
ალბათ, მოგეპოვებათ დაქალი, რომელსაც, წარბების ტატუაჟთან დაკავშირებით, საშინელი ისტორია გადახდა თავს. შეუსაბამო ფერი, ასიმეტრია, არაბუნებრივი შედეგი – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, რაც გოგონებმა “გალამაზების” მიზნით გამოსცადეს. სანამ ამდენად საპასუხისმგებლო საქმიანობას შეუდგებოდეთ, დაფიქრდით, გჭირდებათ კი იგი?
თანამედროვე კოსმეტოლოგები წარბის ლამაზი კორექციის უამრავ ვარიანტს განიხილავენ, ტატუაჟივით რადიკალურ მეთოდს რომ არ მიმართოთ. სწორედ ამ მიზეზით, Girl.ge-ის რედაქციამ გადაწყვიტა, გადაგაფიქრებინოთ ამ ნაბიჯის გადადგმა.
1. ძველმოდურად გამოიყურება
ახლა მოდაში ყველაფერი ბუნებრივია, თუმცა, ყველაზე ოსტატურად შესრუკებული ტატუაჟიც კი ვერ დაემსგავსება ნამდვილ წარბებს. იხილეთ ჰოლივუდის ვარსკვლავების ფოტოები – რომელიმეზე ხედავთ ტატუაჟს? არა. როგორ ფიქრობთ, რატომ? იმიტომ, რომ ამის მოდა ჯერ კიდევ 2000-იან წლებში დაიწყო. გოგონებმა, რომლებმაც პერმანენტული მაკიაჟის ყველა ვარიანტი გამოსცადეს, თანდათან უარი თქვეს ტატუაჟზე.
2. ტატუაჟის სახლის პირობებში ჩამორეცხვა შეუძლებელია
უნდა გესმოდეთ, რომ წარბის ტატუაჟი ხანგრძლივი ამბავია (რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე!), და, თუ იგი ცუდად გაგიკეთეს (ასე ხშირად ხდება), სახლში მისვლა და ყველაფრის მოშორება შეუძლებელი იქნება. ვერც საპნით, ვერც მყარი ჯაგრისით, ვერაფრით… სილამაზის სალონის ოსტატებს ძალიან ხშირად ჰქონიათ ისეთი შემთხვევა, როცა ტატუირებული წარბების გაღიავება და მათ ადგილას ახლის დახატვა მოუხდათ. ეს შრომატევადი საქმეა, შედეგის გარანტიას კი ვერავინ მოგცემთ – ნუ გარისკავთ საკუთარი სახით!
3. ტატუაჟს ლაზერით შლიან
ერთადერთი ნაცადი საშუალება, რომელიც წარუმატებელ ტატუაჟს მოგაშორებთ, ლაზერია. ეს პროცედურა კი მტკივნეული და ძვირადღირებულია. საშუალოდ, ერთი პროცედურა 50 ლარი დაჯდება. თუმცა, დახატული წარბების მთლიანად მოსაშორებლად 4-5 სეანსის ჩატარება მოგიწევთ, რამდენიმე თვის განმავლობაში.
4. ასაკს გმატებთ
ყველა ვიზაჟისტი ერთხმად ამტკიცებს, რომ წარბის (ქუთუთოებისა და ტუჩების) ტატუაჟი აბერებს, თუმცა, რატომღაც, გოგონებს ამის არ სჯერათ. სამწუხაროდ, ეს სიმართლეა: დახატული წარბები იმდენად არაბუნებრივად გამოიყურება, რომ წარმატებულად შერჩეული საღებავიც კი 5 წელს მაინც გმატებთ.
5. შეცდომის დაშვების ალბათობა ძალიან დიდია
სალონები წარბის ტატუაჟის რამდენიმე სახეობას გვთავაზობენ: თითო ღერის დახატვა, იგივე “3D ტატუაჟი”, ცვილის ტატუაჟი, რომელიც, აგრეთვე, ნამდვილი თმის ღერების იმიტაციას აკეთებს, შოტირება (წარბები უბრალოდ ერთ ფერში იღებება). თეორიაში ყველაფერი ძალიან მაცდურად ჟღერს, რეალურად კი ოსტატი ძალიან იშვიათად იღებს სასურველ შედეგს.
