მყარი ფრჩხილები, მოელვარე კანი და თმა: სილამაზის საიდუმლოები ქლოე კარდაშიანისგან

0
631

რამდენიმე დღის წინ, პოპულარული ამერიკული რეალითი-შოუს, “კარდაშიანების ოჯახის” ვარსკვლავმა, ქლოე კარდაშიანმა თავის მიმდევრებს გაუზიარა თავისი ერთ-ერთი მთავარი ბიუთი-საიდუმლო: აღმოჩნდა, რომ ასეთი ლამაზი, მყარი თმისა და ფრჩხილების გასაზრდელად, მხოლოდ კოსმეტიკური მოვლა და ცხოვრების ჯანსაღი წესი საკმარისი არაა. ქლოეს თქმით, იგი რეგულარულად მიირთმევს ცნობილ ბრენდ Dose & Co.-ის კოლაგენის კოქტეილებს. ბრენდი აწარმოებს პროტეინისა და კოლაგენის დანამატებს, რომლებიც აძლიერებს ორგანიზმს, სილამაზეს შიგნიდან გვინარჩუნებს.

ფოტო: KHLOEKARDASHIAN

მეტიც, კარდაშიანი კოლაგენის სხვადასხვა გემოს ფხვნილების ახალი კოლექციის სახედ იქცა. ასეთი დიდი არჩევანი მომხმარებლის ყოველდღიურ რაციონს მნიშვნელოვნად გაამრავალფეროვნებს.

ყველა ჩემმა მეგობარმა იცის, რომ კოლაგენის დანამატებს დიდი ხანია ვემხრობი, რამდენადაც სერიოზულ ყურადღებას ვაქცევ საკუთარ ჯანმრთელობასა და სილამაზეს. მოხარული ვარ, რომ სწორედ ამ ბრენდის სახედ ვიქეცი, რამდენადაც Dose & Co-ს კოლაგენი არამხოლოდ კარგი ხარისხისაა, არამედ ხელმისაწვდომი ფასიც აქვს” – აღნიშნა ქლოემ ამ სიახლესთან დაკავშირებით.

გქონიათ შეხება მსგავს საშუალებებთან? რამდენად გაამართლა შედეგმა მოლოდინი?

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