
ფსიქოლოგ ჰენრიხ ფლირინგის მტკიცებით, ეს ტესტი შემთხვევათა 97%-ში ზუსტია. მაშ ასე, Girl.ge-ის რედაქცია წარმოგიდგენთ ტესტს, რომელიც თქვენს ხასიათს ამოხსნის. უბრალოდ ნელა შემოატარეთ თვალები სურათზე მოცემულ წრეს. რომელმა ფერმა მიიპყრო თქვენი თვალები?
1. წითელი
ხასიათი განსაზღვრული, მთლიანი, საკმარისად ნებისყოფისუნარიანი და მიზანმიმართულია.
პიროვნება რამდენადმე ჩაკეტილი, ეგოისტური, ფარულია. ურთიერთობაში, როგორც წესი, “სულიერი სიახლოვის” ძიებისგან შორსაა, მეგობრობა, უმეტესწილად, ატარებს გარეგან, ფორმალურ ხასიათს.
აქტიურია ოჯახის მშენებლობაში. დაკავებული ცხოვრებისეული პოზიცია ძალიან მტკიცეა. მისი ცხოვრებისეული ფილოსოფიის ფორმირებისთვის, უპირველეს ყოვლისა, საფუძველს ცხოვრებისეული ინტერესები, კრიტიკული აზროვების გარეშე მსოფლმხედველობა წარმოადგენს.
ზოგადად, მოქნილი, თუმცა, შემოქმედებითი თვალსაზრისით, შეზღუდული აზროვნება აქვს, თუმცაღა, გადამუშავებული ინტელექტუალური მასალა საკმაოდ ღრმად და მტკიცედ იაზრება. ცხოვრების აღქმა კონკრეტული, მკაფიო, ოჯახისა და მეწარმეობის სფეროთი შეზღუდულია.
შრომისუნარიანობა კარგია, როგორც წესი, ამ ფერს შემსრულებელი მუშაკები ირჩევენ. სამსახურს უნდა ჰქონდეს კონკრეტული, საგნობრივი ხასიათი. თავიანთ გარეგნობას განსაკუთრებულ ყურადღებას არ უთმობენ, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ცალკეული მოდური ნივთების ქონის სურვილი უჩნდებათ. ყოფაცხოვრებაში პრაქტიკულები არიან.
2. ცისფერი
ხასიათი არც ისეთი ჩამოყალიბებული და მთლიანია. ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა საკუთარი მდგომარეობით დაუკმაყოფილებლობა, “ყოფაცხოვრებით დათრგუნვა”. არსებობს სხვადასხვა ხარისხით გამოხატული სურვილი (მისწრაფება) საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესებისა. კონტაქტურია. გარკვეულწილად მოწყვლადი, მეოცნებე, მგრძნობიარე.
ცხოვრების აღქმას არ ართულებს, ზედაპირულად ეკიდება.
მსოფლმხედველობით საკითხებს განსაკუთრებულ ყურადღებას არ უთმობს. ინტერესთა წრე არ გამოირჩევა სიღრმითა და მრავალფეროვნებით.
აზროვნება, ემოციური მოძრაობა, შრომისუნარიანობა, საყოფაცხოვრებო თვისებები გამოხატვის შუალედურ დონეზეა. ასევეა ჩაცმის მანერაც, რაღა თქმა უნდა, გარემოს მიხედვით.
3. თეთრი
საკმაოდ ჩამოყალიბებული, ცოტათი ურთიერთსაწინააღმდეგო პიროვნება. საკმაოდ ეგოისტი, რამდენადმე შურიანია. ახასიათებს საკუთარი მდგომარეობით უკმაყოფილება.
ურთიერთობასა და მეგობრობას ერთგვარი ფორმალური ხასიათი აქვს. დიდ ყურადღებას არ აქცევს ზოგადსაკაცობრიო საკითხებს. ცხოვრებისეული ფილოსოფია ზედაპირულია. შრომისუნარიანობა – შესაშური.
ჩვეულებრივ, ესეც შემსრულებელი მუშაკია. ყოფაცხოვრებაში გარკვეულწილად პრაქტიკული და რაციონალურია.
4. ვარდისფერი
არც ისეთი ჩამოყალიბებული და შეკრული ხასიათი აქვს. ეს ფერი, ხშირად, ახასიათებს ცხოვრებაში გარდამტეხ ეტაპს. ამ ადამიანთა მდგომარეობამ შეიძლება დატოვოს მერყევი, დროებითი, ცვლილებებს დაქვეითებული, ობიექტური ხასიათის გარემოებათა გავლენის ქვეშ მოქცეული შთაბეჭდილება. ამ მდგომარეობაში ფიქსირდება შედარებით სტაბილური ცხოვრებისეული გზა, რომელსაც გარემოებათა ხელსაყრელი მიმდინარეობა ახასიათებს.
