აირჩიეთ ჯადოსნური ქვა და გაიგეთ, რა გელით მომავალში

0
833
Photo credit: ©vonvon

აირჩიეთ რუნა, რომელმაც ყველაზე მეტად მიიქცია თქვენი ყურადღება, Girl.ge-ის რედაქცია კი გეტყვით, რა გელით მომავალში.

  1. პირველი რუნა მიუთითებს უსაფრთხოებაზე, სტაბილურობაზე, აღორძინებასა და სიმდიდრეზე. ეს ქვა იმაზე მეტყველებს, რომ დადგა დრო, მიიღოთ მძიმე შრომის ნაყოფი. თქვენს ცხოვრებაში მალე ახალი სიყვარული შემოვა.
  2. ეს უძველესი რუნა სიჩქარის, ცვლილებებისა და ნებისყოფის სიმბოლოა. თუ თქვენს ცხოვრებაში ცვლილებები ჯერ არ დაწყებულა, ესე იგი, მალე დაიწყება! ნუ აღელდებით, უბრალოდ ისწავლეთ საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება. შეიყვარებთ ახალ შესაძლებლობებს, ადგილებს, შთაბეჭდილებებსა და მოვლენებს.
  3. ეს მძლავრი რუნა წარმატებას, ძალასა და ხანგრძლივ, ჯანმრთელ ცხოვრებას გვიწინასწარმეტყველებს. მალე თქვენი ძველი ოცნებები განხორციელდება და გაიგებთ, რომ ამ ცხოვრებაში ბევრ რამეში იყავით მართალი.
  4. მალე გარკვეულ პრობლემებს გამოცდით, თუმცა, ამ დროს ზეციური ძალები დაგიცავთ. მართალია, გაგიჭირდებათ, მაგრამ მუხლს მაინც არ მოიდრეკთ. ყველაფერს აიტანთ!
  5. ეს ჯადოსნური რუნა იმაზე მიუთითებს, რომ გაცემის უნარი გაქვთ. ეს, აგრეთვე, იმაზეც მეტყველებს, რომ სხვა ადამიანებთან ურთიერთობა უნდა გააძლიეროთ. თქვენ მზად იქნებით სხვებზე ზრუნვისთვის.
  6. ამ გავლენიანი რუნის არჩევა თქვენს სულიერ და ემოციურ ზრდაზე მეტყველებს. საუბარია განახლებასა და განვითარებაზე. ხანგრძლივი დარდიანობის შემდეგ, უეცარ შვებას იგრძნობთ. თქვენი ცხოვრება იმედითა და სიყვარულით, ახალი ენერგიითა და ბედნიერებით აივსება.

თქვენ რომელი ქვა აირჩიეთ?