დავხატოთ განსხვავებული ისრები: იდეები ნებისმიერი შემთხვევისთვის

0
930
Photo credit: Shutterstock

Girl.ge-ის რედაქცია წარმოგიდგენთ თვალებზე სწორი ისრების ხატვის სახელმძღვანელოს, რომელიც ქუჩაში გასვლისას თუ პაემანზე წასვლისას, თქვენთვის ჯადოსნურ ჯოხად იქცევა!

1. ყოველდღიური ვარიანტი

Photo credit: Shutterstock

თვალები რომ არ გადატვირთოთ, შემოიფარგლეთ თხელი კონტურით, ზედა ქუთუთოზე წამწამების ზრდის ზოლზე.

როგორ: თხევადი ლაინერით დასვით მიკროწერტილები, წამწამების ძირებთან მაქსიმალურად ახლოს. ასე ზოლი გარანტირებულად სწორი იქნება. შეგიძლიათ, ქუთუთოების ფლომასტერი გამოიყენოთ: მოკლე შტრიხებით სწორ ზოლს მარტივად გაავლებთ.

2. გამოსასვლელი

Photo credit: Shutterstock

თუ სამსახურის შემდეგ მეგობართან ერთად კაფეში მიდიხართ და გსურთ ცოტა მკვეთრი, მაგრამ არც მთლად სადღესასწაულო მაკიაჟი, უბრალოდ დაუმატეთ ზედა პატარა ისარს ქვედა ზოლიც. გამოიყენეთ წერტილოვანი ტექნიკა, იგი არ დაგაღალატებთ!

3. რომანტიკული საღამოსთვის

Photo credit: Shutterstock

ცნობილი “კატის თვალის” დახატვის ყველაზე მარტივი გზა: თხელი ფანქრით დახატეთ მომავალი ისრის კონტური ორივე თვალზე. მიიღეთ სიმეტრია და “კუდების” თანაბარი სიგრძე, ხანდახან, მათი სხვადასხვანაირად დახატვაა საჭირო, თვალის გახელისას სიმეტრიულად რომ გამოიყურებოდეს. როგორც კი შედეგით დაკმაყოფილდებით, თხელი ფუნჯითა და გელ-ლაინერით შეღებეთ კონტური.

4. პაემნისთვის

Photo credit: Shutterstock

თქვენს თვალებს მოცულობასა და გამომეტყველებას მიანიჭებს ზემოთ მიმართული ისარი. ზედმეტი გრაფიკულობა თავიდან რომ აიცილოთ, გამოიყენეთ ფანქარი, შეიღებეთ მისი დახმარებით ზედა ქუთუთოს წამწამების ძირები, თავად კუდი კი ლაინერით მიახატეთ. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ორ ტექსტურას შორის ზღვარი მკვეთრი არ იყოს, თუ ასე მოხდა, შეეხეთ შეერთების ზოლს ფანქრის გრიფელით.

5. სერიოზული ღონისძიებებისთვის

Photo credit: Shutterstock

დიდებული smokey 1 წუთში: გაატარეთ წამწამების ზრდის ზოლს რბილი, განიერი ფანქრის განიერი ზოლი (თუნდაც დაუდევარი). ახლა აიღეთ ღრუბელი და გადაანაწილეთ, თვალის შიდა კუთხიდან გარე მიმართულებით.

6. დღესასწაულისთვის

Photo credit: Shutterstock

მკვეთრი, ფერადი ისრები მხოლოდ კარგად გათლილი, წვეტიანი ფანქრით უნდა დაიხატოთ. გრიფელის შემადგენლობაში ბრჭყვიალების არსებობის გამო, ასეთი ისრის ზღვარი ყოველთვის ფერმკრთალია, თუმცა, სხვაგვარად არცაა საჭირო: ფერი და ბრჭყვიალი უფრო მნიშვნელოვანია! ლაინერმა, შესაძლოა, სასურველი შედეგი ვერ მოგცეთ, ნუ გარისკავთ.