ყველაზე გავრცელებული შეცდომაა ზედმეტად მუქი პიგმენტი, არასწორად შერჩეული საღებავის გამო. ამ შემთხვევაში, სალონი, როგორც წესი, გთავაზობთ წარბების ლაზერით ოდნავ გაღიავებას (უფასოდ), თუმცა, ეს დროს მოითხოვს, რადგან ერთი პროცედურა, ალბათ, საკმარისი არ იქნება. შეგვხვედრია უფრო უსიამოვნო შედეგებიც, მაგალითად, ასიმეტრია, როცა ერთი წარბი უფრო მაღალი ან თხელია. სამწუხაროდ, რახან დაქალმა კარგი ოსტატი გირჩიათ, იმას არ ნიშნავს, რომ ტატუაჟი ისევე კარგად დაგაჩნდებათ, როგორც მას.
პროფესიონალთა აზრი
ჩვენ გადავწყვიტეთ, ამ თემაზე წარბების ოსტატების აზრი მოგვეძიებინა.
1. ოლგა ბუნინა, სალონი Brow&Beauty
–“როგორ მოვიქცეთ, თუ წარბი ღია ფერისაა, ტატუაჟი კი მოდაში აღარაა? მუქი, წაბლისფერი, ჟღალი ან ოქროსფერ-ხორბლისფერი თმის მფლობელებს ინით შეღებვას ვურჩევ – წარბისთვის სასურველი ფორმისა და სიხშირის მისაცემად. წარბის იდეალური ფორმა არაერთი კვირით გაგახარებთ, თავად თმის ღერებს კი ინა ელვარებას მიანიჭებს. ფერის ინტენსივობა ღიადან მუქ ყავისფერ-ოქროსფრამდე მერყეობს.
ხოლო თუ თმის ცივი ტონის მფლობელი ხართ, მაგალითად, ნორდული ქერა ხართ, მუქ წარბებზე არც კი იფიქროთ. გამოსავალია წარბის თმის ფერის ან 1 ტონით მუქი საღებავით შეღებვა. აგრეთვე, მცირე პრაქტიკა წარბების მაკიაჟში. სილამაზე ჰარმონიული და ბუნებრივი უნდა იყოს.”
2. ლენა ჰაბიბულინა, სალონი Brow Up!
-“ხშირი, განიერი წარბები თანამედროვე ტრენდია. ბუნებას ყველა არ დაუჯილდოებია ამ “სიმდიდრით”, ამიტომ ბევრს გაუჩნდა წარბის ტატუაჟის გაკეთების სურვილი, ყოველდღე მისი შეღებვა რომ არ მოუხდეს. მე ვცდილობ, კლიენტებს გადავაფიქრებინო ამ ნაბიჯის გადადგმა, რამდენადაც, უმეტეს შემთხვევაში, ტატუაჟი არაბუნებრივად გამოიყურება. მეტიც, იგი მნიშვნელოვან ასაკს მატებს მფლობელს, რომ აღარაფერი ვთქვათ სამედიცინო უკუჩვენებებსა და ისეთ უსიამოვნო შედეგებზე, როგორებიცაა შრამები, არათანაბრად გადანაწილებული პიგმენტი და ა.შ. თუ ტატუაჟი წარუმატებელი გამოვა, ადამიანს რამდენიმე წლის განმავლობაში მოუხდება ასიმეტრიული წარბების ტარება და იმის ლოდინი, თუ როდის გაუფერულდება პიგმენტი, ინანებს ამ ნაბიჯის გადადგმას ან მიმართავს კანიდან პიგმენტის ლაზერით მოშორების პროცედურას, რაც, ტატუაჟისვე მსგავსად, მტკივნეულია და ნაწიბურების გაჩენას იწვევს.
დღეისათვის უამრავი საშუალება არსებობს წარბისთვის სასურველი ფორმის მისაცემად და მის დიდი ხნით შესანარჩუნებლად, ტატუაჟის გარეშე. ერთ-ერთი ასეთი საშუალებაა წარბის ხნით შეღებვა, ე.წ. ბიო-ტატუაჟი. ინა თანამედროვე, ნატურალური წარმოშობის პროდუქტია. იგი თმასა და კანს ღებავს და კანზე 2, ხოლო თმაზე – 6 კვირამდე რჩება. ამავდროულად უზრუნველყოფს ბუნებრივ გარეგნობას, ამკვრივებს თმის სტრუქტურას, რაც თმას ახშირებს, მოცულობასა და გრაფიკულობას მატებს.”