არასდროს არ დაწვეთ თავით ჩრდილოეთ მხარეს: აღმოსავლური მედიცინის 10 ჭეშმარიტება

0
1027

Girl.ge–ს რედაქცია გთავაზობთ აღმოსავლური მედიცინის მარტივ რჩევებს, რომლებიც სიცოცხლის გახანგრძლივებაში დაგეხმარებათ.

1. არ დაგავიწყდეთ, რომ თვალებით ყოველთვის გულწრფელად გაიღიმოთ და გული სიყვარულით აივსოთ.

ეს ყველა დაავადების პროფილაქტიკაა.

როცა მოწყენილი, გაბრაზებული, დეპრესიული ხართ, როცა ტირით ან ნერვიულობთ, თქვენი ორგანიზმი შხამს გამოყოფს. როცა ბედნიერი და გაღიმებული ხართ, ორგანიზმი თაფლის მსგავს სამკურნალო სითხეს გამოიმუშავებს.

საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ ახლა ერთგვარი ციებ–ცხელებით ვცხოვრობთ. ბევრისთვის სამუშაო დღის თავის ტკივილით დასრულება ჩვეული ამბავი გახდა. ჩვენ რაღაც უნდა მოვუხერხოთ წნევას, რომელიც შიგნით და გარეთ იზრდება.

როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ამისთვის უბრალოდ არაფერი უნდა გააკეთოთ. უნდა ისწავლოთ, რომ რთულ სიტუაციას თქვენში ფესვების გადგმის უფლება არ მისცეთ.

ამისთვის უნდა გაიღიმოთ. ასეთი მარტივი მოქმედებით სამყარო იცვლება და ის, რაც დიდ უსიამოვნებას წარმოადგენდა, ამად აღარ იქცევა.

თავიდან შინაგანი ღიმილით შედეგების შეფასება გაგიჭირდებათ. არაფერს ვამბობთ ამ ტექნიკის სრულად და სწორად ფლობის უნარზე. დროთა განმავლობაში ხშირი პრაქტიკით ეს თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდება.

სადაც არ უნდა იყოთ, მჯდომარე, მდგომარე ან მწოლარე პოზაში გაიღიმეთ, მოდუნდით, გული სიყვარულით აავსეთ და ამ სიყვარულს მთელი სხეულის დატბორვის საშუალება მისცეთ.

2. ნაკლები ილაპარაკეთ

ილაპარაკეთ ცოტა. ფრთხილად შეარჩიეთ, თუ როდის, რას და როგორ თქვათ. სწორად ნათქვამი სიტყვა ოქროა, დუმილი ცის ენერგიას ინარჩუნებს.

3. ნაკლებად ინერვიულეთ და მეტი იმოქმედეთ

წარსულსა და მომავალზე ნაკლებად იფიქრეთ, რადგან შფოთვას სწორედ ისინი წარმოშობენ, ეს კი სტრესს იწვევს.

ამის ნაცვლად კონცენტრირება სცადეთ – გახსოვდეთ, რომ კონცენტრაცია თავისით მოდის, სპეციალური ტექნიკის გარეშე, დახმარების და პატიების უნარის განვითარებისას.

4. გონების ძალა განავითარეთ

ბევრ აღმოსავლურ ენაში, მათ შორის ჩინურში, ცნება „გონება“ და „გული“ ერთი იმავე სიტყვით არის გამოხატული. იმ დონის მიღწევის შემდეგ, როცა პირადი ამბიციები აღარ გაწუხებთ, როცა შეგიძლიათ საკუთარი თავი დაივიწყოთ და გული განავითაროთ, დაავადებებისგან გამათავისუფლებელ საშუალებას მიიღებთ.

5. თავს პატივი ეცით და ფეხები დაითბეთ

თქვენს თავს დიდი პატივისცემით მოეპყარით. არსებობს წესი, რომელიც უნდა დაიცვათ: თავი ცივად გქონდეთ, ფეხები თბილად“. ასე თავში ბევრი ენერგიის დაგროვებას თავიდან აიცილებთ, რის გამოც შეიძლება დისკომფორტი და ტკივილი იგრძნოთ.

თავში ენერგიის მატება არტერიულ წნევას ზრდის. ტერფებისკენ ენერგიის გადასროლით წნევას შეამცირებთ. ფეხებში სითბოს შენარჩუნება გულის შეტევის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

ასე რომ ფეხები დაიორთქლეთ და დაითბილეთ. ამის შემდეგ ენერგია ჭიპში შეაგროვეთ, რომელიც ასევე თბილი უნდა იყოს.

6. ყელი თბილად გქონდეთ

ყელში უამრავი სისხლძარღვი და ნერვი გადის, რომლებიც სხეულის მნიშვნელოვანი ნაწილისკენ, თავისკენ მიდის. სწორედ ამიტომ, მას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ: დარწმუნდით, რომ ყელი თბილად გქონდეთ და დაძაბული არ იყოს. მას გაუღიმეთ.

