10 ყველაზე ეფექტური ნიღაბი თმისთვის, ჩვეულებრივი პროდუქტებისგან

0
922

ლამაზი თმა საგულდაგულო მოვლას მოითხოვს, შინ მომზადებული ნიღაბი კი ერთ-ერთი ყევლაზე სწრაფი და ხელმისაწვდომი საშუალებაა ცხელი მზისა და ზღვის შემდეგ, თმის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. Girl.ge-ის რედაქციამ შეკრიბა 10 ყველაზე ეფექტური ნიღაბი, რომელთა მომზადება თავადაც შეგიძლიათ, ხელმისაწვდომი პროდუქტით.

თმის ნიღაბი კვირაში არაუმეტეს ერთხელ უნდა გაიკეთოთ. დამიჯერეთ, ყოველდღიური მოვლით არამხოლოდ დაუჯერებელ შედეგს მიიღებთ, არამედ უბრალოდ გამოკვებავთ თმას ვიტამინებითა და მიკროელემენტებით. თმაზე ნიღბის წასმის შემდეგ, დაიხურეთ თავზე შხაპის ქუდი და გაიჩერეთ ნიღაბი არანაკლებ 30 წუთით.

1. ავოკადოსა და ზეითუნის ზეთის ნარევი

ეს მოდელ ჯოან სმოლსის საყვარელი ნიღაბია, რომელსაც ლამაზმანი რეგულარულად იკეთებს. მისთვის 1 მწიფე ავოკადო, 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი და 2 კვერცხის გული დაგჭირდებათ. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ფაფის კონსისტენციამდე, წაისვით თმის მთელ სიგრძესა და თავის კანზე. 2-3 გამოყენების შემდეგ, შესამჩნევ შედეგს მიიღებთ – თმა მოელვარე და დატენიანებული გახდება.

2. ხაჭოსა და კიტრის ფაფა

ეს ნიღაბი შესანიშნავად ატენიანებს და იდეალუია მშრალი თმისთვის. შეურიეთ ბლენდერში ცხიმიანი ხაჭო და 1 გაფცქვნილი კირი. თმას კიტრი დაატენიანებს, ხაჭო კი თმის კვებაზე აგებს პასუხს. ეს ძალიან მსუბუქი საშუალებაა, ამიტომ სწორედ ამ ნიღბის გაკეთება შეგიძლიათ კვირაში არაერთხელ.

3. კივი

თმის სიგრძის მიხედვით, 1-2 კივი დაგჭირდებათ. თუ ხილი საკმაოდ რბილია, დაჭყლიტეთ კოვზით ან დახეხეთ. საინტერესოა, რომ კივი ერთადერთი პროდუქტია, რომელსაც შეუძლია ნაადრევი ჭაღარის პროფილაქტიკა. იგი, აგრეთვე, მდიდარია Е, С, В6, В9 ვიტამინებითა და ფოლიუმის მჟავით. თმა მადლობას გადაგიხდით!

4. კვერცხის გულებისა და თაფლის ნაზავი

ესაა კლასიკური რეცეპტი, რომელსაც ჯერ კიდევ ჩვენი წინაპრები იყენებდნენ. შეურიეთ 2 კვერცხის გული (იგი შეიცავს A, B, E, D ვიტამინებსა და ლეციტინს, რომელიც აუცილებელია თმის ჯანმრთელობისთვის) 1 ს.კ. თაფლს. მნიშვნელოვანი მომენტი: ჩამოიბანეთ ნიღაბი გრილი წყლით, თორემ კვერცხის გული გამაგრდება და თმიდან კენჭების ჩამოყრა მოგიხდებათ.

5. საფუარი

საფუარი მართლაც ძალიან სასარგებლოა თმისთვის, რადგან იგი მდიდარია მიკროელემენტებით: თუთიით, რკინით, მანგანუმით, კალციუმით, ჯგუფ B, D, PP ვიტამინებით. დაგჭირდებათ საცხობი საფუარი ბრიკეტში (მშრალ საფუარში ნაკლები სასარგებლო ნივთიერებაა შემორჩენილი) – იგი კეფირში ფაფის კონსისტენციამდე უნდა გახსნათ და თავის კანსა და თმაზე წაისვათ.

