
რა თქმა უნდა, ურთულესი ბალიაჟის საკუთარ სააბაზანოში შესრულება არც კი უნდა სცადოთ, თუმცა, მარტივი ორტონიანი შეღებვა ნამდვილად შეგიძლიათ.
ახლა Girl.ge-ის რედაქცია ამისთვის დაწვრილებით ინსტრუქციას გაგაცნობთ. დაგჭირდებათ თმის 16 რეზინი, ბასრკუდიანი სავარცხელი, 2 შეკვრა საღებავი (სასურველი ფერის მიხედვით, ერთი ოდნავ უფრო მუქი უნდა იყოს, მეორე – ღია), თმის პლასტმასის დამჭერები (3-4 ც).
1. დაყავით თმა 4 თანაბარ ნაწილად
გაიყავით თმა შუაზე სწორად, შემდეგ თითოეული ნახევარი გაყავით ყურის ზოლებთან ორად. უნდა მიიღოთ 4 “კვადრატი”. შეიკარით 4 კუდი, ფიქსაციისთვის.
2. კიდევ ერთხელ
ახლა კი მოიხსენით რეზინი ერთ-ერთი კუდიდან და კიდევ ერთხელ გაყავით კვადრატი 4 ნაწილად, თითოეული მათგანი დააფიქსირეთ რეზინით. გაიმეორეთ იგივე დანარჩენ 3 სექციაზე.
3. გამოყავით თმის ნაწილები
სავარცხლის დაბოლოებით გამოყავით თითოეული კუდიდან 5-6 თხელი ზოლი.
4. წაისვით ღია საღებავი
გამოყოფილ თხელ ნაწილებს წაუსვით უფრო ღია ფერის საღებავი.
5. წაისვით მუქი საღებავი
ორი ვარიანტი გაქვთ: შეგიძლიათ კუდები ჩამოუშვათ ან ისე დატოვოტ. პირველ შემთხვევაში, თმას ძირიდან შეიღებავთ, თუმცა, უკვე შეღებილი თმების წინასწარ გამოყოფაა საჭირო. მეორე შემთხვევაში, ძირები არ შეიღებება, თუმცა, ფერს საინტერესოდ გადაანაწილებთ.
6. ჩამოიბანეთ
საჭირო დროის გასვლის შემდეგ, დაიბანეთ თავი (ათვლა თმის ბოლო ნაწილზე საღებავის წასმის შემდეგ დაიწყეთ). მზადაა!
გაფრთხილება: ეს მეთოდი არ გამოდგება თმის ფერის რადიკალური ცვლილების, აგრეთვე, ჭაღარა თმის ან ამოზრდილი ძირების შემთხვევაში.