არაფრით ჩამოუვარდება. თუნდაც კეფირის ნიღაბი აიღეთ, რომელიც ერთდროულად რამდენიმე პრობლემას აგვარებს: ჰიპერპიგმენტაცია, ანთება, მოქნილობის დაკარგვა, ჭარბი ცხიმიანობა და შავი წერტილები.

რეცეპტი: 1 კვერცხის ცილა სქელი ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ, 1 ს/კ თხევადი თაფლი და 3 ს/კ კეფირი დაუმატეთ. სუფთა, დაორთქლილ კანზე წაისვით და 25 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ეფექტი: ლაქტობაქტერიებს დეტოქს ეფექტი აქვს, რაც კანს სუფთას და ბზინვარეს ხდის. თუ შინაურულ ნიღაბს მინიმუმ კვირაში 2–ჯერ გამოიყენებთ, შეამჩნევთ, რომ აკნეს გამოვლენა შემცირდა, სახე უფრო დაჭიმული და დატენიანებულია, აქერცვლა გაქრა.

photo credit: Getty Images

ანტიასაკობრივი ნიღაბი ჟელატინით

როგორ მივიღოთ სალონური ლიფტინგის ეფექტი შინაურული ნიღბით? ყურადღება ჟელატინს მიქციეთ. ბევრი ირწმუნება, რომ ჟელატინის ნიღბის ეფექტი ბოტოქსის ინექციების ეფექტს ჰგავს. შეგიძლიათ თავად შეამოწმოთ, მით უმეტესს, ჟელატინი უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ბოტოქსი. მისი ეფექტი დიდი რაოდენობით კოლაგენის შემცველობით არის განპირობებული, რომელიც ჩვენი კანის მონათესავეა და მოქნილობას და ელასტიურობას უზრუნველყოფს.

რეცეპტი: 1 ჩ/კ ჟელატინის ფხვნილს 6 ჩ/კ რძე დაასხით. ნარევი გააცხელეთ. 1 ს/კ კეფირი (საშუალო ცხიმიანობა) და 5-10 გრ ფქვილი დაუმატეთ, აურიეთ და სახეზე 20 წუთით გაიჩერეთ.

ეფექტი: კანი უფრო მკვრივი გახდება, ტონუსი გაიზრდება, სახე ჯანსაღ იერს იძენს. შინაურულ ნიღაბს ჟელატინით პიგმენტურ ლაქებს აღიავებს და ფორებს ავიწროებს.

ნიღაბი სახამებლით ლიფტინგისთვის

ერთი შეხედვით, კანისთვის უსარგებლო პროდუქტი სინამდვილეში ბევრ ღირებულ თვისებას მალავს. სახამებელში შემავალი B ჯგუფის ვიტამინები რეგენერაციას აჩქარებს და ელასტინის წარმოებას სტიმულირებს, PP ვიტამინი ზოგიერთი კანის დაავადების განვითარებას აფერხებს, C ვიტამინი კანს აახალგაზრდავებს. ხალხური ნიღბები სახამებლით ნებისმიერი ტიპის კანს უხდება. პროდუქტი გაღიზიანებას არ იწვევს, პირიქით, ანთებით უბნებს ამშვიდებს, ფორებს ხსნის, ცხიმოვან სიპრიალეს ამცირებს, ასაკობრივ ცვლილებებს ებრძვის.

რეცეპტი: 1 ს/კ სახამებელი 100 მლ ცივ წყალს დაუმატეთ, კარგად აურიეთ. შემდეგ 50 მლ ცხელი წყალი დაუმატეთ და ცეცხლზე დადგით. სრულ გასქელებამდე აურიეთ, მაგრამ ადუღებამდე არ მიიყვანოთ. შემდეგ გააგრილეთ და 1 ს/კ არაჟანი და 1 ს/კ თაფლი დაუმატეთ. ნიღაბი 20-40 წუთით სახეზე გაიჩერეთ. თუ კურსის ჩატარება გსურთ, სახამებლის ნარევი მაცივარში რამდენიმე დღით შეინახეთ.

ეფექტი: შთამბეჭდავი ლიფტინგი! შინაურული ნიღაბი შეგიძლიათ მნიშვნელოვანი წვეულების წინ სწრაფი შედეგის მისაღებად ან დაგროვებითი ეფექტისთვის კურსებად გამოიყენოთ.

მწვანე ჩაის ნიღაბი ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის

მწვანე ჩაი არა მხოლოდ დალევისას იძლევა სასარგებლო ეფექტს. მისგან ნატურალური ნიღაბი მოამზადეთ. ჩაის ფოთლები მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც თქვენს კანს ახალგაზრდულ და ჯანსაღ იერს დაუბრუნებს.

რეცეპტი: 1 ს/კ საფუარი, ამდენივე ჩაი აურიეთ და ცოტა მდუღარე წყალი დაასხით. 20 წუთით დააყენეთ, შემდეგ 1 ჩ/კ ლიმონის წვენი დაუმატეთ. სახეზე 20 წუთით გაიჩერეთ, წყლით ან ასევე მწვანე ჩაის სუსტი ნაყენით ჩამოიბანეთ.