6. ჟელატინი

ყველაზე სწრაფი და ეკონომიური საშუალებაა თმის აღსადგენად და მისთვის ელვარების მისანიჭებლად – ჟელატინის ნიღაბი. მთავარია, უფერული ჟელატინი შეიძინოთ. დაასხით 2 ს.კ. ჟელატინს თბილი წყალი, აცადეთ გაფუება, გაათბეთ ორთქლზე, ჟელატინის სრულად გახსნამდე, აცადეთ ოდნავ გაგრილება, დაუმატეთ კვერცხის გული და წაისვით თმის მთელ სიგრძეზე. ასეთი ნიღაბი ლამინირების მსუბუქ ეფექტს იძლევა – იდეალურ სიგლუვეს მიიღებთ.

7. ალოესა და თაფლის ნარევი

ალბათ, ალოეს სასწაულმოქმედი თვისებების შესახებ ბევრი რამ გსმენიათ, თქვენც იცით, რომ იგი ყველაფრისთვის სასარგებლოა! თმაც არაა გამონაკლისი – 2 ს.კ. ალოეს წვენს შეურიეთ 1 კოვზი ნატურალური თაფლი და შეიზილეთ ნარევი თავის კანში. თავად მცენარის წვენი იმდენად ეფექტურია, რომ შეგიძლიათ თმაზე ყოველგვარი დამხმარე ინგრედიენტის გარეშე წაისვათ.

8. წითელი ხიზილალა

ეს რეცეპტი ერთხელ თავის თაყვანისმცემლებს თაირა ბენქსმა გაუზიარა. თუმცა ეს ძალიან ძვირადღირებული საშუალებაა, მისი გამოყენება ნამდვილად ღირს! ჯერ ერთი, წითელი ხიზილალა მართლაც მდიდარია თმისთვის სასარგებილო ელემენტებით, მეორეც, იგი მხოლოდ თავის კანზე უნდა დაიტანოთ, ამიტომ მხოლოდ 1 ს.კ. პროდუქტი დაგჭირდებათ. ხიზილალა კარგად უნდა დაჭყლიტოთ, შეიზილოთ თმის ძირებში და 20-30 წუთში ჩამოიბანოთ. ნიღაბი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ასტიმულირებს თმის ზრდას – სწორედ ამის მიღწევას ვცდილობთ.

9. ბანანი

ბანანი, რამდენადაც კალიუმითა და B ჯგუფის ვიტამინებითაა მდიდარი, სასარგებლოა არამხოლოდ საკვებად, არამედ თმაზე წასასმელადაც. ეს ნიღაბი ძალიან სწრაფად მზადდება: ბანანს ფაფის კონსისტენციამდე დაჭყლეტთ, დაუმატებთ 1 ს.კ. ქოქოსის ზეთს, წაისვამთ თმასა და თავის კანზე. ეფექტს პირველივე პროცედურის შემდეგ მიიღებთ – ნიღაბი კვებავს, ატენიანებს და ანიჭებს თმას ჯანსაღ ელვარებას.

10. ზეთების ნარევი

სხვადასხვა ზეთის სარგებლობის შესახებ საჭიროზე მეტი გაგვიგია, თუმცა, თქვენს თმას ყველაზე მეტად რამდენიმე ყველაზე ეფექტური ზეთის ნარევი მოეწონება. შეურიეთ ჟოჟობას, არგანისა და ნუშის ზეთები თანაბარი რაოდენობით, გაათბეთ ორთქლზე ან მიკროტალღურ ღუმელში და გაიკეთეთ ვიტამინებით გამოტენილი ნიღაბი კვირაში ერთხელ. ეს ყველაფერს წაადგება – ცხიმი იზრუნებს როგორც თავის კანზე, ისე თავად თმის ღერებზე: დახურავს თმის ქერცლებს, თმის საერთო მოცულობას კი აბრეშუმისებრ ეფექტს მისცემს.