ეცადეთ, რომ თქვენი გრძნობები ინტენსიურად არ გამოიყენოთ. ძალიან დაძაბულად და დიდხანს არ უყუროთ და არ მოუსმინოთ. თუ გრძნობების ორგანო ზედმეტად აქტიურია, შეიძლება დაავადება წარმოიშვას.

ზედმეტი ჭამის და სმის გამო თავის გაკიცხვა ჯანმრთელობას აზიანებს.

სიცოცხლის გასახანგრძლივებლად და ავადმყოფობის თავიდან ასაცილებლად დღეში რამდენჯერმე ნერწყვის გადაყლაპვის ვარჯიში შეასრულეთ.

ცურვის ან გაოფლიანების შემდეგ ქარში არ გახვიდეთ.

7. სიბრძნე კვებაში

ჭამის შემდეგ დიდხანს ჯდომა ან წოლა რომ არ მოგიწიოთ, ბევრი არ ჭამოთ. ეს თქვენს ცხოვრებას ამცირებს.

სრულ დანაყრებამდე ცოტა ხნით ადრე ჭამა შეწყვიტეთ და მსუბუქად გაისეირნეთ. ძილის წინ არასდროს ჭამოთ. ცოტა, მაგრამ ხშირად ჭამეთ. ასე კარგ მონელებას უზრუნველყოფთ და 5 მნიშვნელოვან ორგანოს არ გადატვირთვათ. ჭამის დროს ჯერ ცხელი კერძები მიირთვით, შემდეგ თბილი.

ჭამამდე ყოველთვის მსუბუქად უნდა ამოისუნთქოთ და მცირე ჰაერი გადაყლაპოთ.

გაზაფხულზე მეტი ცხარე საკვები მიირთვით, ზაფხულში მჟავე საკვები, შემოდგომაზე უფრო მწარე და ზამთარში ნაკლებად მარილიანი საკვები. ამასთან არ გადააჭარბოთ.

თუ ძალიან ბევრი მიირთვით, ბევრი წყალი და სწრაფად არ დააყოლოთ.

კუჭის მოუნელებლობა მაშინ წარმოიქმნება, როცა ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ სრულ გაძღომამდე ჭამთ.

ცარიელ კუჭზე უმი ხილი არ მიირთვათ, რადგან ისინი ორგანოებს დიაფრაგმის ზემოთ ათბობენ.

8. ზომიერება დაიცავით

  • დიდხანს სიარული იოგებს აზიანებს;
  • დიდხანს ჯდომა კუნთებს აზიანებს;
  • დიდხანს დგომა ძვლებს აზიანებს;
  • დიდხანს წოლა სასიცოცხლო ენერგიას აზიანებს;
  • დიდხანს ფიქრი სისხლს აზიანებს;
  • ბრაზი, დარდი, სინანული და მელანქოლია საზიანოა ისევე, როგორც ზედმეტი სიხარული ან სიამოვნება. ტანჯვა საზიანოა; სექსისგან თავის შეკავება საზიანოა, დარდი საზიანოა.
  • მოკლედ რომ ვთქვათ, ზომიერების არ დაცვა საზიანოა.

9. სიხარული ცის რაოდენობას ზრდის.

  • დიდი სიხარული – დიდი ცი. დიდი დარდი ცის ნაკადს აფერხებს.
  • აქტიური სქესობრივი ცხოვრებით შეიძლება სასიცოცხლო ენერგიის მარაგი ამოწუროთ.
  • ნერწყვის გადაყლაპვა ნიშნავს მისი არსებითი ენერგიის ზრდას. თუ არ გადაყლაპავთ, ძალას კარგავს.
  • როცა ავად ხართ, თავით ჩრდილოეთ მხარეს არ დაწვეთ.
  • თუ გაღვიძებისთანავე ბევრს ილაპარაკებთ, სასიცოცხლო ენერგიას დაკარგავთ.

10. წლის დრო

ზამთარში ყურადღება მიაქციეთ, რომ ფეხები თბილად გქონდეთ, თავი – გრილად. გაზაფხულსა და შემოდგომაზე ფეხებსა და თავს სიგრილის შეგრძნების უფლება მიეცით.

თუ ავად არ ხართ და არ ოფლიანობთ, ცივი წყალი არ დალიოთ, რადგან ის გულსა და კუჭს ანადგურებს.

გაზაფხულსა და ზაფხულში თავით აღმოსავლეთით დაწექით, შემოდგომასა და ზამთარში – დასავლეთით. გვერდზე დაწექით, ფეხები მუხლებში მოხარეთ. ასე სასიცოცხლო ენერგიის მარაგს გაზრდით. ზაფხულსა და შემოდგომაზე ადრე დაწექით და ადრე ადექით; ზამთარში ადრე დაწექით და გვიან ადექით; გაზაფხულზე დაბნელებამდე დაწექით და ადრე ადექით.

გამთენიისას, შუადღისას, სადილობის შემდეგ, შებინდებისას და შუაღამით კბილები გაიხეხეთ და პირის ღრუ 7-ჯერ გამოივლეთ – ასე სიცოცხლეს გაიხანგრძლივებთ და ძვლებს, კბილებს, კუნთებს, ფრჩხილებს და თმას გააძლიერებთ.