5 მიზეზი იმისთვის, რომ გელ-ლაქი 3 კვირაში მოიხსნათ

0
597
Photo credit: Shutterstock

Girl.ge-ის რედაქციამ იცის, როგორ გიყვართ მანიკურის გაკეთება გელ-ლაქით. თუმცა, ყველამ არ იცის, რომ ეს საფარი 3 კვირაში უნდა მოიხსნათ. რატომ? ამ კითხვაზე ჩვენი ექსპერტი გიპასუხებთ. მერწმუნეთ, ამ წესის უგულებელყოფას მრავალი უსიამოვნება შეიძლება მოჰყვეს.

5 მიზეზი იმისთვის, რომ გელ-ლაქი 3 კვირის შემდეგ მოიხსნათ.

1. ესთეტიკური

3 კვირაში ფრჩხილი 3-6 მმ-თი იზრდება, გელ-ლაქზე კი ეს ძალიან დაუდევრად გამოიყურება. თუ კორექციას დროულად ვერ მოასწრებთ, აირჩიეთ პასტელური ფერები – ასე გაზრდილი ფრჩხილი ისეთი შესამჩნევი აღარ იქნება.

2. ფენებად დაყოფა

Photo credit: Shutterstock

თანამედროვე უსაფრთხო საფრები, საშუალოდ, 21-დღიანი ტარებისთვისაა გათვლილი, შემდეგ ფუძე თანდათან კარგავს თავის თვისებებს, რაც საფრის აქერცლვას იწვევს.

3. ჰიგიენური

ამოზრდილ თავისუფალ ფრჩხილზე გროვდება საკვების, კოსმეტიკის, მტვრის, ჭუჭყის ნარჩენები, რაც მეტ ბაქტერიას ნიშნავს. ზემოდან მკვრივი საფარი ფრჩხილქვეშა “ნადებს” ფარავს და გაფიქრებინებთ, რომ იგი არ არსებობს. თუ საფარს ძალიან დიდხანს გაიჩერებთ, აუცილებლად გაიწმინდეთ ფრჩხილები საპნიანი ჯაგრისით ყოველდღე, სიგრძე კი დამოუკიდებლად მოიქლიბეთ.

4. ნახეთქები

ეს პუნქტი გრძელ ფრჩხილებს ეხება. გამაგრებით დატანილი საფარი საკმაოდ მძიმეა ბუნებრივი ფრჩხილებისთვის, გაზრდის დროს კი სიმძიმის ცენტრი თავისუფალი კიდისკენ მიიწევს, რაც უმცირეს დატვირთვაზეც კი ნახეთქების გაჩენას იწვევს.

5. ჩაზრდა და კოჟრები

Photo credit: Shutterstock

პედიკურის გელ-ლაქით გაკეთებისას, დიდ დამატებით დატვირთვას გამოიწვევს ფეხის თითებსა და მთლიან ტერფებზე, დაარღვევს მათ ბიომექანიკას, რაც ჩაზრდას, დეფორმაციასა და კოჟრებს გამოიწვევს.

გელ-ლაქი ფეხებს განსაკუთრებით ვნებს ფახურულ ფეხსაცმელში, თუ ფრჩხილი გაიზარდა. პედიკურის ოსტატები დაჟინებით გვირჩევენ ფეხებზე გელ-ლაქის გაკეთებაზე უარის თქმას, გამონაკლისის გაკეთება მხოლოდ ზაფხულში ან შვებულების დროს შეიძლება, როცა ფრჩხილის სიგრძის კორექციას 1-2 კვირაში ერთხელ მოახერხებთ.