
ხანდახან, აფთიაქში შეძენილი ძალიან იაფი და ხელმისაწვდომი საშუალება უფრო უკეთ მოქმედებს, ვიდრე ძალიან ძვირადღირებული კრემი. ეს საშუალებები რთულ სიტუაციებში გიხსნით. მთავარია, კოსმეტოლოგი საქმის კურსში ჩააყენოთ.
ახლა Girl.ge-ის რედაქცია გაგაცნობთ 10 საშუალებას აფთიაქიდან, რომლებიც სილამაზესთან დაკავშირებულ ყოველდღიურ პრობლემებს ძვირადღირებულ საშუალებებზე უკეთ გაუმკლავდება.
1. თუთიის მალამო

იდეალურად ებრძვის მუწუკებს: წაისვით ადგილობრივად, აცადეთ გაშრობა და დაიძინეთ. დილით მუწუკი აღარ დაგხვდებათ! უბრალოდ გახსოვდეთ: მალამო ძალიან აშრობს კანს, ამიტომ არ დაგავიწყდეთ დამატენიანებელი კრემის წასმაც, თორემ კანი რამდენიმე წასმის შემდეგ დაიწყებს აქერცლვას.
2. რეტინოლის მალამო

ეს, ფაქტობრივად, რეტინოლი, იგივე A ვიტამინია, რომელსაც კოსმეტოლოგები კანის დაბერების წინააღმდეგ ყველაზე ეფექტურ ინგრედიენტად მიიჩნევენ. მალამო დაგეხმარებათ როგორც აკნეს წინააღმდეგ ბრძოლაში (რეტინოლის კრემები სწორედ აკნეს სამკურნალოდ შეიქმნა) ისე კანის გაახალგაზრდავებაში. აგრეთვე, იგი ამშვიდებს კანს, ხსნის გაღიზიანებასა და სიწითლეს. ოღონდ, იგი მხოლოდ ღამით უნდა გამოიყენოთ! რეტინოლი ვერ იტანს უ.ი. სხივებს, ამიტომ, არსებობს პიგმენტური ლაქების გაჩენის რისკი.
3. ასპირინი

ეს ხომ სალიცილის მჟავაა. გენიალური საშუალებაა ნიღბისთვის ლიფტინგ-ეფექტის მისანიჭებლად. ამისთვის, 1 ც 0.5-მილიგრამიანი აბი დანაყეთ კოვზით და დაუმატეთ 1 ჩ.კ. არაჟანი, კრემოვანი ტექსტურა რომ მიიღოთ. თამამად წაისვით ნიღაბი, მოერიდეთ თვალის გარშემო კანს. 15 წუთში ჩამოიბანეთ თბილი წყლით და დატკბით შედეგით.
4. გულყვითელას ნაყენი

გააზავეთ იგი თანაბარი რაოდენობის წყალთან და ლოსიონის მსგავსად გამოიყენეთ. კანის ნასვრეტები გაიწმინდება, სიწითლე განეიტრალდება, შავი წერტილების რაოდენობა კი შემცირდება.
5. E ვიტამინი

აფთიაქებში “ტოკოფეროლის” სახელწოდებით იმალება და გამჭვირვალე გარსში მოთავსებულ პატარა ბურთულებს ჰგავს. გახვრიტეთ ბურთულა ნემსით და შეიზილეთ მისი შიგთავსი ფრჩხილის ზედაპირებზე. მანიკურის ოსტატი საიდუმლოს განდობას მოგთხოვთ.
6. ძირტკბილას ფესვი

ალბათ, ბავშვობაში ამას მაშინ გასმევდნენ, როცა გახველებდათ. მოამზადეთ ნაყენი და შეიზილეთ იგი კანზე, ჭარბი პიგმენტაციის შემთხვევაში: მათეთრებელი ეფექტი სასიამოვნოდ გაგაოცებთ.
7. ღრუბელა

დატკეპნილი ღრუბელი ფხვნილისებრ ფორმაში თითქმის ყველა აფთიაქში იყიდება. იდეალურად ებრძვის ნაოჭებს და კარგია პილინგის სახითაც. გააზავეთ ფხვნილი წყალბადის ზეჟანგით, დაისველეთ სახე წყლით და წაისვით ნიღაბი. კანზე ჩხვლეტას იგრძნობთ, ამიტომ, ჩამოიბანეთ ნიღაბი მაშინვე, როცა წვა გაძლიერდება (ჩვეულებრივ, ეს 5-10 წუთში მოხდება). ნიღბის მოშორების შემდეგ, სახის კანი შესამჩნევად გაწითლდება, ამიტომ, პროცედურა ისე ჩაიტარეთ, რომ ღამის საათებს დაემთხვეს (პროცედურის შემდეგ 10-12 საათი არსად გახვიდეთ). ეფექტი? თითქოს, კურორტზე დაისვენეთ. სიწითლე მალე რომ ჩადგეს, გამოიყენეთ ზემოხსენებული თუთიის მალამო.
8. რევანდის ზეთი

ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება თმისთვის. გაათბეთ ზეთი ორთქლზე, კომფორტულ ტემპერატურამდე, წაისვით თმაზე და შეიხვიეთ პირსახოცით (გამოიყენეთ საშხაპე ქუდი, ქსოვილიდან ზეთის რეცხვა რომ არ მოგიხდეთ) და იარეთ, რამდენსაც შეძლებთ. რაც მეტი, მით უკეთესი! გაიმეორეთ კვირაში ორჯერ. მინუსი – თმა უფრო სწრაფად გაიზრდება, ამიტომ დალაქთან ხშირად წასვლა მოგიხდებათ.
9. აევიტი

ესაა კაფსულები, რომლებიც А და Е ვიტამინების ხსნარს შეიცავს – ესაა სუპერდუეტი ნაოჭების წინააღმდეგ. გამოცალეთ კაფსულა, წაისვით შემადგენლობა მთელ სახეზე და ადროვეთ კანს მისი შეწოვა. კურსი არაუმეტეს 2 კვირას უნდა გაგრძელდეს, რამდენადაც უჯრედები გადაეჩვევიან დამოუკიდებლად მუშაობას.
10. სოლკოსერილი

მალამო, რომელიც თავიდან მცირე ტრავმების შესახორცებლად იყო განკუთვნილი, შეგიძლიათ სახის კრემს დაუმატოთ ან ნიღბის სახით გამოიყენოთ ღამ-ღამობით, 2-3 კვირაში ერთხელ. სოლკოსერილი აჩქარებს კანში აღდგენით პროცესებს, ანტიოქსიდანტად მოქმედებს, აუმჯობესებს კანის ჟანგბადით მიწოდებას და ასტიმულირებს უჯრედებში გლუკოზის ტრანსპორტს. ამასთან, იგი აძლიერებს კოლაგენის სინთეზსაც. ვერ ვხვდებით, აქამდე რატომ არ იყიდეთ.