ეფექტი: შინაურული ნიღაბი იდეალურია ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის. ის ატონიზირებს, სახის ფერს აჯანსაღებს, ფორებს ოდნავ ავიწროებს და ზედმეტ ცხიმს აქრობს. გარდა ამისა, მწვანე ჩაი გამონაყარის და ანთების შეხორცებას ხელს უწყობს.

კარტოფილის ნიღაბი სიბერის საწინააღმდეგოდ

კარტოფილი შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს (კოლაგენის და ელასტინის სინთეზს სტიმულირებს, ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას არეგულირებს), C ვიტამინს (ფორებს ავიწროებს, ნაოჭებს ასწორებს, კანს ჭიმავს) და უიშვიათესი K ვიტამინს (ათეთრებს, პიგმენტურ ლაქებს აქრობს). კარტოფილის ნიღაბი სასარგებლოა მათთვის, ვისაც სიბერის შენელება, სუფთა და გლუვი კანის მიღება სურთ.

რეცეპტი: კარტოფილი და ვაშლი გათალეთ და გახეხეთ. ერთგვაროვანი პიურეს მიღებამდე აურიეთ. ნიღაბი 15-20 წუთით წაისვით. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და დამატენიანებელი კრემი წაისვით.

ეფექტი: მარტივი შინაურული ნიღაბი ლიფტინგის ეფექტით კანს ვიტამინებით და ანტიოქსიდანტებით ამდიდრებს. ვაშლის ხილის მჟავები კანს მკვდარ უჯრედებს ნაზად აშორებს, ბუნებრივ სიგლუვეს და სიჯანსაღეს მატებს.

photo credit: Getty Images

კიტრის ნიღაბი პრობლემური კანისთვის

კიტრი მხოლოდ წყლისა და მინერალებისგან შედგება, რაც აბსოლუტურად ჰიპოალერგიულ პროდუქტად აქცევთ. ყველაზე მგრძნობიარე კანსაც უხდება. ის შეიცავს ჩვენთვის უკვე ცნობილ B ჯგუფის ვიტამინებს, E და C ვიტამინებს, ასევე პანთოტენორუ მჟავას, რომელიც ნაოჭებს ამცირებს, და ფილოხინონს, რომელიც კანს ათეთრებს და სახის ფერს ათანაბრებს.

რეცეპტი: ნახევარი კიტრის წვენი 2 ს/კ ხაჭოს აურიეთ, ნიღაბი 15-20 წუთში ჩამოიბანეთ.

ეფექტი: კიტრის ნიღაბი უსაფრთხო ნატურალური საშუალებაა, რომელიც აკნეს, გამონაყარს, შავ წერტილებს და სახის არათანაბარ ფერს მოგაშორებთ.

არაჟნის ნიღაბი პრობლემური კანისთვის

ეფექტური, მაგრამ მარტივი ნიღბის მოსამზადებლად ცხიმიანი არაჟანი აიღეთ, რომელიც E ვიტამინით მდიდარია, კანის დაბერებას ანელებს, პიგმენტაციას აღიავებს და არასრულყოფილებას აქრობს. გარდა ამისა, მასში შემავალი A ვიტამინი კანს აახალგაზრდავებს და ათანაბრებს. ის კოლაგენის და ელასტინის წარმოებას სტიმულირებს, ქსოვილებს სწრაფად განახლებას აიძულებს.

რეცეპტი: საუკეთესო შინაურული ნიღბის მოსამზადებლად 1 მუჭა სამკურნალო გვირილა დააქუცმაცეთ და თანაბარი პროპორციით არაჟანი აურიეთ. სახეზე 15-20 წუთით გაიჩერეთ.

ეფექტი: გვირილა გაღიზიანებულ კანს ამშვიდებს, სიწითლეს და ანთებას აქრობს. არაჟანი მკვებავ და მათეთრებელ კომპონენტებს შეიცავს, რომლებიც კანს უფრო ნაზს, გლუვს და თანაბარს ხდის.

ანტიასაკობრივი ნიღაბი ხურმით

ხურმით არა მხოლოდ კუჭი, არამედ კანიც შეგიძლიათ დაანაყროთ. ეს ღია ნარინჯისფერი ნაყოფი მდიდარია ბეტა კაროტინით, A ვიტამინის წინამორბედით, რომლის შესახებ, ალბათ, ბევრი გსმენიათ, თუ ბესტსელერი კოსმეტიკური საშუალებების შემადგენლობით დაინტერესებული ხართ. ხურმის ნიღბის დახმარებით ლამაზ კანს თეთრებში მიიღებთ!

რეცეპტი: ნახევარი მწიფე ხურმა, 1 ს/კ ცხიმიანი ნაღები და რამდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთი (ნუშის, ქოქოსის ან სელის ზეთი). ყველაფერი აურიეთ, ათქვიფეთ და სახესა და ყელზე 15 წუთით წაისვით. კვირაში 2–ჯერ გაიმეორეთ.

ეფექტი: ზუსტად 10-15 გამოყენების შემდეგ კანი კარგ ტონუსს და ჯანსაღ იერს შეიძენს. ნაოჭები შემცირდება, სახე დაიჭიმება, ნაცრისფერი იერისგან კვალიც არ დარჩება.