პიროვნება შედარებით რბილი, საკმაოდ დელიკატური ხდება.
უყვარს სიმშვიდე და განმარტოება. აქვს კარგი, მშვიდი, გაწონასწორებული განწყობა, რომელსაც ემოციური შემაღლებები არ აკლია. ყოველდღიურ საქმიანობას ერთგვარი მექანიკურობა, ავტომატიზმი ახასიათებს.
გარშემომყოფების მიმართ, ჭარბობს ემოციური საწყისი. არ აქვს გამოხატული მისწრაფება გააზრებული ყოფაცხოვრებისკენ. ბევრ რამეში მონაწილეობის მიღებას არიდებს თავს, აღქმაში კი გარკვეული, თითქოს, ემოციურ-ინტელექტუალური დაყრუება ჩანს. ცხოვრებისეული მოძრაობა ინერციას ეყრდნობა.
საკუთარი მდგომარეობის აღქმა გაზვიადებულია ოპტიმისტურად, თუმცა, საერთო ჯამში, ყველაფერი საკმაოდ ოპტიმისტურად აღიქმება. აზროვნება საკმაოდ მკაფიო და ლოგიკურია. შრომისუნარიანობა – კარგი. ყოფაცხოვრებაში მიისწრაფვის პრაქტიკულობისა და რაციონალურობისკენ. გარეგნობასაც საკმარის ყურადღებას უთმობს.
5. ლურჯი
ხასიათი ჩამოყალიბებული, მთლიანი და გამტანია. საკმაოდ ეგოისტი, თავშეკავებული, რამდენადმე “ცივი” პიროვნებაა, სხვა ადამიანებთან მიმართებით.
ახასიათებს შეუპოვრობა, კარიერიზმი, პირდაპირობა და ცხოვრების აღქმის სიმკვეთრე. ურთიერთობს საქმისთვის – ამ დროს მარტივი და საკმაოდ სასიამოვნოა.
ცხოვრებისეული ფილოსოფია გააზრებული, გათვლილი, საფუძვლიანია. მსოფლმხედველობა – მტკიცე, მის ჩამოყალიბებაში ორიენტირის ფუნქციას პირადი ინტერესები ასრულებს. საერთო ჯამში, მარტივად იღებს ახალს, თუმცა, კონსერვატივიზმისკენ მიდრეკილებას ავლენს. ემოციურად უმოძრაოა.
სტაბილური შრომისუნარიანობა ახასიათებს. ადამიანების მიმართ მკაცრი, შურისმაძიებელია. ცხოვრებაში – პრაქტიკული და რაციონალური.
6. მწვანე
ჩამოყალიბებული, ცოტათი ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათი აქვს. ინფანტინური და ემოციურად მოძრავია. მგრძნობიარე, მარტივად საწყენი, მეოცნებე, კეთილისმსურველი და კონტაქტურია.
საკმაოდ მარტივად ამყარებს კონტაქტს ადამიანებთან, მიილტვის მეგობრობისკენ, თუმცა, არ ჰყავს ძალიან ახლო მეგობრები, თუმცაღა, გარკვეულ ადამიანებთან საკმაოდ თბილი ურთიერთობა აქვთ.
ცხოვრებას მარტივად და მკაფიოდ აღიქვამს, არ აქვს ღრმა ცხოვრებისეული ფილოსოფია, მრავალი საგნისა და მოვლენისადმი არ აქვს ჩამოყალიბებული ურთიერთობა.
საერთო ჯამში, მსოფლმხედველობა არა ხანგრძლივი, გააზრებული კრიტიკული მიდგომით, არამედ, მეტწილად, სტიქიურად, თავისთავად ჩამოყალიბდა. მარტივად აღიქვამს ხელოვნებას, სიახლეებს. საკმაოდ განვითარებული შემოქმედებითი საწყისი აქვს.
კარგი, თუმცა მერყევი შრომისუნარიანობა ახასიათებს, რომელიც აღმართებსა და დაღმართებს მოიცავს, განწყობისა და გართობის მიხედვით. გარეგნობას ყურადღებას აქცევს. ყოფაცხოვრებაში არც ისეთი პრაქტიკული და რაციონალურია.
ეთანხმებით შედეგებს?