სასწაულმოქმედი სასმელი: სახსრების, ფეხების და ზურგის ტკივილს 1 კვირაში გააქრობს

0
1037

სახსრების და კუნთების ტკივილი შეიძლება მტანჯველი იყოს. ზურგი, ფეხები და სახსრები ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება ხანდაზმულებში, მაგრამ დისკომფორტმა და სხეულის ტკივილმა შეიძლება ნებისმიერი შეაწუხოს.

ტკივილის დროს ტკივილგამაყუჩებლების მიღება გავრცელებული მოქმედებაა. ფაქტობრივად, 50 მლნ ადამიანი ყოველ კვირა იღებს აცეტამინოფენს (მაგალითად, ტაილენოლს)! არა ყოველ წელს, არა ყოველ თვეს, არამედ ყოველ კვირას!

წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი იყენებს სხვა სახიფათო ტკივილგამაყუჩებლებს, როგორიცაა ოქსიკოდონი და ვიკოდინი. წარმოდგენა საჭირო არაა, რადგან სტატისტიკა გვაქვს: 1,7 მლნ ადამიანი. ეს იმ ადამიანთა რიცხვია, რომლებიც 2007 წელს ტკივილგამაყუჩებლებს ბოროტად მოიხმარდნენ.

კარგი ამბავია, რომ ჩვენ „გაღვიძების“ მოწმე ვართ, რომელიც ბუნებრივ ჯანმრთელობას და ალტერნატიულ მედიცინას თავის ადგილას აყენებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტრადიციულ მედიცინაზე უარი უნდა თქვათ. რეცეპტით გაცემული წამლების, სამედიცინო აპარატების და ვაქცინების დახმარებით ბევრი დაავადები თავიდან აცილება შეძლეს და მრავალი ადამიანი გადაარჩინეს. მაგრამ რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ბუნებრივი ალტერნატივა, როცა ამის შესაძლებობა არსებობს? Girl.ge–ს რედაქცია გთავაზობთ შინაურულ სასმელს, რომლის დახმარებით ტკივილს 1 კვირაში მოიშორებთ.

სასწაულმოქმედი სასმელი ტკივილის გასაქრობად

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა წყალი
  • ½ ჭიქა შაქრის შემცვლელი (ჩვეულებრივი შაქარი ანთებას და ტკივილს იწვევს)
  • 1 დიდი შეფუთვა ჟელატინი

აუცილებელი ინსტრუმენტები:

  • ქვაბი ან ფორმა

მომზადება:

  1. წყალი გაფილტრეთ და აადუღეთ. ოპტიმალური შედეგის მისაღებად ცივი და გაფილტრული წყალი გამოიყენეთ.
  2. წყალს შაქრის შემცველი დაუმატეთ და გახსნამდე აურიეთ.
  3. ხსნარი ჭიქაში ან ფორმაში ჩაასხით.
  4. ½ შეფუთვა ჟელატინი მდუღარე წყალს აურიეთ.
  5. გასამაგრებლად მაცივარში შეინახეთ.

მიღებული ნარევი ყოველდღე, უზმოზე 30 დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ. 1 კვირაში ტკივილის შემცირებას იგრძნობთ. წვენის, იოგურტის ან თაფლის გემოვნებით დამატება არ მოგერიდოთ.

რატომ არის ნარევი ეფექტური ტკივილის გასაქრობად?

საქმე ძალიან მარტივადაა! ადამიანის სხეული ძვლებისგან, კოლაგენისგან, მყესებისა და ხრტილებისგან შედგება. ჟელატინი სხეულის ამ ზონებში ანთების ეფექტურად შემცირებას ხელს უწყობს. ასევე ჟელატინი იმუნური სისტემისთვის სასარგებლო თვისებას შეიცავს. მისი თვისებები სასარგებლოა ისეთი მტკივნეული უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა ოსტეოპოროზი და ოსტეოართროზი.

შენიშვნა:

მნიშვნელოვანია, რომ ჟელატინის პროდუქტი სწორად მოამზადოთ. ასევე ნარჩენები ჰერმენტულად შეინახეთ, რომ თვისებების გაუარესება არ მოხდეს. ასე ტკივილის შემამსუბუქებელი თვისებები შემცირდება.